2.3.59 Власть и авторитет Христа

2.3.59 ქრისტეს ძალაუფლება და ავტორიტეტი

დახასიათებულია როგორც

- ღმერთისგან მიღებული იოან.17,2

- სულისგან გამომდინარე ლუკ.4,14

- მისცა თორმეტს ლუკ.9,1

- დამყარებულია მის მიერვე იოან.10,18

.

ვლინდება:

- ქმნილებაში იოან.1,3

- სამყაროს მართვაში ებრ.1,3

- სასწაულებში ლუკ.4,36

- განკურნებაში, აღორძინებაში იოან.5,21-26

- ხსნაში ებრ.7,25

- განკითხვაში იოან.5,27

- მორწმუნეთა აღდგენაში იოან.5,28.29

- მეორედ მოსვლაში მათე 24,30

.

ქრისტეს აქვს ძალაუფლება:

- ცოდვების მიტევებისა მათ.9,6-8

- სწავლების ლუკ.4,32

- გაიღოს თავისი სიცოცხლე იოან.10,18

- ყოველივეს მართვის მათ.28,18

- იშვილოს იოან.1,12

- დამორჩილების ფლპ.3,21

.

ქრისტე ძალაუფლებას აძლევს მორწმუნეებს:

- სიცოცხლის იოან.17,2

- ძალის ფლპ.4,13

- აძლიერებს მსახურებაში 1ტიმ.1,12; 2ტიმ.4,17

- განამტკიცებს უძლურებაში 2კორ.12,9

- განსაცდელში მყოფთ ეხმარება ებრ.2,18

.

ბიბლიის მუხლები

მათე 9

6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს - მიუბრუნდა და უთხრა დავრდომილს: "ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში!”

7. ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში.

8. ამის შემყურე ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.

ლუკა 4

14. სულის ძალაში დაბრუნდა იესო გალილეაში; და მისი ამბავი მთელ იმ არე-მარეს მოედო.

32. გაოცებულნი იყვნენ იესოს მოძღვრებით, რადგან ძალაუფლებიანი იყო სიტყვა მისი.

36. ყველანი განცვიფრდნენ და ამბობდნენ ერთმანეთში: "ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უბრძანებს არაწმიდა სულებს და ისინიც გამოდიან?”

ლუკა 9

1. მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, და სნეულებათა განსაკურნებლად.

იოანე 1

3. ყოველივე მისი მეშვეობით შეიქმნა; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.

12. მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.

იოანე 5

21. რადგან როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევეა ძეც - აცოცხლებს მას, ვინც სურს.

22. არც არავის განიკითხავს მამა, არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასცა,

23. რათა ყველამ მიაგოს პატივი ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მის მომავლინებელ მამას მიაგებს პატივს.

24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს და არ მიდის სამსჯავროზე, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.

25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოდის ჟამი და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან.

26. რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.

27. განკითხვის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძეა იგი.

28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან დგება ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მოისმენენ მის ხმას.

29. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი - განკითხვის აღდგომისთვის.

იოანე 10

18. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად. ეს მცნება მამაჩემისგან მივიღე”.

იოანე 17

2. ვინაიდან ყველა ხორციელზე მას მიეცი ხელმწიფება, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.

2კორინთელთა 12

9. და მითხრა: "საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!

ფილიპელთა 3

21. რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდების სხეულის მსგავსად გარდაქმნის, იმ ძალის მეშვეობით, რომლითაც ყოველივეს თავის თავს დაუმორჩილებს.

ფილიპელთა 4

13. ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით.

1ტიმოთე 1

12. მადლიერი ვარ მისი, ვინც ძალა მომცა, ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც ერთგულად მიმიჩნია და მსახურებაში განმაწესა.

2ტიმოთე 4

17. მე კი, უფალი ამომიდგა მხარში და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით გასრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა; და თავი დავაღწიე ლომის ხახას.

ებრაელთა 1

3. ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.

ებრაელთა 2

18. რადგან, რაკი თვითონ ეტანჯა და გამოიცადა, განსაცდელში მყოფთა დახმარებაც ძალუძს.

ებრაელთა 7

25. ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან მარად ცოცხალია, რათა უშუამდგომლოს მათ.