1.6.21. Управление чувств с мудростью

Пр.19,11; 22,24.25; 25,28 Матф.24,12; 1Кор.15,33 Еф.4,26; 1Тим.4,12; 2Тим.1,7 Евр.5,14

**

Отрекись от всех твоих знаний и Бог поднимется в тебе и явит миру тебя настоящего(ую) и Дух Святой будет брать твои старые знания,шлифовать их и подавать тебе на блюдечке всегда вовремя.Все чем ты жил(а) до сегодня не пропадет,но умрет,чтобы воскреснуть в новом свете.

1.6.21. გრძნობების მართვის გონივრულობისთვის

- რისხვა დასაშვებია, თუმცა ვიყოთ რისხვისას ნელი, დავიოკოთ თავი იგავ.19,11; 25,28 ეფ.4,26

 

- ნუ დაიჭერ საქმეს მათთან, რომელთა წამხედურობაც შენს ზნეს რამეს შეუცვლის იგავ.22,24.25; 1კორ.15,33

 

- ნუ შენელდება შენში სიყვარული - სულის საბოძვარი მათ.24,12; 1ტიმ.4,12; 2ტიმ.1,7

 

- გრძნობები იწვრთნება ჩვევით ებრ.5,14

 

ბიბლიის მუხლები

 

იგავნი 19

11. განსჯის უნარი რისხვაში ნელს ხდის ადამიანს; მისი ღირსება დანაშაულის დავიწყებაა.

 

იგავნი 22

24. ნუ დაუმეგობრდები ბრაზიანს და ფიცხ კაცს ნუ დაემგზავრები,

25. რომ არ ისწავლო მისი გზები და მახეში არ გააბა საკუთარი თავი.

 

იგავნი 25

28. უგალავნო, დანგრეული ქალაქივითაა კაცი, რომელიც თავის თავს ვერ იოკებს.

 

მათე 24

12. და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.

 

1კორინთელთა 15

33. ნუ მოტყუვდებით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვეულებებს.

 

ეფესელთა 4

26. განრისხდით, და ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.

 

1ტიმოთე 4

12. აბუჩად არავინ აგიგდოს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ ნიმუში იყავი მორწმუნეთათვის - სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.

 

2ტიმოთე 1

7. რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.

 

ებრაელთა 5

14. უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.

 

__თემაზე წერდნენ__

***

კაცს, რომელსაც ჩვევად აქვს გრძნობების მიხედვით იმსჯელოს ყველაფერზე, არაფერი გაეგება ლოგიკური მსჯელობისა, ვინაიდან ცდილობს ერთის შეხედვით ჩასწვდეს საკვლევი საგნის არსს და არას დაგიდევთ ფუძემდებლურ საწყისთა კვლევას და პირიქით, კაცს, რომელსაც ჩვევად აქვს საწყისთა მიხედვით იმსჯელოს ყველაფერზე, არაფერი გაეგება გრძნობადი საგნებისა, ვინაიდან მხოლოდ საწყისთა კვლევაში დანთქმულს არ შეუძლია ერთბაშად ერთის შეხედვით აღიქვას საგანი.

__ პასკალი __

 

***

გრძნობას ისევე რყვნიან, როგორც გონებას.

გონებასაც და გრძნობასაც ჩვენ საუბარში სრულვყოფთ, ანდა, პირიქით, ვრყვნით: კარგი საუბარი სრულგვყოფს, ცუდი კი გვრყვნის. მაშასადამე, ფრთხილად უნდა ამოვირჩიოთ თანამოსაუბრე, თუკი სრულყოფას ვესწრაფვით და არა გარყვნას. მაგრამ ეს შეუძლებელია, თუკი გონება ან გრძნობა უკვე სრულქმნილი არ არის, ანდა გარყვნილი. ასე იკვრება ბიწიერი წრე, და ბედნიერია ის, ვინც ამ წრიდან თავის დაღწევას შეძლებს.

__ პასკალი __

 

***

გულს თავისი კანონები აქვს, რომლებიც სრულიად უცხოა გონებისათვის... უარყავით გული და გსურთ მისდიოთ მხოლოდ გონებას?.. რაო, იქნებ გონებით გიყვართ თქვენივე თავი?.. გულს თავისი წესრიგი აქვს, გონებას - თავისი; გონება საწყისებს და დასაბუთებას ემყარება, გული - სხვა რამეს. ვინ ამტკიცებს ან ასაბუთებს, სიყვარულის ყველა მიზეზის მწყობრი წესრიგით დალაგებისა და თანმიმდევრული ჩამოთვლის გზით, რომ მავანი უნდა გვიყვარდეს? რა იქნებოდა უფრო სასაცილო? მაცხოვრისა და წმ. პავლეს მადლი გულმოწყალებისმიერია და არა გონებისმიერი, რადგან მათ ჩვენი განსწავლა კი არ სურდათ, არამედ გათბობა ჩვენი გულების... მათი წესრიგი სხვა არა არის რა, თუ არა ყოველწამიერი გადახრა... გადახვევა გონებისმიერი წესრიგიდან; გადახვევა, რომელიც... უფრო ცხადად წარმოგვიდგენს ჩვენი არსებობის საბოლოო მიზანს.

__ პასკალი __

 

***

ბრძენკაცთა აუმღვრევლობა სხვა არა არის რა, თუ არა გულის სიღრმეში გრძნობების მიჩქმალვის უნარი.

__ ლაროშფუკო __

 

***

სადაც გონება თავს ახლის ბნელ კარებს და ვერ გაუღია, იქ ჩუმი ალღო ზედგამოჭრილი გასაღებივით შეძვრება და უმალვე გააღებს ხოლმე.

__ მიხეილ ჯავახიშვილი __

 

***

გრძნობები არ უნდა იყოს მეტად ადვილად სამართავი. ფლობერი უნდა იყოთ, რომ ციებ-ცხელების აღწერისას სიცხემ აგიწიოთ. უნდა იყოთ გორკი, რომ გმირი ქალის დანით დაჭრის მომენტში შეჰყვიროთ და წარმოსახული ჭრილობის ადგილზე წითელი ლაქა ამოგებურცოთ. ძალიან არაგონივრული იქნებოდა, რომ შეგვძლებოდა ტვინის ღილაკებზე დაჭერით, რობოტის მსგავსად, საკუთარი თავის ამა თუ იმ მდგომარეობაში ჩაყენება: დააჭერ აღფრთოვანებას და ენთუზიაზმს იგრძნობ: დააჭერ - გრძნობა მოგერევა და ატირდები; კიდევ დააჭერ - გაგეცინება... არ იქნებოდა საჭირო არც მუსიკა, არც პოეზია, არც თეატრი.

კარგია, რომ განწყობა არ ემორჩილება წინასწარ მომზადებულ პროგრამას. და როცა ლაპარაკობენ მხიარულების აუცილებლობაზე, კაცს მოწყენა ეუფლება. . ადამიანის სიღრმე ათასწლეულების მანძილზე დასცინის ჩლუნგ სწორხაზოვნებას.

__ ვლადიმერ ლევი __

 

რატომაა საშიში „დაგუბებული“ ემოციები?

- ემოციების დათრგუნვას ადამინი მიყავს დეპრესიამდე და ჩვევამდე იგნორირება გაუკეთოს პრობლემებს. საკუთარ თავში ჩაკეტილი, მორიდებული ბავშვი თავს უცხოდ გრძნობს კარგად ნაცნობ კოლექტივშიც კი, სადაც მისდამი კარგად არიან განწყობილნი. თავის თავისავე მოტყუებით შეუმჩნევლობის სურვილი, ემოციებისა და გრძნობების გაუთვითცნობიერებლობა არღვევს კონტაქტს საკუთარ „მე“ სთან. რთულდება მეგობრების, პროფესიის, ცხოვრების თანამგზავრის არჩევა.

__ ქეთევან ლომიძე __

 

***

ადრეც ხდებოდა, მაგრამ ჩვენს დროში განსაკუთრებულად მიმართავენ გრძნობების გამოჩენის შეზღუდვას იმის ფიქრით თუ რას იტყვიან გარეშენი. სწავლობენ ემოციების მიჩუმათებას ან ასწავლიან. ან უკვე ისე არიან ჩამოყალიბებულნი, რომ ნამდვილი გრძნობები რა არის, არც უწყიან, ან იციან და თამაშობენ სიყალბეებით. ამის გამო იკარგება ვნებათა სიხალისე და ბუნებრიობა. ტირილი ტირილს არ ჰგავს და სიცილი - სიცილს. აღარ ჩანს გულწრფელობა თანაგრძნობაში, მისალმებასა და მისურვებაში. "გეთაყვა", "გენაცვალე" და "შენი ჭირი მე" გულიდანაა გადაყრილი თანდათან და როდის-როდის. სადღაა "მახლას", "მოყვასო" და "ძმისგულო". "თანამეინახე" ინახად ზის პირფერი ღიმილით ვინმე "გამაძღეს"-თან, პურის გამზიარებელთან, რომელსაც სანაცვლოს მოლოდინი აქვს აქეთკენ, მისგან... და ამ ჩუმ შეხლაში არავინ უწყის, ვინ პირველი ჩასცემს დანას ზურგში მეორეს, ვინ ვის უმუხთლებს და ენით დაჭრის საუკუნოდ... რადგან დრო იქნებ აღარც დარჩათ...

ცხად ქმნილია ბოლო ჟამის ნიშანი - უსიყვარულობა.

__ მირზა ბადიაური __