2.11.40 Откровения полученные во сне

2.11.40 სიზმარში მიღებულ გამოცხადებათა შესახებ

დაბ.20,3; 28,12.13; 31,24; 37,9.10; 41,1 იობ.4,12-17; 33,15-17 ფს.104,14.15 მათ.1,20; 2,12.13; 27,19

ბიბლიის მუხლები

დაბადება 20

3. მაგრამ ღმერთი მოევლინა სიზმარში აბიმელექს და უთხრა: "აჰა, მოკვდები იმ ქალის გამო, რომელიც მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი!”

დაბადება 28

12. და ესიზმრა: კიბე იდგა მიწაზე და მისი თხემი ზეცას სწვდებოდა; ზედ კი უფლის ანგელოზები ადიოდნენ და ჩადიოდნენ.

13. აჰა, უფალი იდგა მასზე და უთხრა: "მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაჰამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. მიწას, რომელზეც წევხარ, შენ და შენს თესლს მოგცემთ.

დაბადება 31

24. ღამით სიზმარში ღმერთი გამოეცხადა არამელ ლაბანს და უთხრა: "ფრთხილად იყავი, ნურც კარგს ეტყვი იაკობს და ნურც ავს”.

დაბადება 37

9. კიდევ დაესიზმრა სიზმარი და უამბო ძმებს; თქვა: "კიდევ დამესიზმრა სიზმარი, მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდა თაყვანს”.

10. უამბო ეს მამას და ძმებს; გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: "რა არის ეს სიზმარი, რომელიც დაგესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე, დედაშენი და შენი ძმები და თაყვანს გცემთ მიწამდე?”

დაბადება 41

1. ორი წლის თავზე სიზმარი ნახა ფარაონმა: თითქოს ნილოსის პირას იდგა;

იობი 4

12. საიდუმლოდ მომეცა სიტყვა და ყურში ჩურჩული ჩამესმა.

13. ღამის ხილვებით ჩაფიქრებულს, როცა ძილქუში ეცემათ ადამიანებს.

14. შიშმა შემიპყრო, ძრწოლა დამეცა და ყველა ძვალი ამიცახცახდა.

15. სულმა ჩამიქროლა ჩემი სახის წინ და ყალყზე დამიდგა თმები ტანზე.

16. შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე სახე, ხატება - ჩემ თვალწინ; იყო დუმილი და მერე ხმა გავიგონე:

17. ღმერთზე მართალია მოკვდავი? უმწიკვლოა თავისი შემოქმედის წინაშე?

იობი 33

15. სიზმარში, ღამის ხილვაში, როცა სარეცელზე თვლემს კაცი და ძილქუში ეცემა.

16. მაშინ უხსნის ადამიანებს ყურებს და თავის შეგონებებს ბეჭდავს მათში,

17. რომ ბოროტი საქმისგან მოაბრუნოს იგი და ამპარტავნებისგან იხსნას კაცი,

ფსალმუნი 104

14. არავის ანებებდა მათ დაჩაგვრას და მათ გამო აფრთხილებდა მეფეებს:

15. "არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ”.

მათე 1

20. ამას ფიქრობდა და აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: "იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.

მათე 2

12. და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.

13. მათი წასვლის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა დედამისთან ერთად და ეგვიპტეში გაიქეცი; იქ იყავი, სანამ მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი”.

მათე 27

19. სამსჯავროს ტახტზე რომ იჯდა, ცოლმა შეუთვალა: "არაფერი დაუშავო მაგ მართალს, ვინაიდან ბევრი ვიტანჯე დღეს სიზმრად მაგის გამო”.