3.3.1. Будьте в молитве постоянны, не устающие

Деян.2,42; 6,4 Рим.12,[12] Еф.6,18 Кол.4,2

- Не отпущу Тебя, пока не благословишь меня Быт.32,24-26

- долго молится 1цар.1,12

- во всякое время Иов.27,10 Еф.6,18

- неотступная Лук.11,5-8

- непрестанно 1Фес.5,17

- всегда Лук.18,1-7 Кол.4,12

- усиленная Иак.5,16

- бодрствование в молитве 1Пет.4,7

- в терпении Рим.8,25

- трижды молится 2Кор.12,8

3.3.1. ლოცვისას იყავით მოუღლელი

რომ.12,[12]

- არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ დაბ.32,24-26

- დიდხანს ლოცვა 1მფ.1,12

- გამუდმებით ლოცვა იობ.27,10 საქ.1,14; 1თეს.5,17

- მოუბეზრებელი ლოცვა ლუკ.11,5-8; 18,1-7

- ერთავად ლოცვა საქ.2,42

- ლოცვისთვის თავის მიძღვნა საქ.6,4

- გულმოდგინე ლოცვა იაკ.5,16 კოლ.4,2

- ლოცვებისთვის იფხიზლეთ 1პეტ.4,7 ეფ.6,18 კოლ.4,2

- მოთმინებით რომ.8,25

- სამგზის ვედრება 2კორ.12,8

- დღენიადაგ ლოცვა კოლ.4,12 

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 32

24. მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე.

25. როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას.

26. უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ.

1მეფეთა 1

12. დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ხოლო ელი მის ბაგეებს აკვირდებოდა.

 

იობი 27

10. ყოვლადძლიერის სასოება ექნება, ღვთის ხსენებაში იქნება გამუდმებით?

 

ლუკა 11

5. და უთხრა მათ: ერთ-ერთ თქვენგანს რომ ჰყავდეს მეგობარი და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,

6. ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და მე კი არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე, -

7. ხოლო მან შიგნიდან მიუგოს: ნუ მაწუხებ, ვინაიდან კარი უკვე დაკეტილია და ბავშვები ჩემთან ერთად წვანან საწოლში, არ შემიძლია ავდგე და მოგცე.

8. გეუბნებით, მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს და არ მისცეს პური, თუ არ მოეშვა, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენს, რამდენიც სჭირდება.

 

ლუკა 18

1. უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა:

2. იყო ერთ ქალაქში ერთი მსჯული, რომელსაც არ ეშინოდა ღმრთისა და არც კაცისა რცხვენოდა.

3. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი; მიდიოდა მასთან და სთხოვდა: ჩემი მომჩივნისაგან დამიცავიო.

4. დიდხანს არ თანხმდებოდა. ბოლოს კი გულში თქვა: თუმცა არც ღმრთის შიში მაქვს და არც კაცისა მრცხვენია,

5. მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რათა აქ აღარ მოვიდეს და მომასვენოს.

6. თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?

7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?

 

საქმე 1

14. გამუდმებით რომ ლოცულობდნენ ერთსულოვნად, ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასა და მის ძმებთან ერთად.

საქმე 2

42. ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ.

 

საქმე 6

4. ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი.

 

იაკობი 5

16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.

1პეტრე 4

7. თუმცა ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით გონიერნი და ლოცვებისთვის იფხიზლეთ.

 

რომაელთა 8

25. ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.

 

რომაელთა 12

12. გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი.

 

2კორინთელთა 12

8. სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი.

ეფესელთა 6

18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,

 

კოლასელთა 4

2. გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით.

12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით.

 

1თესალონიკელთა 5

17. გამუდმებით ილოცეთ.

__თემაზე წერდნენ__

***

ლოცვის დროს თუ უსიცოცხლოდ გრძნობ თავს, თუ შენი სული და ხორცი თვლემს, საკუთარი თავი შეაგულიანე შეკითხვით: ვისთან საუბრობ, სულო ჩემო? ამის შემდეგ ცოცხლად წარმოიდგინე უფალი და უდიდესი გულჩვილობითა და ცრემლით ილოცე. ამ გზით შენი მოდუნებული ყურადღება გამახვილდება, გონება და გული განათლდება, ყველაფერი გაცოცხლდება. აი, რას ნიშნავს უფალთან სიახლოვე და მასთან ერთად სიარული. თუკი ვერ ბედავ, სულო ჩემო, შენზე აღმატებულ ადამიანებთან უსიცოცხლოთ და აგდებით ლაპარაკს, რომ არ შეურაცხყო ისინი, მაშ, რატომ ბედავ ლოცვის ჟამს უხალისოდ და აგდებით ესაუბრო უფალს?

__ წმ. იოანე კრონშტადტელი __