4.16.6. Сделать милость, благодеяние

Быт.20,[13]; 24,12.14 Суд.8,35; Руф.3,10; 2Пар.24,22 Прит.22,1 Лук.7,4

4.16.6. მადლის ქმნა, მიგება

- ქართულ ბიბლიაში მადლი, რუსულში милость, благодеяние, доброе дело

- მადლის თხოვნა დაბ.20,[13]; 24,12.14 ლუკ.7,4 

- გაკეთებული მადლის დაუფასებლობა მსაჯ.8,35; 2ნეშ.24,22 

- დაფასებული მადლი რუთ.3,10 იგავ.22,1

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 20

13. როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან ამახეტიალა, ვუთხარი ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: რა მხარეშიც არ უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი.

 

დაბადება 24

12. თქვა: უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს!

14. თუ მოხდა და ყმაწვილქალმა, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. მივხვდები, რომ მადლი უყავი ჩემს პატრონს.

 

მსაჯულთა 8

35. არც იერუბაალ-გედეონის სახლს მიაგეს მადლი ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.

 

რუთი 3

10. თქვა: დალოცვილი იყავ უფლისაგან, შვილო. რაც ახლა მადლი ჰქვნი, წინანდელზე უკეთესია. ყმაწვილთაგანს ვინმეს რომ არ წაჰეევი, არც ღარიბს, არც მდიდარს.

 

2ნეშტთა 24

22. არ გაიხსენა მეფე იოაშმა მადლი, რაც იეჰოიადაყმა, მამამისმა, უყო მას, და მოკლა მისი ვაჟი. როცა კვდებოდა, თქვა: იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!

 

იგავნი 22

1. რჩეული სახელი დიდძალ ქონებაზე უკეთესია, კეთილი მადლი კი - ვერცხლზე და ოქროზე.

 

ლუკა 7

4. ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას,

 

__თემაზე წერდნენ__

 

***

მადლი ქენი, ქვაზე დადე.

__ქართული ხალხური__