2.3.58 Кто не чтит Сына, тот не чтит и Отца

2.3.58 ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, არც მის მამას მიაგებს

ფს.2,12 მათ.11,27 ლუკ.12,8.9 იოან.5,[23]; 14,1; 15,23; 16,13-15; 17,1-3; 2პეტ.3,18; 1იოან.2,22-24;; 2იოან.1,9-11 რომ.1,7; 8,7-9; 1კორ,1,3; 16,22; 2კორ.5,19; 13,14 ეფ.1,12.13; 6,24; 1თეს.3,11-13; 2თეს.2,16 ტიტ.3,4-6 ებრ.1,6 გმცხ.5,12.13

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 2

12. ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

მათე 11

27. ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძე ინებებს, რომ განუცხადოს.

ლუკა 12

8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, ძე კაცისაც აღიარებს ღმერთის ანგელოზთა წინაშე.

9. ხოლო, ვინც ადამიანთა წინაშე უარმყოფს, თავადაც უარყოფილი იქნება ღმერთის ანგელოზთა წინაშე.

იოანე 5

23. რათა ყველამ მიაგოს პატივი ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მის მომავლინებელ მამას მიაგებს პატივს.

იოანე 14

1. "ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.

იოანე 15

23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.

იოანე 16

13. მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.

14. იგი მე განმადიდებს, ვინაიდან ჩემგან მიიღებს და თქვენ გამოგიცხადებთ.

15. ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.

იოანე 17

1. ამ ლაპარაკის შემდეგ, იესომ ცას მიაპყრო თვალები და თქვა: "მამაო, დადგა ჟამი განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ.

2. ვინაიდან ყველა ხორციელზე მას მიეცი ხელმწიფება, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.

3. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს.

2პეტრე 3

18. პირიქით, აღიზარდენით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და შემეცნებაში. მას ეკუთვნის დიდება ახლა და უკუნისამდე. ამინ!

1იოანე 2

22. ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ის არის ანტიქრისტე, უარმყოფელი მამისა და ძისა.

23. ყოველი, ვინც უარყოფს ძეს, არც მამა ჰყავს; ძის მაღიარებელს კი მამაც ჰყავს.

24. დარჩეს თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძესა და მამაში.

2იოანე 1

9. ყველას, ვინც შორდება და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, ღმერთი არა ჰყავს. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც.

10. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, სახლში ნუ მიიღებთ და ნურც მიესალმებით მას.

11. რადგან ვინც მას მიესალმება, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა.

რომაელთა 1

7. ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.

რომაელთა 8

7. იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.

8. ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს.

9. ხოლო თქვენ, ხორცში კი არ ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.

1კორინთელთა 1

3. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.

1კორინთელთა 16

22. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, შეჩვენებული იყოს. მარანათა!

2კორინთელთა 5

19. იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება, არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და მოგვცა შერიგების სიტყვა.

2კორინთელთა 13

14. უფალ იესო ქრისტეს მადლი, ღვთის სიყვარული და სულიწმიდის ზიარება ყველა თქვენგანს, ამინ!

ეფესელთა 1

12. რათა ვიყოთ მისი დიდების საქებრად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი.

13. მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით,

ეფესელთა 6

24. მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ!

1თესალონიკელთა 3

11. თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და ჩვენმა უფალმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენსკენ.

12. თქვენ კი უფალმა გაგიმრავლოთ და უხვად მოგცეთ სიყვარული ერთიმეორისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენ ვართ თქვენდამი,

13. რათა განმტკიცდეს თქვენი გულები უბიწოდ სიწმიდეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისას, მის ყველა წმიდანთან ერთად, ამინ!

2თესალონიკელთა 2

16. ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვცა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი მადლით,

ტიტე 3

4. ხოლო, როცა გამოჩნდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სიკეთე და კაცთმოყვარეობა,

5. მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,

6. რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ;

ებრაელთა 1

6. ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: "დაე, თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა”.

გამოცხადება 5

12. დიდი ხმით ამბობდნენ: "ღირსია დაკლული კრავი ძალისა და სიმდიდრის, სიბრძნისა და სიმტკიცის, დიდების, პატივისა და კურთხევის მიღებისა”.

13. და გავიგონე, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და დედამიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, ამბობდა: "ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და ხელმწიფება უკუნითი უკუნისამდე”.