4.15.27 Не жалей розги для сына твоего

***

13:24 Библия ясно говорит о пользе телесных наказаний, соглашаются ли с этим современные "специалисты" или нет. Лишать ребенка заслуженного наказания означает поощрять его грех и, таким образом, способствовать его дальнейшему развращению и погибели. Родитель, который жалеет розги своей, может думать, что таким образом проявляет свою любовь, но, на самом деле, Бог называет это ненавистью.

На протяжении многих лет доктор Бенджамин Спок призывал родителей быть более мягкими с детьми, давая им большую свободу. По прошествии некоторого времени, когда он увидел, каким дерзким и ужасно своевольным выросло следующее поколение, он признал, что был не прав. Он сказал: "Неспособность быть решительными и настойчивыми, по-моему, является наиболее распространенной проблемой родителей в наши дни".

Притчи 13 глава – Библия – Комментарии МакДональда

***

Хорошо начать своевременно ограничивать ребенка во зле, пока порочные привычки не утвердились. Ветвь легко наклонить, когда она молодая.

Притчи 13 глава – Библия – Комментарии Мэтью Генри

4.15.27 წკეპლის (შოლტის) დამზოგავს სძულს შვილი, მოყვარული კი დასჯის

იგავ.3,12; 13,[24]; 19,18.19; 22,15; 23,13.14; 29,15.17 ზირაქ.30,1.7-12 ეფ.6,1.4 ებრ.12,6-11

ბიბლიის მუხლები

იგავნი 3

12. ვინც უყვარს უფალს, იმას დასჯის როგორც მამა - შვილს, თავის საქებარს!

იგავნი 13

24. ვინც თავის შოლტს ზოგავს, სძულს თავისი ძე, ხოლო ვისაც უყვარს, სჯის მას.

24 (მცხეთური ხელნაწერი)

რომელი ერიდებოდის კუერთხითა ძესა თჳსსა, სძულს იგი, ხოლო რომელსა უყვარდეს, გულსმოდგინედ სწავლინ.

იგავნი 19

18. დასაჯე შენი შვილი, მაგრამ არ განაწყო შენი სული მის სასიკვდილოდ.

19. დიდად მრისხანეს დაედოს სასჯელი, რადგან, თუ დაინდობ მას, მოგიწევს სასჯელის გაკვლადება.

იგავნი 22

15 (საპატრქ. გამოცემა)

ყმაწვილის გულში სიბრიყვე ბუდობს, მაგრამ შეგონების კვერთხი იქიდან გამოსდევნის.

15. სისულელე მიეკრო ყმაწვილის გულს, დარიგების კეტი მოაშორებს მისგან.

იგავნი 23

13. წვრთნას ნუ დაუკავებ ყმაწვილს, წკეპლაც რომ მოსცხო, არ მოკვდება;

14. წკეპლით სცემ მას და შავეთისგან იხსნი მის სულს.

იგავნი 29

15. წკეპლა და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი დედას არცხვენს.

17. დასაჯე შენი შვილი და ის დაგამშვიდებს შენ და შვებას მოჰგვრის შენს სულს.

ზირაქი 30

1. ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპლვას მოუხშირებს, რათა საბოლოოდ მისით გაიხაროს.

7. შვილის გამანებივრებელი ჭრილობებს შეუხვევს შვილს და მის ყოველ წამოყვირებაზე შეუქანდება გული.

8. გაუხედნელი ცხენი ჯიუტად იქცევა, თავის ნებაზე მიშვებული შვილი კი თავხედურად იქცევა.

9. გაანებივრე შვილი და შეგაშინებს, ეთამაშე და დაგამწუხრებს.

10. ნუ გაიცინებ მასთან, ვაითუ მასთან ერთად იდარდო და ბოლოს კბილები აღრჭიალო.

11. ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში.

12. და გვერდები დაუჟეჟე, ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენს მორჩილებაზე ხელი არ აიღოს.

ეფესელთა 6

1. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.

4. თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით.

ებრაელთა 12

6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.

7. თუ თქვენ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს. ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?

8. ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაც ყველასთვის საზიაროა, მაშინ თქვენ ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.

9. და კიდევ: თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიდნენ და გვეშინოდა მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ?

10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.

11. ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.

