2.3.10. Пастырь - Иисус Христос

Быт.49,[24] Песн.6,3 Иез.34,23,, 37,24 Зах.11,7,, 13,7 Матф.2,6,, 25,32,, 26,31 Мар.6,34,, 14,27 Ин.10,2.11.12.14.16,, 1Пет.2,25,, 5,4 Евр.13,20 Отк.2,27,, 12,5,, 19,15

2.3.10. მწყემსი - იესო ქრისტე

დაბ.49,[24] ქებ.6,3 ეზ.34,23; 37,24 ზაქ.11,7; 13,7 მათ.2,6; 25,32; 26,31 მარ.6,34; 14,27 ინ.10,2.11.12.14.16; 1პეტ.2,25; 5,4 ებრ.13,20 გმცხ.2,27; 12,5; 19,15

ბიბლიის მუხლები

დაბადება 49

24. შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები, იაკობის ღმრთისგან ძალამოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის.

ქებათა ქება 6

3. მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემია მეტრფე ჩემი, რომელიც მწყემსავს შროშანთა შორის.

ეზეკიელი 34

23. ერთ მწყემსს დავუყენებ და ის დამწყესავს მათ; დავითს, ჩემს მორჩილს, დავუყენებ; თავად ის დამწყესავს ძათ და ის იქნება მათი მწყემსი.

ეზეკიელი 37

24. ჩემი მორჩილი დავითი იქნება მათზე მეფედ და ერთი მწყემსი იქნება ყველასათვის; ივლიან ჩემს სამართალზე და ჩემს წესებს დაიცავენ.

ზაქარია 11

7. დავმწყესავ დასაკლავად განწირულ ცხვარს, დაბეჩავებულ ცხვარს; ავიღებ ორ კომბალს, ერთს სიამეს ვუწოდებ, მეორეს საკვრელებს ვუწოდებ და დავმწყესავ ცხვარს.

ზაქარია 13

7. მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.

მათე 2

6. და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს.

მათე 25

32. შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან.

მათე 26

31. მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი შეცდებით ამაღამ ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ფარის ცხვრები.

მარკოზი 6

34. გამოვიდა იესო, დაინახა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები; და დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება.

მარკოზი 14

27. უთხრა მათ იესომ: ამაღამ ყველანი შეცდებით ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ცხვრები.

იოანე 10

2. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია.

11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.

12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.

14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.

16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

1პეტრე 2

25. ვინაიდან გზადაბნეული ცხვრებივით იყავით, ახლა კა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენი სულების ზედამხედველს.

1პეტრე 5

4. და როცა მოვა სარქალი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.

ებრაელთა 13

20. ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო,

გამოცხადება 2

27. რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამაჩემისგან.

გამოცხადება 12

5. და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე.

გამოცხადება 19

15. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი.

__თემაზე წერდნენ__

***

მწყემს ეწოდა, რამეთუ თქვა: "მე ვარ მწყემსი კეთილი". ჭეშმარიტად ცხოვარნი შეცთომილნი მოგვაქცინა და მტერი იგი ჩვენი ლომი არგნითა ჯვარისაჲთა მოკლა და მისგან დახსნილი იგი გვამი პირველშექმნულისაჲ მის ძალითა ღმრთეებისაჲთა კვალად განაცოცხლა და ნაკბენი იგი გესლიანისა მის მგელისაჲ წყლულებითა თვისითა განკურნა და გესლი იგი მომაკვდინებელი წამლითა მით ღმრთეებისა თვისი საჲთა განაქარვა და აღასრულა სიტყვაჲ იგი წინაჲსწარმეტყველისა მიერ თქმული, ვითარმედ: "იწყლა იგი ცოდვათა ჩვენთათვის და წყლულებითა მისითა ჩვენ განვიკურნენით".

__იოვანე საბანისძე "ჰაბოს წამება"__