3.12.6. Молитва перед едой

Пс.13,4

.

Неужели не вразумятся все делаюшие беззаконие.... как едят хлеб, и не призываюшие Господа? /псал.13,4/

3.12.6. საკვების მიღების წინ ლოცვა

საქ.2,41.46.47; 20,7

- მადლიერებით ჭამენ 1კორ.10,[30]

- ლოცვა ავიწყდებათ ფს.13,[4]

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 13

4. ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონობის ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ სჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?

საქმეები 2

42. ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ.

46. დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს,

47. ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ.

საქმეები 20

7. კვირის პირველ დღეს, როდესაც მოწაფეები პურის გასატეხად შეიკრიბნენ, პავლემ, რომელიც მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, სიტყვა უთხრა მათ და შუაღამემდე გააგრძელა საუბარი.

1კორინთელთა 10

30. თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად ვიგმობი იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ?

__თემაზე წერდნენ__

***

არაგონიის მეფე (ესპანეთის ნაწილი) მეფე ალფონს I (XII ს) დამწუხრებული უმზერდა სასახლის პაჟებს, შეამჩნია, რომ არცერთი მათგანი არ ემადლიერებოდა ღმერთს მაგიდასთან დაჯდომის წინ. გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა მათთვის.

ერთ მშვენიერ დღეს მოიწვია ისინი სუფრაზე, როგორც მოვიდნენ, მაშინვე დასხდნენ და ჭამას შეუდგნენ. არცერთს არ მოსვლია აზრად ელოცა. უცებ ყველამ მაღლა აიღო თავი და გაოცებით მიაცქერდა ერთ ჩამოძონძილ კაცს, რომელიც მოსვლისთანავე მიუჯდა სუფრას და ჭამა დაიწყო. პაჟებმა შეხედეს მეფეს, რომლისგანაც მოელოდნენ, რომ აუცილებლად მისცემდა შენიშვნას, ასე უცერემონიოდ რომ იქცეოდა მეფის სუფრასთან, მაგრამ გაიხსენეს რა, რომ თვითონაც ასევე მოიქცნენ, გაჩუმდნენ, მაგრამ ზოგმა ვერ მოითმინა არ აღენიშნა მისი უზრდელობა.

„აჰა, ამ კაცის ქცევა გეუცნაურებათ, მაგრამ თქვენ რითი ხართ მასზე უკეთესი! - თქვა მეფემ, - მე ვერ ვნახე ვერცერთი თქვენგანი, რომელიც მადლობას გადაუხდიდა ღმერთს. ჭამთ და არ ფიქრობთ, ვინ იძლევა პურს არსობისას“.

__ იაკობ ლევენი __