4.5.22 Друг друга

Первая церковь жила как живой единый организм. Тело Христа прекрасно функционировало и возрастало в зрелость и совершенство.

Сегодня мы далеко отошли от подобных отношений.

■ посвящать себя друг другу (Рим. 12:10)

■ чтить друг друга (Рим. 12:10)

■ жить в гармонии друг с другом (Рим. 12:16; 1 Пет. 3:8)

■ любить друг друга (Рим. 13:8; 1 Фес. 4:9; 1 Пет. 1:22; 1 Ин. 3:11)

■ назидать друг друга (Рим. 14:19; 1 Фес. 5:11)

■ принимать друг друга (Рим. 15:7)

■ наставлять друг друга (Рим. 15:14)

■ приветствовать друг друга (Рим. 16:16)

■ иметь согласие друг с другом (1 Кор. 1:10)

■ дисциплинировать отпавших членов (1 Кор. 5:3-5; 6:1-6)

■ организовывать дела церкви (1 Кор. 11:33-34; 14:39-40; 16:2-3)

■ заботиться друг о друге (1 Кор. 12:25)

■ пророчествовать по очереди (1 Кор. 14:31)

■ преуспевать в деле Господнем (1 Кор. 15:58)

■ служить друг другу (Гал. 5:13)

■ нести бремена друг друга (Гал. 6:2)

■ снисходить друг ко другу (Еф. 4:2)

■ быть милостивыми и сострадательными друг ко другу (Еф. 4:32)

■ назидать друг друга псалмами, гимнами, духовными песнопениями (Еф. 5:19)

■ подчиняться лруг другу (Еф. 5:21)

■ прощать друг друга (Кол. 3:13)

■ учить друг друга (Кол. 3:16)

■ вразумлять друг друга (Кол. 3:16)

■ ободрять друг друга (1 Фес. 5:11)

■ вразумлять непослушных (1 Фес. 5:14)

■ утешать колеблющихся (1 Фес. 5:14)

■ поддерживать слабых (1 Фес. 5:14)

■ назидать друг друга (Евр. 3:13; 10:25)

■ поощрять друг друга к любви и добрым делам (Евр. 10:24)

■ молиться друг о друге (Иак. 5:16)

■ исповедоваться друг другу во грехах (Иак. 5:16)

■ проявлять гостеприимство друг ко другу (1 Пет. 4:9)

■ быть смиренными друг перед другом (1 Пет. 5:5)

■ быть в общении друг с другом (1 Ин. 1:7)

4.5.22 ეკლესიურების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება

პირველი ეკლესია ბიბლიის მიხედვით იყო ერთიანი ცოცხალი ორგანიზმი. ქრისტეს სხეული მშვენივრად ფუნქციონირებდა და იზრდებოდა, ესწრაფვოდა სიმწიფესა და სრულყოფილებას.

დღეს ჩვენ დაშორებულნი ვართ ამგვარ ურთიერთობებს:

.

■ ვილოცოთ ერთმანეთისთვის იაკ.5:16

■ ვაღიაროთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე იაკ.5:16

■ გვიყვარდეს ერთიმეორე 1პეტ.1,22; 1იოან.3,11 რომ.13:8; 1თეს.4:9

■ გვქონდეს ჰარმონია 1პეტ.3,8 რომ.12:16

■ ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი 1პეტ.4:9

■ დავემორჩილოთ ერთმანეთს 1პეტ.5:5

■ ვიყოთ მოზიარეობაში ერთმანეთთან 1იოან.1:7

■ მივუძღვნათ თავი ერთმანეთს რომ.12:10

■ ვიყოთ ურთიერთპატივისმცემელნი რომ.12:10

■ ავაშენოთ ერთიმეორე რომ.14:19; 1თეს.5:11

■ მივიღოთ ერთმანეთი რომ.15:7

■ დავარიგოთ რომ.15:14

■ მოვიკითხოთ რომ.16:16

■ ვიყოთ ურთიერთშეთანხმებულნი 1კორ.1:10

■ მოხდეს გადაცდომილთა დისციპლინირება 1კორ.5:3-5; 6:1-6

■ გაეწიოს ეკლესიის საქმეებს ორგანიზება 1კორ.11:33-34; 14:39-40; 16:2-3

■ ვიზრუნოთ ერთმანეთზე 1კორ.12:25

■ ვწინასწარმეტყველებდეთ რიგრიგობით 1კორ.14:31

■ ვემსახუროთ ერთმანეთს გალ.5:13

■ ვზიდოთ ერთმანეთის ტვირთი გალ.6:2

■ შევიწყნაროთ ერთმანეთი ეფ.4:2

■ ვიყოთ თანამგრძნობნი და გამოსადეგნი ერთმანეთისთვის ეფ.4:32

■ ველაპარაკოთ ერთმანეთს ფსალმუნებით და სულიერი საგალობლებით ეფ.5:19

■ დავემორჩილოთ ერთმანეთს ეფ.5:21

■ მივუტევოთ კოლ.3:13

■ ვასწავლოთ კოლ.3:16

■ შევაგონოთ კოლ.3:16; 1თეს.5:11 ებრ.3,13

■ დავარიგოთ უწესონი 1თეს.5:14

■ ვანუგეშოთ სულმოკლენი 1თეს.5:14

■ მხარი დავუჭიროთ უძლურებს 1თეს.5:14

■ ყურადღებით მოვეკიდოთ, წავახალისოთ ერთმანეთი ებრ.10:24

■ გავამხნევოთ ებრ.10:25

.

