3.24.6. По просьбе молившегося, Господь простил народ свой

Чис.14,11-20

.

И сказал Господь Моисею: доколе будет раздражать Меня народ сей? И доколе будет он не верить Мне?..

Поражу его язвою и истреблю его, и произведу от тебя народ многочисленнее и сильнее его.

3.24.6. უფალმა შეუნდო ხალხს მლოცველის სიტყვისამებრ

რიცხ.14,11-[20] ფს.77,38.39; 105,44.45 იაკ.5,16; 1ინ.5,14

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 14

11. უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მგმობდეს ეს ხალხი, როდემდის არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მათ შორის მოვახდინე.

12. გავუჩენ ჭირს და გადავაშენებ, შენგან კი დიდ ხალხს შევქმნი, მასზე ძლიერს.

13. უთხრა მოსემ უფალს: შეიტყობს ეგვიპტე, საიდარც შენი ძლიერებით ამოიყვანე ეს ხალხი,

14. და ეტყვიან მაგ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც შეიტყვეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორისა ხარ, რომ თვალდათვალ ეცხადები მათ შენ, უფალი; შენი ღრუბელი ადგას მათ, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით - ცეცხლის სვეტში.

15. თუ ერთიანად ამოხოცავ ამ ხალხს, იტყვიან ხალები, რომელთაც სმენიათ შენი დიდება:

16. ვერ შეძლო უფალმა ამ ხალხის შეყვანა აღთქმულ ქვეყნად და უდაბნოში დაკლა.

17. აწ, იდიდოს უფლის ძალმა, როგორც ნათქვამი გაქვს.

18. სულგრძელია უფალი და დიდმადლიანი, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, შურისმგებელი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისგან მესამე და მეოთხე თაობაში.

19. შეუნდე დანაშაული ამ ხალხს შენი დიდი მადლისამებრ, როგორც პატიობდი ცოდვას ამ ხალხს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე.

20. თქვა უფალმა: შემინდვია, შენი სიტყვისამებრ.

ფსალმუნი 77

38. და ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას.

39. გაიხსენებს, რომ ხორციელნი არიან ისინი, სული, რომელიც გარდავა და აღარ ბრუნდება.

ფსალმუნი 105

44. იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.

45. გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.

იაკობი 5

16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.

1იოანე 5

14. და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს.