2.1.26 Число "сорок" в Библии

***

сорок дней и сорок ночей;

Точно такой же срок был впоследствии назначен для покаянной проповеди пророка Ионы жителям Ниневии (Ион. 3:4), столько же пробыл Моисей на горе Синае (Исх. 24:18), пророк Илия постился в пустыне Вирсавийской по дороге к горе Хорив (3Цар. 19:8), Господь Иисус Христос постился в пустыне и готовился к своему мессианскому служению (явления миру) (Мф. 4:2), и, наконец, столько же он благоволил пребывать на земле и явиться Своим ученикам по воскресении Своем до вознесения на небо (Деян. 1:3). Отсюда можно заключать, что число сорок представляет одно из важных, священных чисел Библии.

– Комментарии Лопухина__

 

***

Вне сомнения, Бог мог сказать то, что собирался говорить сейчас Моисею, за один день, но для большей торжественности Он удерживал его с Собою на горе сорок дней и сорок ночей. Таким образом здесь нас учат проводить в общении с Богом много времени и почитать самым лучшим время, проведенное именно так. Те, кто хотел бы познать Божью волю, должны размышлять о ней день и ночь.

– Комментарии Мэтью Генри__

 

***

Число сорок в Библии связано с испытаниями. В данном случае испытание предназначалось скорее для народа, чем для Моисея. И народ, не выдержав этого испытания, впал в грех. Таким образом, Бог посредством закона показал, что было в сердцах людей.

– Комментарии МакДональда__

 

***

Оставаясь на горе сорок дней… Моисей все это время ничего не ел и не пил (сравните Втор. 9:9).

– Комментарии Далласской семинарии__

 

***

Сравнительно небольшое пространство от пустыни, прилегающей к Вирсавии, до Хорива в земле Мадиама пророк прошел 40 дней – вероятно, с продолжительными остановками и уклонениями от прямого пути (для избежания преследователей); прямой же путь в указанном направлении не превышал 50 верст (по (Втор. 1:2) от Хорива до Кадес-Варни, лежащего несколько южнее Вирсавии, – 11 дней пути). 40 дней путешествия Илии к горе законодательства имеют аналогию с 40-дневным пребыванием Моисея на горе законодательства (Исх. 24:18), и как Моисей провел 40 дней без пищи и пития (Исх. 34:28; Втор. 9:9, 18, 25, 10:10), так можно думать, постился во время 40-дневного пути к Хориву и пророк Илия («подкрепившись тою пищею»; слав.: «иде в крепости яди тоя»; Vulg.: ambulavit in forti tudine cibi illius), страстно желая иметь Откровенние Божие о судьбе Израиля и собственной пророческой миссии.

– Комментарии Лопухина__

 

***

მათ.4,3 - ημέρας (G2250) дни; νύκτας (G3571) ночи; асс. времени: "на протяжении сорока дней и сорока ночей". Период в сорок дней зачастую ассоциировался с трудностями, невзгодами или наказанием (DA).

– Лингвистический комментарий__

 

***

К новозаветному времени у евреев было принято наказание 39 ударами – как гарантия против того, чтобы их не было нанесено более сорока (2Кор. 11:24). Нередко говорили, что 39 ударов получил Иисус, но поскольку Его бичевали римляне, а не евреи, точное число полученных Им ударов неизвестно; известно, однако, что порой в ходе телесных наказаний римляне допускали чрезмерную жестокость.

– Комментарии Далласской семинарии__

2.1.26 რიცხვი "ორმოცი" ბიბლიაში

40 – ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური რიცხვია ბიბლიაში. წმ. წერილში მოხსენიებულია 150 ჯერ. აჩვენებს მოსამზადებელ პერიოდს ან დროის სისრულეს, რამე უმნიშვნელოვანესს და წმიდას, ბიბლიურ აღსანიშნავ მოვლენას კაცობრიობის ისტორიაში.

 

ორმოცი დღე

- გრძელდებოდა წარღვნა დაბ.7,17

- აბალზამებდნენ იაკობის ნეშტს დაბ.50,3

- იყო სინაის მთაზე მოსე გამ.24,18

- ზვერავდნენ ქანაანს რიცხ.13,26

- ლოცულობდა მოსე ისრაელისთვის რჯ.9,25

- თავს იწონებდა გოლიათი 1მფ.17,16

- მარხულობდა ელია 3მფ.19,8

- ნინევია გამოიცდებოდა იონ.3,4

- გამოიცდებოდა ქრისტე მათ.4,2 ლუკ.4,2

- ქრისტეს მსახურება აღდგომის შემდეგ საქ.1,3

 

ორმოცი წელი

- ისააკის ასაკი ქორწინებისას დაბ.25,20

- ჭამდნენ მანანას ისრაელიანები გამ.16,35

- ისრაელის ხეტიალი უდაბნოში რიცხ.32,13

- არ გაცვეთიათ სამოსელი რჯ.29,5

- დაისვენა ქვეყანამ მსაჯ.3,11

- ეგვიპტის გაუკაცრიელება ეზეკ.29,11-13

- მეფობდა საული საქ.13,21

- მეფობდა დავითი 3მფ.2,11

- მეფობდა სოლომონი 3მფ.11,42

 

ორმოცი დარტყმა

- გამათრახების ზღვარი რჯ.25,3

- მოციქულმა პავლემ ხუთჯერ მიიღო ორმოცი ერთით ნაკლები დარტყმა 2კორ.11,24

.

