3.19.14. Обет при испытании

Пс.65,13.14 Ин.2,7-10

3.19.14. აღთქმის დადება განსაცდელის ჟამს

დაბ.28,20-22; 35,3; 1მფ.1,11 ფს.65,13.[14] იონ.2,7-10

ბიბლიის მუხლები

დაბადება 28

20. აღთქმა დადო იაკობმა და თქვა: უკეთუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ, მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად,

21. მშვიდობით დაბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი,

22. მაშინ ეს ლოდი, სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი.

დაბადება 35

3. ადექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო ავუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი.

1მეფეთა 1

11. აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.

ფსალმუნი 65

13. მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,

14. რომ წარმოთქეეს ჩემმა ბაგეებმა და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს.

იონა 2

7. როცა სულს ვღაფავდი, უფალი გავიხსენე და ჩემმა ლოცვამ შენამდე მოაღწია, შენს წმიდა ტაძარში.

8. ამაო კერპთა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას.

9. მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვებით; რაც აღმითქვამს, შევასრულებ რადგან ხსნა უფლისგანაა!”

10. მაშინ უბრძანა თევზს უფალმა და მანაც ხმელეთზე ამოანთხია იონა.

__თემაზე წერდნენ__

***

შეიძლება უფალს შევევედროთ ჩვენი განკურნება მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ აღდგენილ ჯანმრთელობას და ძალებს უფლის საქმეს, და არა ამაოებას და ცოდვებს მოვახმართ.

__ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი __