3.20.12 Гусли

3.20.12 ქნარი

იყენებენ:

- მუსიკოსები, მხიარული ადამიანები დაბ.31,27

- წინასწარმეტყველები 1მფ.10,5

- დავითი 1მფ.16,16.18.23; 18,10; 19,9; 2მფ.6,5; 1ნეშ.13,8

- ტაძრის ორკესტრში 3მფ.10,12; 1ნეშ.15,16; 16,5; 25,1; 2ნეშ.5,12; 9,11; 29,25

- მოზეიმენი 2ნეშ.20,28

- იერუსალიმის კედლის კურთხევისას ლევიანები ნეემ.12,27

- ბოროტეულნი იობ.21,12 ეს.23,16 ამ.5,23; 6,5

- ტაძარში მყოფნი ფს.32,2; 42,4

- ღვთის მადიდებლები ფს.56,8; 70,22; 80,2; 91,3; 97,5; 107,2; 146,7; 149,3; 150,3

- ებრაელი ტყვეები ფს.136,2

- უღმერთოები ეს.5,12

- კერპთაყვანისმცემლები დან.3,5

- ზეცაში ღმერთის თაყვანისმცემელნი გმცხ.5,8

- ხმა ხილვაში ზეციდან გმცხ.14,2

.

სიმბოლურად;

- უბედურება იობ.30,31 ეს.24,8

- სიბრძნის გაცხადება ფს.48,4

- მწუხარება ეს 16,11

- სასჯელი ღმერთისგან ეს.30,32 ეზეკ.26,13

- ბაბილონის დაცემა გმცხ.18,22

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 31

27. ფარულად რატომ გაიქეცი, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინით, სიმღერით, ებნითა და ქნარით გაგისტუმრებდი.

1მეფეთა 10

5. ამის შემდეგ ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია; ქალაქში შესვლისას, გორაკიდან ჩამომავალ წინასწარმეტყველთა გუნდს შეხვდები, რომელთაც ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით მიუძღვებიან წინ; თავად კი წინასწარმეტყველებენ.

1მეფეთა 16

23. და როცა გადმოვიდოდა საულზე ბოროტი სული ღმერთისგან, აიღებდა დავითი ქნარს და უკრავდა; მოისვენებდა საული, უკეთ ხდებოდა და შორდებოდა ბოროტი სული.

1მეფეთა 18

10. მეორე დღეს ღვთისგან დაშვებულმა ბოროტმა სულმა შეიპყრო საული და მისანივით იქცეოდა თავის სახლში. ჩვეულებისამებრ ქნარზე უკრავდა დავითი, საულს კი შუბი ეპყრა ხელთ.

1მეფეთა 19

9. მაგრამ ბოროტი სული მიევლინა საულს უფლისგან, როდესაც თავის სახლში იჯდა; ხელთ შუბი ეპყრა, დავითი კი ქნარზე უკრავდა.

2მეფეთა 6

5. დავითი და ისრაელის მთელი სახლი უფლის წინაშე უკრავდნენ კვიპაროსის ხის ყველა საკრავით: ქნარებით, ჩანგებით, დაფდაფებით, ბობღნებითა და წინწილებით.

3მეფეთა 10

12. სანდალოზის ხისგან მოაჯირი გაუკეთა მეფემ უფლის ტაძარსა და მეფის სასახლეს, მგალობლებს კი - ქნარები და ჩანგები; აღარასდროს შემოზიდულა სანდალოზის ამდენი ხე და არც უნახავს ვინმეს დღემდე.

1ნეშტთა 13

8. მთელი ძალით დღესასწაულობდნენ დავითი და მთელი ისრაელი სიმღერებით, ქნარებით, ჩანგებითა და დაფდაფებით, წინწილებითა და ბუკებით ღვთის წინაშე.

1ნეშტთა 15

16. უთხრა დავითმა ლევიანთა მთავრებს, რომ თავიანთი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტებით: ჩანგებით, ქნარებითა და წინწილებით, რათა სიხარულის ხმები აღემაღლებინათ.

1ნეშტთა 16

5. ასაფი მათი მეთაური იყო და მეორე მის შემდგომ - ზაქარია; შემდეგ იეყიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითიაჰუ, ელიაბი, ბენაიაჰუ, ყობედ-ედომი და იეყიელი, ბობღნებზე და ქნარებზე უკრავდნენ, ასაფი კი ხმამაღალ წინწილებზე უკრავდა.

1ნეშტთა 25

1. დაანაწილეს მსახურებისთვის დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რათა ქნარების, ჩანგებისა და წინწილების თანხლებით გაეწიათ წინასწარმეტყველური მსახურება; მათი რიცხვი, რომლებიც ამ მსახურებას ეწეოდნენ, იყო:

2ნეშტთა 5

12. ყველა მგალობელი ლევიანი: ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ძენი და მათი მოძმენი, ბისონით შემოსილნი, წინწილებით, ჩანგებით და ქნარებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი და მათთან ერთად ას ოცმა მღვდელმა ჩაჰბერა საყვირს.

