3.40.37. Следуем с Иисусом Христом

Быт. 17,1; 3цар.18,21.26.36-39 Ис.55,1-3 Матф.4,19: 6,21; 10,38; 11,[28]; 16,[24]; 19,17-[21] Мар.1,[17].38; 2,14; 8,34; 10,21 Лук.1,78.79; 5,27.28; 9,23; 12,33.34; 14,27.33; 16,9; 18,22 Ин.1,36.37; 5,25; 8,[12]; 10,3.4.8.14.[27]; 12,26; 21,22 Деян.2,44-46; 4,32-35; 14,22; 1Пет.4,1 Рим.12,1; Кол.1,24 1Фес.3,3; 1Тим.6,17-19; 2Тим.3,12 Евр.3,7.8; 4,1; 10,34; 11,24-26 Отк.3,20; 21,24; 22,17

.

***

Бог для верующих

людей сделал три вещи:

- дал им Духа Святого; -

дал им Свое Слово-

Библию; -дал им других

верующих людей-

церковь. Верующие

люди ценны для других

верующих

людей ,потому что они

похожи и они созидают

друг друга . В этом мире

часто призвание

связывают с какой-то

работой .Призвание

быть

учителем ,доктором,и

т.д. В христианстве

призвание базируется

не на том ,что я сделал

для Бога ,а на том, что

Иисус сделал для меня.

В Библии есть два этапа

призвания : -1.Приидите

ко Мне (Матф.11:28)

.Приидите к Иисусу.

2.Следуй за Мною

(Матф.16:24,Марка

1:38,Луки 8:22).Пойдем

вместе с Иисусом. Часто

многие христиане

думают только о

том ,чтобы сделать для

Бога, вместо того чтобы

продолжать следовать

за Ним ,идти с Ним

дальше. Очень многие

христиане цытируют

Матф .19:17-21 чтобы

быть спасенным нужно

раздавать нищим ,

помогать бедным и

т .д.Но Иисус сказал :'...

если хочешь быть

совершенным ,пойди

продай имение твое и

раздай нищим

;'( Матф.20:21). На кресте

за наше спасение Иисус

заплатил Своей

кровью ,нужно ли нам

еще что-то платить?

3.40.37. მივყვებოდეთ იესო ქრისტეს

პირველი ნაბიჯი

- უფალმა მოგვიხმო მაშვრალნი და ტვირთმძიმენი მის სიმშვიდეში ეს. 55,1-3; მათ. 11,.[28]; ებრ. 4,1; გმცხ. 22,17

მეორე ნაბიჯი

- იმისათვის, რომ მივყვებოდეთ იესო ქრისტეს საჭიროა განვუდგეთ საკუთარ თავს, ავიღოთ ჩვენი ჯვარი და გავყვეთ მათ.10,38; 16,[24]; მარკ. 8,34; ლუკ. 9,23; 14,27;იოან. 1,36.37; 21,22; საქ. 14,22; 1პეტ. 4,1;რომ. 12,1; კოლ. 1,24; 1თეს. 3,3; 2ტიმ. 3,12; ებრ. 11,24-26

- ქრისტეს გაყოლილი კაცთა მებადურად იქცევა მათ. 4,19; მარ. 1,[17].38

- თუ გვინდა მივყვებოდეთ ქრისტეს დავიცვათ მცნებანი და თუ გვინდა სრულქმნილნი ვიყოთ, დავაგროვოთ საუნჯე ცაში დაბ. 17,1; მათ. 6,21; 19,17-[21]; მარკ. 2,14; 10,21; ლუკ. 5,27.28; 12,33.34; 14,33; 16,9; 18,22; საქ. 2,44-46; 4,32-35; 1ტიმ. 6,17-19; ებრ. 10,34

- მის ცხვრებს მისი ხმა გვესმის და მივყვებით 3მეფ. 18,21.26.36-39; ინ. 5,25; 10,3.4.8.14.[27]; 12,26; ებრ. 3,7.8; გმცხ. 3,20

- ვინც მივყვებით ნათელში დავდივართ ლუკ. 1,78.79; ინ. 8,[12]; გმცხ.21,24

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 17

1. ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი.

3მეფეთა 18

21. მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით. სიტყვა არ დაუძრავს ხალხს.

26. გამოიყვანეს კურატი, რომელიც მისცა მათ, და გაამზადეს. დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს და უხმობდნენ: ხმა გაგვეც, ბაალ! მაგრამ არც ხმა იყო და არც პასუხი. ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ, რომელიც გამართეს.

36. მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი.

37. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.

38. ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა.

39. დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი!

მათე 4

19. და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.

მათე 6

21. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.

მათე 10

38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.

მათე 11

28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.

მათე 16

24. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე.

მათე 19

17. ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი.

18. უთხრა მას: რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო;

19. პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.

20. უთხრა მას ჭაბუკმა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია კიდევ?

21. იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

მარკოზი 1

17. და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ. 

38. და უთხრა მათ: წავიდეთ მახლობელ სოფლებსა და ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისათვის მოვსულვარ.

მარკოზი 2

14. გზად მიმავაღმა დაინახა ლევი ალფესი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა მას, გამომყევიო: ისიც ადგა და გაჰყვა.

მარკოზი 8

34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.

მარკოზი 10

21. იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

ლუკა 1

78. ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით.

79. რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი და მშვიდობის გზით წარემართა ჩვენი ნაბიჯი.

ლუკა 5

27. ამის შემდეგ გამოვიდა იესო და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა, გამომყევიო.

28. მანაც მიატოვა ყველაფერი, წამოდგა და გაჰყვა მას.

ლუკა 9

23. და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.

ლუკა 12

33. გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას.

34. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.

ლუკა 14

27. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.

33. ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.

ლუკა 16

9. ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში. 

ლუკა 18

22. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

იოანე 1

36. დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა.

37. ამის გაგონებაზე ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა.

იოანე 5

25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.

იოანე 8

12. ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი.

იოანე 10

3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.

4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას.

8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა.

14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.

27. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.

იოანე 12

26. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა

იოანე 21

22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ.

საქმე 2

44. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

45. მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა.

46. დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს,

საქმე 4

32. ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

33. მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე.

34. არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ,

35. მოციქულების ფერხთით დებდნენ მას, და ეძლეოდა თვითეულს, ვისაც რა სჭირდებოდა.

საქმე 14

22. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.

1პეტრე 4

1. ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს.

რომაელთა 12

1. ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება. 

კოლასელთა 1

24. ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.

1თესალონიკელთა 3

3.რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, როგორც თვითონვე იცით, სწორედ ამისთვის ვდგავართ.

1ტიმოთე 6

17. მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;

18. რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,

19. და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს.

2ტიმოთე 3

12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.

ებრაელთა 3

7. ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,

8. ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,

ებრაელთა 1

1. მაშ, გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესვლისა, რომელიმე თქვენგანი გარეთ არ დარჩეს.

ებრაელთა 10

34. ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში.

ებრაელთა 11

24. რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო,

25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას.

26. ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს.

გამოცხადება 3

20. აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან.

გამოცხადება 21

24. ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში.

გამოცხადება 22

17. სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი.