3.1.6. Жизнь без молитвы - отступничество от Бога

Молишься ли ты богу, Родя, по-прежнему и веришь ли в благость творца и искупителя нашего? Боюсь я, в сердце своем, не посетило ли и тебя новейшее модное безверие? Если так, то я за тебя молюсь. Вспомни, милый, как еще в детстве своем, при жизни твоего отца, ты лепетал молитвы свои у меня на коленях и как мы все тогда были счастливы!

 

Из письма матери Раскольникову. Достоевский

3.1.6. ულოცველად ცხოვრება უფალთან განდგომაა

ამბობენ, თუ სურვილი არ გაქვს, ნუ ილოცებ. მზაკვრული, ამსოფლიური სიბრძნეა. თუ არ ილოცებ, ამით შენს ხორცს განალაღებ და განუდგები უფალს.

 

__ წმ. იოანე კრონშტადტელი __

,

რა ხდება ულოცველი ცხოვრებისგან:

1. კონფლიქტი ღმერთთან. თუ არ ვლოცულობთ - არ ვსაუბრობთ ღმერთთან. ხოლო ამის გამო ღმერთის აზრი, სურვილი და ნება ჩვენთვის მიუწვდომელია. გული დახურული გვაქვს ღმერთის წინაშე, არ გვაქვს მასთან საიდუმლო საუბარი, არ ვეხსნებით, პირიქით, გულს ვიმკაცრებთ, კონფლიქტის ზღვარზე ვიმყოფებით მის წინაშე.

2. სავსე ვართ პრობლემებით. ჩვენი ცხოვრება განუყრელადაა დაკავშირებული მრავალ საჭიროებასთან, საზრუნავთან, გადაწყვეტილებასთან. თუ ჩვენ მათ ლოცვაში არ გადავცემთ უფალს, ისინი შეგვიჭირვებენ გულს, მთელ ჩვენს ცხოვრებას, წაგვართმევენ სიმშვიდეს, მოსვენებას, სიხარულს. არის მხოლოდ ერთი ალტერნატივა: ვილოცოთ, ან ვიყოთ საზრუნავებში (ფლპ. 4:6.7). დავიწყოთ ლოცვა, და ჩვენი ზეციერი მამა მოგვაცილებს ამ ტვირთს. ის იბრძვის ჩვენი გულის სიმშვიდისთვის. და ელოდება დავაყენოთ მის წინაშე რაც გვაწუხებს.

3. გვაქვს რწმენის ზრდის დეფიციტი. როგორც ვიცით, თუ ბავშვი განცალკევდება და არ ექნება ადამიანებთან ურთიერთობა (რადგან ადამიანი არის სოციალური არსება და ამდენად საჭიროა ჰქონდეს მათთან კავშირი), შეწყვეტს ზრდას და განვითარებას. ასევე ჩვენს სულიერ ცხოვრებაშიც ღმერთთან დიალოგის დეფიციტი იწვევს სულიერი ზრდის უქონლობას. ულოცველად ვერ ვისწავლით ღვთის მოსმენას და გაგებას.

4. ულოცველად გვიპყრობს ყოველგვარი ცოდვა და საცდური. ამიტომ მოგვიწოდებს იესო ლოცვისკენ (ლუკ. 22:40). ლოცვის გარეშე უძლურნი ვართ ცოდვის წინაშე. რატომ? იმიტომ რომ ცოდვას ეწინააღმდეგება მხოლოდ სული, რომელიც აღსავსეა ღმერთით, ხოლო ქრისტესთან ურთიერთობის გარეშე ის სუსტია, თუ გსურს ცოდვისგან განთავისუფლება ცოდვისგან - ილოცე. ულოცველობა სიკვდილია, დაურწყულებლობაა, შიმშილია, ესაა იმ შესაძლებლობების კრახი, რომლებიც აქვს ღმერთს ჩვენთვის.