P.S. წარმოგიდგენიათ, თუ ამ ღირებულებებს ეკლესიის კედლებს გარეთაც გამოვიყოლებდით, რაოდენ ამაღლებულ საზოგადოებაში ვიცხოვრებდით!

.

ბიბლიის მუხლები

იაკობი 5

16. აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას.

1პეტრე 1

22. და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები - უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.

1პეტრე 3

8. და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი,

1პეტრე 4

9. იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე.

1პეტრე 5

5. ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.

1იოანე 1

7. ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.

1იოანე 3

11. რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი,

რომაელთა 12

10. ერთმანეთისადმი ძმურ სიყვარულში გულანთებულებმა, პატივისცემაში დაასწარით ერთურთს.

16. ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში; ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ თავმდაბალთ მიჰყევით, დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ საკუთარ თავზე;

რომაელთა 13

8. არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს.

რომაელთა 14

19. მაშ, ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას.

რომაელთა 15

7. ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ, ღვთის სადიდებლად.

14. და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსენი ხართ სიკეთით და ყოველგვარი ცოდნით და ძალგიძთ ერთმანეთის დარიგება.

რომაელთა 16

16. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ქრისტეს ყველა ეკლესია.

1კორინთელთა 1

10. მაგრამ შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებული იყოთ ერთი გონებით და ერთი აზრით.

1კორინთელთა 5

3. თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. ამიტომ უკვე დავდე მსჯავრი ამ საქმის ჩამდენს, როგორც თქვენს შორის მყოფმა.

4. და როცა შეიკრიბებით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ჩემი სულის თანდასწრებით და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით,

5. სატანას გადაეცეს ასეთი კაცი ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის, იესოს დღეს.

1კორინთელთა 6

1. როგორ ბედავს ვინმე თქვენგანი, მეორესთან რომ აქვს დავა, უმართლოთაგან განიკითხოს და არა წმიდანთაგან?

2. ნუთუ არ იცით, რომ წმიდანები განიკითხავენ წუთისოფელს? ხოლო თუ თქვენგან განიკითხება წუთისოფელი, განა მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ?

3. ნუთუ არ იცით, რომ ანგელოზებს განვიკითხავთ, მით უმეტეს - ყოფით საქმეებს!

4. თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გაქვთ, თქვენს განმკითხველებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში.

5. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში ერთი ბრძენიც არ მოიპოვება, რომ თავის ძმებს შორის დავის განსჯა შეეძლოს?

6. მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე.

1კორინთელთა 11

33. ამიტომ, ჩემო ძმებო, როცა ერთად შეიკრიბებით საჭმელად, ერთიმეორეს დაელოდეთ.

34. და თუ ვინმეს შია, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრდასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაწესრიგებ.

1კორინთელთა 12

25. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე.

1კორინთელთა 14

31. ვინაიდან ყველას სათითაოდ შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს.

39. მაშ ასე, ჩემო ძმებო, წინასწარმეტყველებას ეშურეთ, მაგრამ ენებზე ლაპარაკს ნუ აკრძალავთ.

40. ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს.

1კორინთელთა 16

2. ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავისთან გადადოს და გადაინახოს თავისი შემოსავლიდან, რათა მანდ რომ მოვალ, მაშინ არ გროვდებოდეს.

3. ხოლო, როცა მოვალ, ვისაც თქვენ ცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი ძღვენის იერუსალიმში წასაღებად.

გალატელთა 5

13. ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.

გალატელთა 6

2. ზიდეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.

ეფესელთა 4

2. მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,

32. იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.

ეფესელთა 5

19. ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში.

21. დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით.

კოლასელთა 3

13. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.

16. უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.

1თესალონიკელთა 4

9. ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, ვინაიდან ღვთის მიერ ხართ განსწავლულნი ერთიმეორის სიყვარულში.

1თესალონიკელთა 5

11. ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს, და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც.

14. და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.

ებრაელთა 3

13. არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის "დღესო”, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით.

ებრაელთა 10

24. ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის;

25. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, ზოგიერთებს რომ სჩვევიათ, არამედ ვამხნევებდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას.