1.1.79 Буря

Исх.9,23; 19,16 Иисн.10,11; 1цар.7,10 Иов.9,17 Пс.10,6; 28,3.9; 54,8; 82,15 Ис.28,2 Ион.1,4 Матф.7,27; 8,24-27 Мар.4,41 Деян.27,14.15; 2Пет.2,17 Евр.12,18

1.1.79 ქარიშხალი, გრიგალი

სიტყვასიტყვით:

- მოსემ მოახდინა სასწაული გამ.9,23-25

- ქვის სეტყვა იესნ.10,11

- იონას ხომალდს უქადდა დაღუპვას იონ.1,4

- იესოს იგავში მათ.7,27

- დააწყნარა ქრისტემ მათ.8,24-27

- დაამსხვრია პავლეს ხომალდი საქ.27,14.15

- სინაიზე ებრ.12,18

.

მისი ზეგავლენა:

- ისრაელიანებზე გამ.19,16

- ფილისტიმელებზე 1მფ.7,10

- ჯოჯოხეთის სატანჯველი ფს.10,6

- ბუნებაზე ფს.28,3-9

- წარმართებზე იონ.1,4-14

- მოწაფეებზე მარ.4,41

- მეზღვაურებზე საქ.27,14-44

.

გადატანითი მნიშვნელობით:

- ღვთის სასჯელი იობ.9,17

- სიძნელეები ფს.54,8

- ღვთის მსჯავრი ფს.82,15

- განადგურება ეს.28,2

- უკეთურთა ხვედრი 2პეტ.2,17

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 9

23. ცისკენ მოიღერა მოსემ თავისი კვერთხი და გამოსცა უფალმა გრგვინვა და სეტყვა. ცეცხლმა დაუარა დედამიწას და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.

გამოსვლა 19

16. მესამე დღეს, გათენებისას, შეიქნა გრგვინვა და მეხის ტეხა, ჩამოწვა მთაზე ზრქელი ღრუბელი და გაისმა საყვირის ხმა, ძალზე ძლიერი. შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.

იესო ნავეს ძე 10

11. ისრაელიანთაგან დევნილებს დიდხანს უშენდა ქვებს ციდან უფალი ბეთ- ხორონის ფერდობზე ხაზეკამდე და იხოცებოდნენ. ქვების სეტყვამ უფრო მეტი ხალხი გაწყვიტა, ვიდრე ისრაელიანთა მახვილმა.

1მეფეთა 7

10. როდესაც სამუელი აღუვლენდა უფალს აღსავლენს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად, იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე, შეაძრწუნა და იძლივნენ ისინი ისრაელიანთაგან.

იობი 9

17. გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს;

ფსალმუნი 10

6. ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.

ფსალმუნი 28

3. ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის (ხმა იყო) მრავალ წყალზე.

9. ხმა უფლისა ნაადრევად მოამშობიარებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს დიდებას.

ფსალმუნი 54

8. ავჩქარდებოდი, რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი ქარისაგან, ქარიშხლისაგან.

ფსალმუნი 82

15. ისე დაედევნე მათ შენი რისხვით და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი.

ესაია 28

2. აჰა, უფლის ძლიერი და მაგარი, როგორც სეტყვის თქეში, დამქანცველი ქარიშხალი, როგორც წყალდიდობის ნიაღვარი, მიწას დაანარცხებს თავისი ხელით.

იონა 1

4. ამოაგდო უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა ააბობოქრა ზღვა; ცოტაც და, უნდა დალეწიღიეო ხომალდი.

მათე 7

27. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი.

მათე 8

24. და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა.

25. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით.

26. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.

27. ბოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?

მარკოზი 4

41. ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?

საქმეები 27

14. მაგრამ სულ მალე კუნძულის მხრიდან ამოვარდა გრიგალი, ეგრეთ წოდებული ევროკლიდონი;

15. ეძგერა ხომალდს და რაკი მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტალღების სათამაშოდ ვიქეცით.

2პეტრე 2

17. ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი.

ებრაელთა 12

18. რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს,