3.16.12. Молитва для зачатия

Быт.20,17; 1цар.1,9-11.20.26.27 Лук.1,13

.

Помолился Абраам Богу, и исцелил Бог Авимелеха, и жену его, и рабынь его, и они стали рождать /быт.20,17/

3.16.12. ლოცვა შვილიერებისთვის

დაბ.20,17; 25,21; 1მფ.1,9-11.20.26.27 ლუკ.1,13

ბიბლიის მუხლები

დაბადება 20

17. ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი. მისი ცოლი და მისი მხევლები, და ეყოლათ შვილები.

დაბადება 25

21. ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.

1მეფეთა 1

9. ადგა ერთხელ ხანა სმა-ჭამის შემდეგ სილოამში. ელი მღვდელი კი საკარცხულზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.

10. სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა.

11. აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.

20. ერთი წლის შემდეგ დაორსულდა ხანა, შვა ვაჟი და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან: უფალს გამოვთხოვეო იგი.

26. თქვა ქალმა: იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი, შენს ახლოს, და უფალს ვევედბებოდი.

27. ამ ყმაწვილის გამო ვევედრებოდი და, აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რასაც ვთხოვდი.

ლუკა 1

13. უთხრა ანგელოზმა: "ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ.

__თემაზე წერდნენ__

,***

და ვითარცა აღასრულა მწუხრისა ლოცვა, რათა მიიძინოს, რამეთუ თვინიერ ლოცვისა არაოდეს ისერის, არცა მიიძინის, ამას ლოცვასა შინა გამოუჩნდა ანგელოზი ნათლისა ბრწყინვალე, რომლისა ხილვასა შეშინდა მეფე, ხოლო მან რქვა:

- ნუ გეშინინ, ჰოი მეფე, რამეთუ შეისმეს ვედრებანი შენნი წინაშე ღმრთისა და მოგეცეს ძე.

__ ლეონტი მროველი __