2ნეშტთა 9

11. სანდალოზის ხის საფეხურები გაუკეთა მეფემ უფლის ტაძარსა და მეფის სასახლეს, მგალობლებს კი - ქნარები და ჩანგები; არასდროს უნახავს ვინმეს ამის მსგავსი რამ იუდას ქვეყანაში.

2ნეშტთა 20

28. ჩანგებით, ქნარებითა და ბუკებით მივიდნენ იერუსალიმში, უფლის სახლში.

2ნეშტთა 29

25. დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით, დავითისა და გადის, მეფის მხილველის და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი ბრძანების მიხედვით, რადგან ასე იყო ნაბრძანები ეს უფლის მიერ წინასწარმეტყველთა მეშვეობით.

ნეემია 12

27. იერუსალიმის კედლის კურთხევისას, დაძებნეს ლევიანები მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით იერუსალიმში მოსაყვანად, რათა სიხარულით, სამადლობელით, გალობითა და წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით ეზეიმათ კედლის კურთხევა.

იობი 21

12. დაფდაფზე და ქნარზე მღერიან და სალამურის ხმაზე მხიარულობენ;

იობი 30

31. გოდებად იქცა ჩემი ქნარი და მოტირალთა ხმად - ჩემი სალამური.

ფსალმუნი 32

2. ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.

ფსალმუნი 42

4. მაშინ მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან და ქნარით განგადიდებ ღმერთო, ჩემო ღმერთო!

ფსალმუნი 48

4. ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე გავაცხადებ ჩემს საიდუმლოს,

ფსალმუნი 56

8. გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოიღვიძე ჩანგო და ქნარო; გამოვაღვიძებ განთიადს.

ფსალმუნი 70

22. და მეც ებნით შევაქებ შენს ერთგულებას, ღმერთო; ქნარით გიმღერებ, ისრაელის წმიდავ.

ფსალმუნი 80

2. შემოსძახეთ სიმღერა და დაუკარით დაირა. ტკბილხმოვანი ქნარი ებანთან ერთად.

ფსალმუნი 91

3. ათსიმიანსა და ჩანგზე, ქნარზე გალობით.

ფსალმუნი 97

5. უგალობეთ უფალს ქნარით; ქნარით და გალობის ხმით.

ფსალმუნი 107

2. გამოიღვიძე ჩანგო და ქნარო, გამოვიღვიძებ განთიადისას.

ფსალმუნი 136

2. მის შუაგულში ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები.

ფსალმუნი 146

7. უგალობეთ უფალს სამადლობელით, ქნარით უგალობეთ ჩვენს ღმერთს,

ფსალმუნი 149

3. განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარზე სიმღერით,

ფსალმუნი 150

3. ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.

ესაია 5

12. ქნარი და ებანი, დაფი, სტვირი და ღვინოა მათ ნადიმებზე; უფლის საქმეებს არ უმზერენ და მის ხელთა ნამოქმედარს ვერ ხედავენ.

ესაია 16

11. ამიტომაც ქნარივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და ჩემი შინაგანი - კირ-ხერესზე.

ესაია 23

16. "აიღე ქნარი, შემოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო! კარგად დაუკარი, ხშირად იმღერე, რათა გაგიხსენონ!”

ესაია 24

8. შეწყდა ხმა დაფდაფებისა, მინავლდა მოლხინეთა ხმაური, დაცხრა ქნარის მხიარულება.

ესაია 30

32. ყოველი ჩავლა დამსჯელი კვერთხისა, რომელსაც უფალი დაუშვებს მასზე, დაფდაფთა და ქნართა ხმაზე მოხდება. მოღერებული მკლავით შეებრძოლება მას.

ეზეკიელი 26

13. შეწყვეტ შენი სიმღერების გუგუნს და შენი ქნარის ხმა აღარ გაისმება.

დანიელი 3

5. როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხობით და თაყვანს სცემთ იმ ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა!

ამოსი 5

23. მომაშორეთ თქვენი სიმღერების ხმაური, თქვენი ქნარების ხმის მოსმენა აღარ მსურს.

ამოსი 6

5. ქნარის ხმაზე მღერით და თავი მოგაქვთ, თითქოს დავითივით ფლობდეთ საკრავს.

გამოცხადება 5

8. წიგნი რომ აიღო, ოთხი არსება და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინ; ყოველ მათგანს ხელში ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასი ეჭირა, რაც წმიდათა ლოცვებია.

გამოცხადება 14

2. გავიგონე ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა; და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ.

გამოცხადება 15

2

და ვიხილე მსგავსი ცეცხლშერეული მინის ზღვისა; და დგანან მინის ზღვაზე გამარჯვებულნი მხეცზე, მის ხატებასა და მისი სახელის რიცხვზე და ხელთ ღმერთის ქნარები უჭირავთ.

გამოცხადება 18

22. ქნარზე დამკვრელთა და მომღერალთა, მესალამურეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმება შენში; აღარ დარჩება შენში არავითარი ხელოსანი და ხელოსნობა, აღარც დოლაბის ხმა გაისმება შენში.