__თემაზე წერდნენ__

***

იგავ.13:24 ბიბლია ნათლად ლაპარაკობს ბავშვის სხეულებრივად დასჯის სარგებლიანობაზე, მაგრამ თუ ეთანხმებიან მას თანამედროვე "სპეციალისტები". მოაკლო ბავშვს დამსახურებული სასჯელი ნიშნავს წაახალისო მისი ცოდვა და ამგვარად ხელი შეუწყო მის შემდგომ გარყვნას და დაღუპვას. მშობელი, რომელიც ზოგავს წკეპლას, შეიძლება ფიქრობდეს, რომ ამით ავლენს თავის სიყვარულს, მაგრამ, სინამდვილეში, ღმერთი ამას უწოდებს სიძულვილს.

მრავალი წლის მანძილზე დოქტორი ბენჯამინ სპოკი მოუწოდებდა მშობლებს ყოფილიყვნენ რაც შეიძლება ლოიალურები და დამთმობები ბავშვების მიმართ, მიეცათ მათთვის მეტი თავისუფლება. გავიდა დრო და მან ნახა თუ როგორი თავხედი და თვითრჯული თაობები წამოვიდნენ. დოქტორმა აღიარა ამის შემდეგ, რომ არ იყო მართალი.

__ მაკდონალდის კომენტარები __

***

კარგი იქნება დროულად გავმიჯნოთ ბავშვი ბოროტებისგან, ვიდრე უკეთური ჩვევები არ განმტკიცებია. რტო ადვილად იდრიკება, ვიდრე ის ნორჩია.

__ მეთიუ ჰენრი __

***

შოლტი, კეტი, ქამარი, წკეპლა არის მეტაფორა სასჯელისა.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

***

იგავ.13,24 საუბარია არა სასჯელებზე - დასჯაზე, არამედ წვრთნაზე, ჭკუის სწავლებაზე, აღზრდასა და სწორი მიმართულების მიცემაზე. ძველ ქართულ ბიბლიაში სიტყვა წკეპლის ნაცვლად გამოყენებულია "კვერთხი", რაც მიმართულების მიცემას გულისხმობს.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.8 __

***

ბავშვები, რომლებიც იზრდებიან უფლის მოძღვრებით (ეფ. 6,4), იქცევიან თავისი მშობლების კურთხევის წყაროდ. დრო და ძალა დახარჯული რწმენის საფუძვლის და სამართლიანობის ჩასადებად მათ ცხოვრებაში, მოგვცემს კარგ ნაყოფს.

ბავშვების აღზრდაში უნდა მივმართოთ ღმერთის მეთოდს, რომელსაც იგი იყენებს ჩვენი აღზრდისას: 1) გვექცევა სიყვარულით, 2) გვსჯის და 3) გვასწავლის. ღმერთი სრულყოფილი მამაა. მას ვუყვარვართ. მისი სიყვარული გამოიხატება ჩვენდამი კეთილისმყოფელობით. მას უნდა მხოლოდ კარგი თავისი ქმნილებებისათვის. უნდა ვასწავლოთ ბავშვებს მათდამი სიყვარულის აშკარა გამოვლინებით.

დასჯა არის ღვთიური მეთოდი ბავშვის აღზრდაში (წავიკითხოთ ებრ. 12,6,10). დასჯის მთავარი მიზანი უნდა იყოს ბავშვებს უყვარდეთ და თაყვანს სცემდნენ უფალს და ემორჩილებოდნენ მის მცნებებს. სასჯელი უნდა გამოვიყენოთ სწავლებასთან ერთად. თუ სწავლება არ მიიღება მორჩილებით, უნდა განვუსაზღვროთ სასჯელის ზომა. სასჯელს აქვს ორგვარი აზრი: დასჯა და გამოსწორება. დასჯით ბავშვი შეიცნობს ჭეშმარიტების არსს, რომ წესრიგისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს განსაცდელებს. ახლანდელი მცირე ტკივილი აღკვეთს უფრო მკაცრ შედეგებს მომავალში, დასჯა უნდა გულისხმობდეს ბავშვის გამოსწორებას. ისინი საჭიროებენ კორექტირებას. თუ მივუშვებთ თავიანთ ნებაზე, აუცილებლად გასწევენ ცოდვისა და ეგოიზმის გზით. სასჯელი შეაკავებთ ცოდვილი ბუნებისგან და დაეხმარებათ გაიზარდონ სამართლიანნი, მორჩილნი და მორალურნი. დასჯას ნუ გავუკეთებთ იგნორირებას, ის აუცილებელია. მშობლებს აქვთ ღმერთისგან მინიჭებული უფლება მცნებების მიხედვით აღზარდონ თავიანთი შვილები, ხოლო შვილებს – პატივი სცენ მშობლებს (ეფეს. 6,1) და ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება წინასწარგანზრახული დაუმორჩილებლობა, უნდა მოელოდეს სასჯელი. ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს რბილ ადგილას წამორტყმა. რა თქმა ეს არ ეხება მოზრდილებს, რომლების სასჯელიც შეიძლება იყოს აკრძალვა, პრივილეგიების ჩამორთმევა და სხვა.

ბავშვის დასჯისას მშობლები უნდა იყვნენ შეთანხმებულნი (ამოს.3,3 "აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ?"). მათი უთანხმოების დანახვისას, ბავშვი შეეცდება განაწყოს ერთი მშობელი მეორის წინააღმდეგ და თუ სასჯელი მაინც მიიღო, ბავშვი გადაწყვეტს, რომ მისი განმახორციელებელი არ იყო მართალი. ამიტომ საჭიროა მშობლები ერთმანეთს უჭერდნენ მხარს. ხშირად მხოლოდ ერთი მშობელი ამჩნევს დაუმორჩილებლობას და განსაზღვრავს სასჯელის ზომას, მეორე კი უფრო შემწყნარებელია, როცა რომ უნდა მხარი დაუჭიროს პირველის გადაწყვეტილებას.

უნდა რეალურად შეაფასოთ მდგომარეობა და რეალურნი იყოთ თქვენს მოლოდინსა და შეფასებაში. უნდა ვითვალისწინებდეთ მათს ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. რატომ არ არის დალაგებული სახლი? უპასუხისმგებლობისგან თუ მას არ შეეძლო ამის გაკეთება? რატომ აქვს ცუდი განწყობილება? – უპატივცემულობისგან თუ ნიშანია ავადმყოფობის ან ძილის უკმარისობის? გულუბრყვილო და უპასუხისმგებლო ქცევა ყოველთვის არ ნიშნავს დაუმორჩილებლობას და არ იმსახურებს ცემას. ასეთ შემთხვევაში უფრო ეფექტურია მითითება.

შეათავსეთ სასჯელის ზომა ქცევას. არასწორმა რეაქციამ ბავშვები შეიძლება ჩააგდონ გაუგებარ მდგომარეობაში (კოლას. 3,21 "მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ."). ზოგი დარღვევა საჭიროებს მითითებას, სხვა – ცემას ან პრივილეგიათა მოკლებას.

ნუ დასჯით მრისხანებით (იაკ. 1,20 "რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს."). დასჯით ჩვენ ვავლენთ ღმერთისგან მოცემულ უფლებას. ჩვენ ვიყენებთ დისციპლინარულ ზემოქმედებას დაუმორჩილებლობისთვის და გამოსასწორებლად. თუ სასჯელი იყო დამსახურებული, ბავშვს რჩება გრძნობა, რომ სამართლიანობა დამყარდა. მრისხანება დააბნელებს ჩვენს გონებას და არ მოგვცემს ყურადღებით განხილვის შესაძლებლობას. მშობლები უნდა დაწყნარდნენ ვიდრე შეუდგებოდნენ დასჯას.

ნუ გადასდებთ სასჯელს შემდეგისთვის (ეკლ. 8,11 "რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას."). იმის შემდეგ, როცა ბავშვს აეხსნება რა არის კარგი და რა არის ცუდი, სასჯელი უნდა დაედოს დაუმორჩილებლობისთანავე დაუყოვნებლივ. ბევრი მშობელი უშვებს შეცდომას, როცა იფარგლება მხოლოდ გაფრთხილებითა და მუქარით. ამის შედეგად ბავშვს უვითარდება გაღიზიანება და სურვილი გამოგვცადოს ჩვენ. ასე რომ პირველივე დაუმორჩილებლობას უნდა მოჰყვეს სასჯელი. (ჯოხის შესახებ იგავ. 13,24)

