4.9.2. Священнику принадлежит от возношений

И возьми грудь от овна вручения, который для Аарона, и принеси ее, потрясая пред лицем Господним, - и это будет твоя доля. (Исх.29,26).

А остатки приношения хлебного Аарону и сынам его:это великая святыня из жертв Господних. (Лев. 2,10).

И так очистит его священник от греха его, которым он согрешил в котором-нибудь из оных случаев, и прощено будет ему; остаток же принадлежит священнику, как приношение хлебное. (Лев. 5,13).

И взял Моисей грудь и принес ее, потрясая пред лицем Господним: это была доля Моисеева от овна посвящения, как повелел Господь Моисею. (Втор. 8,29).

Вот что должно быть положено священникам от народа, от приносящих в жертву волов или овец: должно отдавать священнику плечо, челюсти и желудок;

Также начатки от хлеба твоего, вина твоего и елея твоего, и начатки от шерсти овец твоих отдавай ему,

Ибо его избрал Господь Бог твой из всех колен твоих, чтобы он предстоял

пред Господом, Богом твоим, служил во имя Господа, сам и сыны его во все дни.

И если левит придет из одного из жилищ твоих, из всейземли сынов Израилевых, где он жил, и придет по желанию души своей на место, которое изберет Господь,

И будет служить во имя Господа Бога своего, как и все братья его левиты, предстоящие там пред Господом, -

Израилевых, где он жил, и придет по желанию души своей на место, которое изберет Господь,

-То пусть они пользуются одинаковою частью, сверх полученного от продажи отцовского

имущества. (Втор.18, 3-8).

Исх.29,26 Лев.2,10; 5,13; 7,34.35; 8,29; 10,13 Чис.5,9.10 Втор.18,3-8

- Это вечный завет соли Чис.18,[19] (Своиство соли сохранить, консервировать. Когда Бог хочет заключить завет, который не будет изменен, подвержен тлению и гниению, Он заключает его ''солию''. Так нерушим зтот завет с Аароном и его потомками)

И всякое возношение из всех святынь сынов Изралевых, которые они приносят к священнику, ему принадлежит.

И посвященное кем-либо ему принадлежит. Всё что даст кто священнику, ему принадлежит (Числа 5,9,10).

Ибо я беру от сынов Израилевых из мирных жертв их их грудь потрясания и плечо возношения, и отдаю их Аарону священнику и сынам его в вечный участок от сынов Израилевых. (Лев. 7,34)

Вот участок Аарону и участок сынам его из жертв Господних со дня, когда они прёстанут прё Господа для священнодействия. (Лев.7,35).

И ешьте его на святом месте; ибо это участок твой и участок сынов твоих из жертв Господних: так мне повелено от Господа. (Лев.10,13).

4.9.2. მღვდლის წილი შეწირულობიდან

(ძველი აღთქმის დროს გამოყოფილნი იყვნენ ლევის შტოს წარმომადგენლები, ლევიანები, მღვდლებად ღვთის ხალხის სამსახურად, განსაწმედად. მათ ეკუთვნოდათ შეწირულობიდან ნაწილი პირადად...

ახალი ათქმის ჟამს, წმ. წერილი წმიდა სამღვდელოებას გვიწოდებს თითოეულ მორწმუნეს, ღვთის მსახურს. მადლის ჟამს ეკლესიისადმი შეწირულობის ნაწილი ასევე ეკუთვნის იმ ღვთისმსახურებს, რომელთაც მთლიანად მიუძღვნეს თავი ღვთის ხალხისადმი მსახურებას და სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ.

თუ დააკვირდებით, პავლე მოციქული თავის წილად თავმდაბლობით არაფერს ითხოვდა, რათა არ დაბრკოლებოდა მსახურება. თუმცა აუცილებლობიდან გამომდინარე მიუთითებდა ამის საჭიროებას. ხოლო იმისთვის, რომ არ აეღო წილი - მუშაობდა, მოცალეობის ჟამს კარვებს ამზადებდა.)

.

გამ.29,26 ლევ.2,10; 5,13; 6,16-18; 7,8-10.14.34.35; 8,29; 10,13 რიცხ.5,[9].10; 18,8.9.19 რჯ.18,3-8; 2ნეშ.31,19 ეზეკ.44,29.30 მალ.3,10; 1კორ.9,7-14

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 29

26. აიღე ხელდასხმის ჭედილას მკერდი, აარონისთვის რომ არის განკუთვნილი, და შეარხიე იგი უფლის წინაშე. ეს იქნება შენი წილი.

ლევიანნი 2

10. რაც საძღვნოს გადარჩება, აარონს და მის შვილებს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.

ლევიანნი 5

13. გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას. რაც დარჩება, მღვდელს ეკუთვნის, როგორც ძღვენი.

ლევიანნი 6

16. რაც დარჩება, აარონმა და მისმა შვილებმა შეჭამონ. უფუვრად უნდა შეიჭამოს წმიდა ადგილზე, სადღესასწაულო კარვის ეზოში უნდა შეჭამონ.

17. საფუარიანი არ უნდა გამოცხვეს. ამას ვაძლევ მათ წილად საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს წმიდათა წმიდაა, როგორც ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი.

18. ყოველმა მამაკაცმა აარონიანთაგან უნდა შეჭამოს. ეს გქონდეთ თქვენს თაობებში სამარადისო არჩივად უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ყველაფერი, რაც მას მიეკარება, წმიდაა.

ლევიანნი 7

8. აღსავლენის ტყავი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს აღსავლენს.

9. ყოველი საძღვნო შესაწირავი, რომელიც ცხვება თონეში და ყველაფერი, რაც მაყალზე ან ტაფაზე მზადდება, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს მას.

10. ყოველი საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი თუ მშრალი ყველას ეკუთვნის აარონიანთაგან, როგორც ერთს, ისე მეორეს.

14. ერთი ნაწილი თითოეული შესაწირავიდან უფლისადმი აღსამართავი იყოს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც ასხურებს სამადლობელის სისხლს.

34. რადგან შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი გამოვართვი ისრაელიანებს მათი სამადლობელი მსხვერპლიდან და დავუწესე აარონს და მის შვილებს სამარადისო არჩივად ისრაელიანთაგან.

35. ეს არის წილი აარონისა და წილი მისი შვილებისა უფლისადმი შეწირული საცეცხლოდან მას შემდეგ, რაც წარდგენილ იქნენ ისინი სამღვდელოდ უფლის წინაშე;

ლევიანნი 8

29. აიღო მოსემ მკერდი და შეარხია იგი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. მღვდლად კურთხევის შესაწირავი ვერძიდან წილი ჰქონდა მოსეს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

ლევიანნი 10

13. ჭამეთ იგი წმიდა ადგილზე, რადგან ეს შენი და შენი შვილების კერძია უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან, რადგან ასეა ნაბრძანები ჩემთვის.

რიცხვნი 5

9. მთელი ძღვენი ისრაელიანთა შეწირულებიდან, რომელიც მღვდელთან მოაქვთ, მას ეკუთვნის.

10. ვინმეს მიერ შემოწირული მას ეკუთვნის; რასაც მღვდელს მისცემენ, მღვდელს ეკუთვნის.

რიცხვნი 18

8. ელაპარაკა უფალი აარონს: აჰა, გავალებ ჩემთვის შემოწირული ღალისათვის ყურისგდებას; ისრაელიანთა მთელს შემოწირულობას გაძლევ წილად შენ და შენს შვილებს სამარადისო წესით.

9. აი, რა გეკუთვნის წმიდათა წმიდადან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი შესაწირავი და ყოველი მათი ძღვენი, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი ყოველი მსხვერპლი, რასაც მე მიხდიან, წმიდათა წმიდაა შენთვის და შენი შვილებისათვის.

19. მთელი წმიდა ღალა, რომელსაც ისრაელიანები უხდიან უფალს, შენთვის, შენი ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის მომიცია, სამარადისო წესით. ეს არის სამარადისო აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვისა და შენი შთამომავლობისათვის.

მეორე რჯული 18

3. ეს იყოს დაწესებული მღვდლებისათვის ხალხისაგან, იმათგან, ვინც კლავს საკლავს - ხარს ან ცხვარს: მისცენ მღვდელს ბეჭი, ყბა და კუჭი,

4. პირველმოწეული ხორბალი, ღვინო და ზეთი. ცხვრის პირველგანაპარსი მას მიეცი.

5. რადგან ის აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შტოდან, რათა იდგნენ და მსახურებდნენ უფლის სახელით ის და მისი შვილები სამუდამოდ.

6. თუ წამოვა ვინმე ლევიანი შენი ერთ-ერთი ქალაქიდან, ისრაელის რომელიმე კუთხიდან, სადაც მდგმურობს იგი, და მოვა თავისი სურვილით იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი,

7. შეუდგება უფლის, თავისი ღმერთის სახელით სამსახურს თავისი მოძმე ლევიანების მსგავსად, რომლებიც დგანან იქ უფლის წინაშე,

8. ისარგებლონ თანაბარი წილით, მამისსახლის წილს ნუ ჩაუთვლიან.

2ნეშტთა 31

19. ხოლო აარონიანთათვის - მღვდელთათვის, მათი ქალაქების ირგვლივ ველ-მინდვრებზე რომ მკვიდრობდნენ, ყოველ ქალაქში კაცები განაწესეს სახელდებით, რომ წილი მიეცათ ყოველი მამაკაცისთვის სამღვდელოთა შორის და საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა ლევიანისთვის.

ეზეკიელი 44

29. ძღვენი, ცოდვის გამოსასყიდი და დანაშაულის გამოსასყიდი მათ უნდა შეჭამონ და ყოველი დარისხებული ისრაელში მათ ეკუთვნით.

30. ყოველი ნათავარი, ყოველი პირველმოწეული და ყოველი აღსამართავი შესაწირი თქვენს აღსამართავთაგან მღვდლებს ეკუთვნით. თქვენი ცომის ნათავარი მღვდელს მიეცით, რომ კურთხევამ დაივანოს თქვენს სახლზე.

მალაქია 3

10. მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად.

1კორინთელთა 9

7. ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს?

8. იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს რჯულიც?

9. რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს?

10. თუ სწორედ ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს.

11. ხოლო თუ ჩვენ სულიერი სიკეთე დავთესეთ თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ ხორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან?

12. თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ? მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება.

13. ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს?

14. ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ.