2.16.8. Ад, Аваддон, дом собрания всех живуших

Врата тени смертной, могила, преисподня, страна тьмы

** ** Быт.37,35 Иов.3,17-19,, 7,9,, 10,21, 26,[5.6],, 28,22,, 30,23,, 38,17 Пс.113,25 Прит.27,20,, 30,15.16 Ис.5,14 Иез.32,18.19 Авв.2,5

2.16.8. ჯოჯოხეთი, შავეთი, ბნელეთი, ქვეშეთი, ქვესკნელი

გაშიშვლებული სულეთი ღვთის წინაშე, ყოველი ცოცხალის შესაკრებელი სახლი, სამარე, სიკვდილის კარიბჭენი

დაბ.37,35 იობ.3,17-19,, 7,9,, 10,21, 26,[5.6],, 28,22,, 30,23,, 38,17 ფს.113,25 იგ.27,20,, 30,16 ეს.5,14 აბაკ.2,5

ბიბლიის მუხლები

დაბადება 37

35. ანუგეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ სურდა ნუგეში და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში! დასტიროდა მას მამამისი.

იობი 3

17. ბოროტეულნი იქ აღარ მძვინვარებენ, დამაშვრალნი იქ განისვენებენ;

18. იქ მშვიდად არიან ტყვეები, მჩაგვრელთა ყვირილი მათ არ ესმით;

19. იქ არიან დიდნი და მცირენი, იქ მონა ბატონისგან თავისუფალია.

იობი 7

9. განქარდება ღრუბელი და მიდის, ასე ჩადის შავეთში და აღარ ამოდის,

იობი 10

21. სანამ წავიდოდე უკანმოუქცევლად ბნელეთისა და შავეთის ქვეყანაში,

იობი 26

5. აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.

6. გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს.

იობი 28

22. ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: ყური კი მოგვიკრავსო მისთვის.

იობი 30

23. ვიცი, სასიკვდილოდ მიგყევარ ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში;

იობი 38

17. თუ გაღებულა შენს წინაშე სიკვდილის კარიბჭენი და შავეთის კარიბჭენი თუ გინახავს?

ფსალმუნი 113

25. არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,

იგავნი 27

20. როგორც შავეთი და ქვესკნელია გაუძღომელი, ასე ადამიანის თვალიც გაუძღომელია.

იგავნი 30

16. შავეთი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არ იტყვიან: კმარა!

ესაია 5

14. ამიტომაც გაფართოვდა შავეთი და ხახა უსაზომოდ დააფჩინა. ჩახდება იქ მისი დიდება და უხვება, მისი შვება და ლხენა;

აბაკუმი 2

5. ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია: თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს.