3.49.43 Грех до совершения привлекает, после - разочарует

3.49.43 ცოდვა ჩადენამდე გვიზიდავს, შემდეგ - იმედს გვიცრუებს

დაბ.3,8; 2მფ.13,15 ეზეკ.23,17

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3

8. მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.

2მეფეთა 13

15. და შესძულდა ყამნონს ქალი უზომო სიძულვილით, ისე რომ სიძულვილი, რომლითაც შესძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც უყვარდა. უთხრა ყამნონმა: "ადე, მოშორდი აქედან”.

ეზეკიელი 23

17. მოვიდნენ მასთან ბაბილონელები სასიყვარულო სარეცელისთვის და შებილწეს იგი თავიანთი გარყვნილებით. მათთან ერთად შეიბილწა და გული აიყარა მათზე.

__თემაზე წერდნენ__

***

ცოდვის უამესი ცოტა ხანს არა არის რა, და ბოლოს სამსალა არის.

__ სულხან-საბა __

***

ცოდვა გარკვრული დროით ტკბილია, მაგრამ შემდეგ ხანგრძლივი სიმწარე მოსდევს.

__ წმ. დიმიტრი როსტოველი __

***

აღზევებული გონგადასულს დაედარება,

დადევნებული მსხვერპლზე ჟინით დაუფარავით,

ასე ყოფილა ვნების ხვედრი – ჯერ ნეტარება,

მერე კი ფუჭი ოცნებები სავსე ვარამით.

ხომ კარგად იცნობს კაცთა მოდგმა ვნების ბუნებას,

რაღატომ მისდევს ჯოჯოხეთში ციურ ცთუნებას.

__ შექსპირი __

***

მოკლე სიამეს გრძელი ჭმუნვა მოჰყვება მალე.

__ მილტონი __

***

გზააცდენილ ადამიან[ში] გრძნობა გონებას სჭარბობს.

__ თეოდორ დრაიზერი __

***

ჩვენ ვგრძნობთ, რაოდენ ამაოა ხელმისაწვდომი სიამოვნება, მაგრამ ვერ ვგრძნობთ, რა ფუჭია ხელმიუწვდომი; აი, ჩვენი უმტკიცობის მიზეზი.

__ ბლეზ პასკალი __

***

ადამის ძის შესაპყრობად დაუგია ეშმაკს მახე,

ვინცა ეშმაკს წაუღია, უხოკია ბოლოს სახე.

__ საიათნოვა __

***

ცდუნება ნიშნავს – აჰყვე გონების კარნახს, როდესაც სულს სძინავს.

__ ეკზიუპერი __

***

ბედნიერება არის სიამოვნება სინანულის გარეშე.

__ . . . . __

***

და თუნდაც სიამეს გგვრიდეს ქვენა საქმე, - უკურიდე შენ ამ სიამეს! და თუნდაც რომ იგემო უსაზღვრო განცხრომა . . . უმჯობესი გზა ისაა, სადაც ბიწით არ შეისვრები.

__ . . . . . __

***

დიდ არს შიში, ხოლო განცხრომა ამისგან ხანმოკლეა. მუდამ შიშნეული უნდა იყო, რომ თუ გაიგეს - დაისჯები მეფის ბრძანებით. პირდაპირ ჯოჯოხეთში მიყავხარ ამას და ამიტომ ო, კდემამოსილო სხვის ცოლს ნუ ინდომებ.

__ ............. __

***

ერთმა მეცნიერმა – ნატურალისტმა შეისწავლა შხამიანი გველები. მას მოუყვანეს დიდი უხსენებელი, რომელსაც ჩაუდი პირში მიკრისკოპის შუშა. გველმა მაშინვე უკბინა თავისი შხამიანი კბილით და დატოვა მასზე სველი წვეთები. მეცნიერმა დაიწყო მათი მიკროსკოპით დაკვირვება. მან ნახა არაჩვეულებრივი სურათი. სითხე თითქოს მოძრაობდა და გადადიოდა სხვადასხვა ფერში, ზოგჯერ იღებდა კრისტალის ფორმას, ფანჯარაზე რომ იჭირხლება ზამთარში. თუმცა ეს იყო შესანიშნავი და ლამაზი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მომაკვდინებელი შხამი ედო წინ.

ასევეა ცოდვაც: ხშირად იღებს ყველაზე ნათელ და კაშკაშა ფერებს, მაგრამ შეიცავს სიკვდილს.

__ იაკობ ლევენი __

***

მდინარის ფსკერზე თეთრი ქვა ეგდო, შორიდან იგი მოჩანდა ლოდად.

რომ ამოვიღეთ, გავვოცდით ერთობ – შეხედულება პატარის ჰქონდა.

პატარა იყო და მძიმე იყო და არა დიდი და არა მჩატე . . .

ვზივარ ნაპირზე და ჩემთვის ვფიქრობ, ამ ქვის ამბავი მახსენებს რამდენს.

ასე რად არი, დედაბუნებავ, რასაც კი ვწვდებით, გვიკარგავს იმედს

და ხელთა გვრჩება, როგორც ცდუნება, რაღაც პატარა და რაღაც მძიმე.

__ შოთა ნიშნიანიძე __

***

როდესაც ცოდვას ჩავდივართ, ყველანი ვგრძნობთ, - ამის უარყოფა შეუძლებელია. იშვიათად თუ ხდება, რომ იმ წუთს არ გამახსენდეს, რომ ის, რასაც მე ვაკეთებ თუ ვფიქრობ, ცოდვაა, მაგრამ მაშინ უკვე ცოდვის გზაზე მდგარი ძნელად ვიხევ უკან ან სულაც არ ვცდილობ განრიდებას. ცოდვა წუთის სიტკბოა, ხოლო სიტკბო ძნელი მოსაცილებელია, როცა გულით გინდა მოცემულ წუთს, რაღაცაა.

__ მ.ბ. __