3.51.10. Грешник вредит самому себе (духу своему)

Пс.7,16,, 9,23 пр.6,32,, 8,36,, 11,17,, 22,25

**

** Рыл ров, и выкопал его, и упал в яму, которую приготовил. (Псал.7,16).

По гордости своей нечестивый преследует Бедного: да уловятся они ухищрениями, которые сами вымышляют. (Псал. 9,23).

3.51.10. ცოდვილი საკუთარ თავს (სულს)მტრობს (წარწყმედს)

ფს.7,16,, 9,23 იგავ.2,18.19; 5,22.23; 6,[32],, 7,22.23; 8,36,, 9,18; 11,17,, ეკლ.7,26 ეზეკ.18,31 ოს.4,11 რომ.1,24

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 7

16. ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.

ფსალმუნი 9

23. ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.

იგავნი 2

18. რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მიმართული.

19. იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.

იგავნი 5

22. საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება.

23. ის მოკვდება შეუგნებელი და თავისი უზომო სიბრიყვით დაიკარგება.

იგავნი 6

32. ვინც ქალთან მრუშობს, უჭკუოა, თავისი სულის წარწყმედელად აქცევს მას.

იგავნი 7

22. იმწამსვე უკან გაჰყვა, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შებორკილი გიჟი დასასჯელად.

23. ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს.

იგავნი 8

36. ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.

იგავნი 9

18. არ კი იცის, რომ იქ აჩრდილნი არიან, რომ მისი წვეულნი შავეთის უფსკრულებში იმყოფებიან.

იგავნი 11

17. მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს, გულქვა კაცი კი თავის სხეულს ღუპავს.

ეკლესიასტე 7

26. მივხვდი, სიკვდილზე მწარეა დიაცი, მახე და ბადეა მისი გული,ბორკილებია ხელები მისი; ღვთის სათნო გადაურჩება, ხოლო ცოდვილი მისგან დატყვევდება.

ეზეკიელი 18

31. მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რისთვის უნდა ამოწყდეთ, ისრაელის სახლო?

ოსია 4

11. ბოზობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული.

რომაელთა 1

24. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული;