4.19.30 Горшок и горшечник

4.19.30 ქოთანი და მექოთნე (მეთუნე)

ქოთანი:

- სპილენძის სამსხვერპლოსთვის გამ.38,3

- საკვებისთვის ლევ.7,9; 2ნეშ.35,13 მიქ.3,3

- მანნით სავსე ოქროს ქოთანი აღთქმის კიდობანში ებრ.9,4

.

მექოთნის ხელობა:

- თავიანთი ხელობა არ მიატოვეს და ტყვეობის ქვეყანაში დარჩნენ 1ნეშ.4,23

- ზელს თიხას ეს.41,25

- მზადდება საქოთნე ბორბალზე იერ.18,3

- ფორმირება ხელებით იერ.18,6 გოდ.4,2

- იუდას გამცემლობის წინასწარმეტყველებაში ზაქ.11,13 მათ.27,7 (რუსულში მექოთნე, ქართულში - მეთუნე)

.

სიმბოლურად:

- ღვთის გულმოწყალება 3მფ.17,16

- უეცარი სიკვდილი ფს.2,9

- ისრაელის უგუნურება ეს.29,16

- სრული განადგურება ეს.30,14 იერ.19,11; 48,12

- ღვთის ყოვლისშემძლეობა ეს.64,8 რომ.9,21

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 38

3. სამსხვერპლოს ყოველი ხელსაწყო: ქოთნები, აქანდაზები, სასხურებლები, ჩანგლები და საცეცხლურები სპილენძისგან გააკეთა.

ლევიანნი 7

9. ყოველი ძღვენი პურეულისა, რომელიც თონეშია გამომცხვარი და ყველაფერი, რაც ქოთანში ან ტაფაზეა დამზადებული, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს.

3მეფეთა 17

16. არც ფქვილი ილეოდა ქოთანში და არც ზეთი იკლებდა ქილაში, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ჰქონდა ნათქვამი ელიას მეშვეობით.

1ნეშტთა 4

23. ისინი იყვნენ მექოთნენი და მეფის ბაღ-ბოსტნებთან მცხოვრებნი, მისთვის მშრომელნი.

2ნეშტთა 35

13. წესის მიხედვით შეწვეს საპასექო ცეცხლზე, ქვაბებში, ქოთნებსა და ქვაბქოთნებში მოხარშეს წმინდა მსხვერპლები და აჩქარებით ჩამოურიგეს მთელ ხალხს.

ფსალმუნი 2

9. შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მექოთნის ჭურჭელივით დაამსხვრევ”.

ესაია 29

16. თქვენ გააუკუღმართეთ ყველაფერი! განა მექოთნე თიხის თანასწორად ჩაითვლება? ნუთუ ნივთი თავის გამკეთებელზე იტყვის, მას არ გავუკეთებივარო? ქმნილება თუ იტყვის თავის შემქმნელზე: მას რა გაეგებაო?

ესაია 30

14. ისე დალეწავს, როგორც მექოთნის ჭურჭელს ლეწავენ, ისე შეუბრალებლად, რომ ერთ ნატეხსაც ვერავინ იპოვის ნამსხვრევებში, რათა კერიდან ცეცხლი აიღოს ან ჭურჭლიდან წყალი ამოხაპოს.

ესაია 41

25. აღვძარი ერთი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან მოუწოდებს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს მთავარნი, როგორც ტალახი, და აზილოს ისინი, როგორც მექოთნე ზელს თიხას.

ესაია 64

8. ახლა კი, უფალო, მამა ხარ ჩვენი, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი მექოთნე; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ყველანი.

იერემია 18

3. ჩავედი მექოთნის სახლში და, აჰა, რაღაცას აკეთებდა იგი საქოთნე ბორბალზე,

6. "განა არ შემიძლია ამ მექოთნესავით მოგექცე, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი, აჰა, როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ისე ხარ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.

იერემია 19

11. უთხარი: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ასე დავამსხვრევ ამ ხალხსა და ქალაქს, როგორც მექოთნის ჭურჭელს ამსხვრევენ, რომლის გამრთელებაც აღარ შეიძლება. თოფეთში დაიმარხებიან დასამარხი ადგილების უკმარისობის გამო.

იერემია 48

12. ამიტომ, აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი, როცა გადამღებლებს გავუგზავნი! გადაიღებენ, ჭურჭლებს დაუცარიელებენ და ქოთნებს დაუმსხვრევენ.

გოდება 4

2. ძენი სიონისა, აუწონავი ბაჯაღლოსავით ძვირფასნი, როგორ დაემსგავსნენ მექოთნის ხელით ნაზელ თიხის დოქებს.

მიქა 3

3. ჩემი ხალხის ხორცს ჭამთ და ტყავს აძრობთ მათ; ძვლებს უმტვრევთ და ანაკუწებთ, როგორც ქოთანში და ხორცს, როგორც ქვაბში ჩასაყრელად.

ზაქარია 11

13. მითხრა უფალმა: მექოთნეს გადაუყარე ის მაღალი ფასი, რომლითაც შემაფასეს. მეც ავიღე ის ოცდაათი ვერცხლი და მექოთნეს გადავუყარე უფლის სახლში.

მათე 27 (რუს. სინოდ. გამოც.)

7. Сделав же совещание, купили на них землю горшечника, для погребения странников;

7. (საპატრ. გამოც.)

ბჭობა გამართეს და, უცხოთა სასაფლაოდ, იყიდეს იმით მეთუნის მიწა.

რომაელთა 9

21. ნუთუ მექოთნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ ერთი და იგივე თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?

ებრაელთა 9

4. მას ჰქონდა ოქროს სასაკმევლე, ასევე ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, რომელშიც იყო მანნით სავსე ოქროს ქოთანი, აჰარონის აყვავებული კვერთხი და აღთქმის ფიქალები.