3.49.15. Искушение и грехопадение

3.49.15. ცდუნება და ცოდვაში ჩავარდნა

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.3,1-7 მუხლებში ასახულია როგორც ისტორიული ცოდვაში ჩავარდნა ადამიანისა, ასევე ცდუნების "პროტოტიპიც". შეიცავს ამომწურავ "მასალას" ცდუნების, როგორც ფენომენის, შესასწავლად, რადგან ცოდვის ძირი საძიებელი არ არის არც გარემოებაში და არც მემკვიდრეობაში.

დაბადების პირველ ორ თავში ჩაწერილია ღმერთის ნათქვამი, აქ კი "ალაპარაკდა" გველი (ეშმაკი იხ. გმცხ.20,2). ღვთის სიტყვა სიცოცხლისა და ჰარმონიის წყაროა, გველის ცბიერი სიტყვა კი მიზეზი ქაოსისა და სიკვდილისა; ჭეშმარიტება სიცრუეზე უფროსია, ჯერ იყო ღმერთის სიტყვა, მერე - სატანური სიცრუე.

ებრაულ ტექსტში თვალშისაცემია სიტყვით თამაში - დაბ.2,25-ში სწერია ადამი და ევა იყვნენ "შიშველნი" (არუმიმ), ხოლო 3,1-ში გველი იყო "ცბიერი" (არუმ).

მათი სიშიშვლე მეტყველებდა იმაზე, რომ არ იცოდნენ ბოროტება, არ უხილავთ მათთვის დაგებული ხაფანგი და ამიტომ სატანამ გამოიყენა მათი სიწმიდე და გულუბრყვილობა.

ეშმაკობა "გამჭრიახობა" აქ არაა ბოროტება თავისთავად. ბიბლიის ერთერთი მიზანი არის კიდეც მორწმუნეები აქციოს ასეთებად. მაგ. იგავ.1,4 სადაც სიტყვა (არმა) "გამჭრიახობა" თარგმნილია როგორც "გონებამახვილობა" ["მისცეს უმანკოთა მეცნიერებაჲ", "ბრიყვთათვის გამჭრიახობის... მისანიჭებლად", "გულუბრყვილოთათვის საზრიანობის..."]

გველმა ეს თვისება გამოიყენა ბოროტი მიზნით. მცთუნებელი იყო სატანა, რომელიც გამოცხადდა გველის სახით; აქ გადაკვრითაა ნათქვამი, რომ ცდუნება არ მოდის ღიად, არამედ შენიღბულია; ის ჩნდება მოულოდნელად და შეიძლება მოვიდეს "მორჩილისგანაც" (ადამიანს ებრძანა ეუფლა "მიწაზე მხოხავებზეც" 1,28)

დაბ.3,1-7 როგორც ჩანს სახეზეა პოლემიკური ელემენტიც: წარმართები თაყვანს სცემდნენ გველს, რაც სივოცხლის სიმბოლო ეგონათ, სინამდვილეში კი სიკვფილის მიზეზი შეიქმნა. ღვთაებრივი ღირსებები, რომელიც გველმა აღუთქვა 3,5-ში, არ გვეძლევა წარმართული სიმბოლოების თაყვანისცემით. ეს სიკვდილის გზაა და არა სიცოცხლისა.

ევამ ან არ იცოდა კარგად ღვთის ნება ან არ შეეცადა კარგად დაემახსოვრებინა ის. წინააღმდეგ ამისა ქრისტემ გაიმარჯვა სატანაზე ღვთის სიტყვის ცოდნით მათ.4,4.7.10

ევამ არც ისე სწორად უთხრა გველს, რა პრივილეგიები ჰქონდა და უთხრა როგორც აკრძალვა (გადაჭარბება), ასევე ღმერთისგან დასჯის შესახებ, ისე რომ გადაასხვაფერა 2,16.17-ში ნათქვამი 3,3-ში.

როცა ეს მოისმინა, სატანამ "გაუქარწყლა" შიში 3,4. სატანა მატყუარაა იოან.8,44 და ეს იყო ადამიანისადმი ნათქვამი პირველი სიცრუე. შეცოდება შეგიძლიათ, ეს გაგივათო. მაცდურს შეაქვს ეჭვი ღმერთის ხასიათში და არწმუნებს, რომ შეუძლიათ ღმერთად ქცევა. ეს უთხრა სატანამ და მისი საქმე ამით მომთავრდა.

ქალი იქნა შეტოვებული თავისი ბუნებრივი სურვილებისა და სწრაფვებისადმი (ნახმად). შემდგომში მცნებებში ჩაიწერება "ნუ გენდომება" (ტახმოდ) გამ.20,17

ის, რაც ევამ დაინახა, პრაქტიკულად იყო "კარგი საჭმელად, სანახავად საამო", ეწეოდა ცოდნის მისაღებად. ის ხელს უბიძგებს ადამიანს გადავიდეს საზღვარს. ეჩვენება, რომ ბარიერი (სასჯელი) მოხსნილია.

შედეგებმა, რა თქმა უნდა, არ გაამართლეს მოლოდინი. ღვთაებრივ ყოვლისმცოდნეობას ვერ ეწივნენ. მათ მხოლოდ თვალები აეხილათ, რამაც უბედურება მოუტანათ. ერთმანეთი ვეღარ აიტანეს, ეწვიათ უნდობლობა და გაუცხოვება, უხერხულად იგრძნეს თავი ღმერთის წინაშე და დამალვას შეეცადნენ.

სატანის აღთქმული არასოდეს სრულდება. სიბრძნე არასოდეს მიიღწევა ღვთის სიტყვისადმი დაუმორჩილებლობით, პირიქით სიბრძნის დასაწყისია უფლისადმი შიში იგავ.1,7

__ ალან პ. როსი __