სასჯელი უნდა იყოს საგრძნობი (იგავ. 19,18), არ უნდა იყოს ფიზიკურად შეურაცხმყოფელი, მაგრამ ეფექტურობისათვის უნდა გადადიოდეს ტკივილში. ტკივილი ჩქარა გაივლის, ხოლო მიღებული გაკვეთილი დარჩება. როცა ბავშვს სცემენ, დაე იტიროს. ამ დროს ხდება ემოციური შემსუბუქება. წინააღმდეგობა იქნება დაძლეული და შერიგება მასთან მიიყვანს მორჩილებასთან. მოერიდეთ იმას, რომ თანაგრძნობამ არ დაგრთოთ ნება აღასრულოთ დასჯა.

დაიწყეთ ადრეული ასაკიდან დასჯა. ადრევე იწყებენ ბავშვები თავიანთ ნებაზე სიარულს, რისთვისაც უნდა გამოავლინოთ თქვენი უკმაყოფილება. მაგალითად, თუ საჭმლის ნაწილებს თქვენი გაფრთხილების მიუხედავად ისევ ყრის იატაკზე, ნუ შეგეშინდებათ მისთვის ხელში ჩარტყმა. მთავარია ასწავლოთ მას მორჩილება.

ვინ უნდა დასაჯოს – დედამ თუ მამამ? – ორივემ (ეფეს. 6,2). მამამ, როგორც ოჯახის თავმა – პირველ რიგში. მისი არყოფნისას პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე დედა.

იყავით თანმიმდევრული. როგორ და რისთვისაც სჯით დღეს, უნდა სჯიდეთ მას ამისთვის ხვალაც (ებრ. 12,11). ცხოვრების სტილი და ქცევის სახე ფორმირდება მრავალი წლის სწავლების შედეგად.

სასჯელის შემდეგ ბავშვმა უნდა ილოცოს და სთხოვოს ღმერთს პატიება იმ წყენისთვის, რაც მას მიაყენა, ხოლო მშობელმა უნდა ილოცოს ბავშვისთვის, მადლიერებით ღმერთის წინაშე მისი პატიებისა და წყალობისთვის.

გამოავლინეთ სიყვარული და ნაზად ეამბორეთ ბავშვს. იგი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ თქვენ აფასებთ და სთვლით კარგ ბავშვად.

ღმერთთან შერიგების შემდეგ ბავშვი უნდა მივიდეს და შეურიგდეს პატიების თხოვნით იმას, ვისაც აწყენინა.

ბავშვებს საკუთარ თავზე წარმოდგენა ექმნებათ ჩვენი აზრიდან გამომდინარე. უნდა ვიყოთ ყურადღებიანი იმის მიმართ, რომ ვუჩვენოთ მათ თავიანთი არა მარტო ნეგატიური მხარე, არამედ შევამჩნიოთ მათი ღირსებებიც, რათა იცოდნენ თავიანთი ღირსებები და მნიშვნელობა. წავახალისოთ. პატივი ვცეთ მათ აზრებს. ნუ მივცემთ შენიშვნებს და ნუ დავსჯით სხვა ბავშვების, სტუმრებისა და მეგობრების თანდასწრებოთ.

გამოვავლინოთ მათდამი სიყვარული, დროულად მოვეფეროთ, ვაკოცოთ. დავუთმოთ მათ დრო, ვეთამაშოთ, ვეხუმროთ. თუ დაგვიჭერენ რაიმე შეცდომაზე, უნდა ვიყოთ მზად გავიცინოთ საკუთარ თავზე.

ბავშვებს ხშირად უჩნდებათ აზრი, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ის სამყარო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ვისწავლოთ მათი მოსმენა და უკეთ გავუგებთ მათ. დავანახვოთ რომ გვაინტერესებს მათი ცხოვრება და ამასთან ვართ კარგი მეგობრები.

__ ტ. ედვარდსი __

***

ლიბერალური თეოლოგია ეწინააღმდეგება დასჯას ფიზიკურად და კომენტარებში ამტკიცებს, რომ ასე არ უნდა გავიგოთ, რომ ვითომ წკეპლა და შოლტი წვრთნის მეტაფორებია. ასეთი მიდგომა ბიბლიის კონტექსტს ეწინააღმდეგება.