ორმოცი მართალი დაბ.18,29

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 7

4 რადგან შვიდი დღის შემდეგ, ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოც მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია”.

12 ორმოცი დღე და ორმოცი ღამე აწვიმდა დედამიწას.

17 და იყო წარღვნა ორმოცი დღე მიწაზე, და ადიდდა წყალი და მიწიდან მაღლა ასწია კიდობანი.

 

დაბადება 18

29 . განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: "იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”.

 

დაბადება 25

20. ორმოცი წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა, შუამდინარეთიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და.

 

დაბადება 50

3. გავიდა ორმოცი დღე და გასრულდა დაბალზამების ხანი; დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათ დღეს.

 

გამოსვლა 16

35. ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელიანები მანანას, ვიდრე თავიანთ სამკვიდრებელში მივიდოდნენ; მანანას ჭამდნენ, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე მივიდოდნენ.

 

გამოსვლა 24

18. შევიდა მოსე ღრუბელში და ავიდა მთაზე. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მოსე მთაზე.

 

რიცხვნი 13

26. ორმოცი დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ.

 

რიცხვნი 32

13. აღინთო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ახეტიალებდა მათ უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ გადავიდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.

 

მეორე რჯული 9

9. როცა მთაზე ავედი, რომ ჩამომეტანა ფიქალები, ფიქალები აღთქმისა, უფალმა რომ დაგიდოთ თქვენ, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი იქ, არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია.

25. დავემხე უფლის წინაშე და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, რადგან თქვენი განადგურება გადაწყვიტა უფალმა.

 

მეორე რჯული 25

3. ორმოცი დარტყმა აკმარონ, მეტს ნუ დაარტყამენ, თორემ თუ გადაამეტეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.

 

მეორე რჯული 29

5. ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში, არ გაგცვეთიათ ტანზე სამოსელი, არ გაგცვეთიათ ფეხზე ხამლები.

 

მსაჯულნი 3

11. დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. მერე მოკვდა ღოთენიელი, კენაზის ძე.

 

3მეფეთა 2

11. ხანი დავითის მეფობისა ისრაელზე იყო ორმოცი წელი, ხებრონში შვიდ წელს მეფობდა, იერუსალიმში - ოცდაცამეტ წელს.

 

3მეფეთა 11

42. ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში და მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი.

 

3მეფეთა 19

8. ადგა, ჭამა, დალია და ამ საჭმელით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.

 

ეზეკიელი 29

11. არ დაიდგმება იქ კაცის ფეხი და პირუტყვის ფეხი არ მოხვდება იქ; ორმოცი წელი დაუსახლებელი იქნება.

12. უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას გაუდაბურებულ ქვეეანათა შორის და მის ქალაქებს შორის, და უდაბური იქნება ორმოცი წელი. გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და მიმოვაბნევ ქვეყანათა შორის.

13. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ორმოცი წლის ბოლოს შევკრებ ეგვიპტეს ხალხებიდან, სადაც იქნებიან გაფანტული.

 

იონა 3

4. იარა იონამ ერთი დღე ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე.

 

მათე 4

2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.

 

ლუკა 4

2. ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა.

 

საქმეები 1

3. და რომლებსაც, მრავალი სარწმუნო ნიშნით, ცოცხლად წარუდგა თავისი ვნების შემდეგ; ორმოცი დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა მათ.

 

საქმეები 13

21. მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და მეფობდა იგი ორმოც წელიწადს.

 

2კორინთელთა 11

24. იუდეველთაგან ხუთგზის ვიწვნიე ორმოცი დარტყმა, ერთის დაკლებით.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.7,4 - რიცხვი "ორმოცი", როგორც წესი, დროის სასრულის დასამოწმებლად გამოიყენება. ამას ჩვენ ცხედავთ როგორც ნოეს, ისე მოსეს (გამ.24,18), ელიასა (3მფ.19,8) და ქრისტესთან მიმართებითაც. აქ ორმოცი დღე მთელი ას ორმოცდაათი დღის ნაწილად გვევლინება (დაბ.7,24).

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

 

***

დაბ.7,4 "ორმოცი დღე და ორმოცი ღამე"

ზუსტად ამდენი დრო მიეცათ მონანიებისთვის ნინევიელებს წინასწარმეტყველ იონას ქადაგებისას (იონ. 3:4), ამდენივე ხანს იყო მოსე სინაის მთაზე (გამ. 24:18), ელია წინასწარმეტყველი მარხულობდა ბერშებას უდაბნოში ხორების მთაზე მიმავალი (3მფ. 19:8), უფალი იესო ქრისტე მარხულობდა უდაბნოში და ემზადებოდა თავისი მესიანური მსახურებისთვის (ქვეყნიერებისთვის მოვლენისთვის) (მათ. 4:2), და, ბოლოს, ამდენივე ინება ყოფნა დედამიწაზე თავისი მოწაფეების წინაშე მოსავლინებლად აღდგომიდან ზეცად ამაღლებამდე (საქ. 1:3). აქედან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ რიცხვი ორმოცი არის ერთერთი მნიშვნელოვანი, ბიბლიის წმიდა რიცხვთა შორის.

***

3მფ.19,8 - შედარებით მცირე სივრცეს, ბერშების უდაბნოდან მიდიანის ხორებამდე გავლას წინასწარმეტყველმა 40 დღე მოანდომა – როგორც ჩანს, ხანგრძლივი დაყოვნებებით და პირდაპირი გზიდან გადახვევებით (დევნის თავიდან ასაცილებლად); პირდაპირი გზა აღნიშნულ მიმართულებაზე არ აღემატება 50 ვერსს (რჯ. 1:2 მიხედვით 11 დღის სავალია) ელიას 40 დღიან მგზავრობას რჯულის მიღების მთამდე აქვს ანალოგია მოსეს რჯულდების მთაზე 40 დღიან ყოფნასთან (გამ. 24:18), და როგორც მოსემ გაატარა 40 დღე უჭმელ-უსმელად (გამ. 34:28; რჯ. 9:9.18.25; 10:10), ასევე შეგვიძლია ვიფიქროთ, 40 დღიან გზაზე მარხულობდა ელია იმ («საჭმელით მოძლიერებული», რომ ძლიერ სურდა მიეღო ღვთის განგებულება თავის ხალხზე და საკუთარ წინასწარმეტყველურ მისიაზე.

__ ლოპუხინის კომენტარი __

 

***

გამ.24,18 - რა თქმა უნდა, ღმერთს შეეძლო ეთქვა ის, რასაც აპირებდა მოსესთვის თქმას, ერთ დღეში, მაგრამ მეტი პატივდებისთვის ის დააკავა თავისთან ორმოცი დღეღამე. ამგვარად აქ ჩვენ გვასწავლიან გავატაროთ ბევრი დრო ღმერთთან ურთიერთობაში და თაყვანისცემაში ვატარებდეთ სწორედ ასე. ის, ვისაც სურს ღვთის ნების შეცნობა, უნდა იაზრებდეს მას დღითა და ღამით.

__ მეთიუ ჰენრი __

 

***

დაბ.24,18 - რიცხვი ორმოცი ბიბლიაში დაკავშირებულია გამოცდასთან. მოცემულ შემთხვევაში გამოცდა უფრო ხალხისთვის იყო განკუთვნილი, ვიდრე მოსესთვის. და ხალხმა, ვერ ჩააბარა ეს გამოცდა, ჩავარდა ცოდვაში.

__მაკდონალდსის კომენტარი __

 

***

გამ.24,18 - ორმოცი დღე… მოსეს არაფერი უჭამია და არ დაულევია (შეადარე რჯ. 9:9).

***

რჯ.25,3 - ახალი აღთქმის დროს ებრაელებს წესად ჰქონდათ დასჯა 39 დარტყმით – როგორც გარანტია იმისა, რომ არ იქნებოდა დარტყმული ორმოცზე მეტი (2კორ. 11:24). არაერთხელ უთქვამთ, რომ 39 დარტყმა მიიღო იესომ, მაგრამ რადგანაც მას ამათრახებდნენ რომაელები, არა ებრაელები, დარტყმების ზუსტი ოდენობა უცნობია; თუმცა ცნობილია ის, რომ ზოგჯერ რომაელები იჩენდნენ სხეულებრივი დასჯების მიმდინარეობის დროს გადაჭარბებულ სისასტიკეს.

__ დალასის სემინარიის კომენტარი __

 

***

მათ.4,3 - ημέρας (G2250) დღეები; νύκτας (G3571) ღამეები; ორმოცდღიანი პერიოდი ასოცირდება სიძნელეებთან, უბედურებებთან და სასჯელებთან.

__ ლინგვისტური კომენტარი __

 

***

40 წარმოქმნილია ორი სხვა სიმბოლური რიცხვის გამრავლების გზით: 4 (ხილული სამყაროს სივრცითი სისრულის სიმბოლო) და 10 (ფარდობითი გასრულებულობის სიმბოლო). უკანასკნელი რიცხვი კი თავის მხრივ შეიძლება მიღებულ იქნეს ორი სხვა რიცხვის მიმატებით, რომლებიც ასევე სიმბოლირებენ სისრულეს, როგორც სულიერ სამყაროში, ასევე ხილულში: 3 და 7.

__ იობ გუმეროვი __