4.5.15 Мирное разделение родственных душ

***

Кто-то сказал: "Лот получил траву для скота в то время, как Аврам снискал благодать для своих детей" (ст. 15-16).

Бытие 13 глава – Библия – Комментарии МакДональда

4.5.15 მონათესავე სულთა მშვიდობიანი განცალკევება

კარგია, როდესაც ერთად არიან ძმები ფს.132,1

.

მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ხდება მათ შორის უთანხმოება სხვადასხვა მიზეზებით:

- მატერიალური მოსაზრებით დაბ.13,10,-12; 1ტიმ.6,8-11

- ადამიანური მსჯელობით საქ.15,47-40

.

და საჭირო ხდება მათი მშვიდობიანი განცალკევება:

- არჩევანის მეორისადმი დათმობით დაბ.13,9

- მოყვასის სიყვარულით ლევ.19,18

- მპატიებლობით მათ.5,39-41

- სიბრძნით და ჭეშმარიტებით იაკ.3,13-18

- დავის გარეშე 1კორ.11,16-19

- სხვებზე ზრუნვით ფლპ.2,3-5

.

ან თანაცხოვრების შესაძლებლობების გათვლით, რათა არ მოხდეს გაყრა 1კორ.7,12-15; 2კორ.5,18-20

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 13

9. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.

10. გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა.

11. აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს.

12. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.

ლევიანნი 19

18. ნუ იქნები შურისმაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი!

ფსალმუნი 132

1. გალობა აღსავალთა. დავითისათვის. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!

მათე 5

39. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.

40. და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც.

41. ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.

საქმეები 15

37. ბარნაბას მარკოზად წოდებული იოანეს წაყვანა უნდოდა.

38. პავლე კი ფიქრობდა, რომ უკეთესი იყო არ წაეყვანათ ის, ვინც პამფილიაში ჩამოშორდა მათ და თან არ წაჰყვა საქმეზე.

39. ჩამოვარდა უთანხმოება; ისე რომ, დასცილდნენ ერთმანეთს; ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და კვიპროსისკენ გასცურა.

40. ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.

იაკობი 3

13. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.

14. ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას.

15. არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული.

16. ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე.

17. ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.

18. სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ითესება მშვიდობისმყოფელთათვის.

1კორინთელთა 7

12. სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ გაეყრება მას;

13. დედაკაციც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, ხოლო კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ გაეყრება ქმარს.

14. რადგან ურწმუნო ქმარი ცოლით განიწმიდება და ურწმუნო ცოლი ქმრით განიწმიდება; სხვანაირად თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.

15. მაგრამ თუ ურწმუნოს გაყრა სურს, გაეყაროს; ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისკენ მოგვიწოდა ღმერთმა.

1კორინთელთა 11

16. და თუ ვინმე დავას განიზრახავს, არც ჩვენ და არც ღვთის ეკლესიებს ასეთი ჩვეულება არა გვაქვს.

17. ხოლო ამას რომ გამცნობთ, არ გაქებთ, იმიტომ რომ იკრიბებით არა უმჯობესისთვის, არამედ უარესისთვის.

18. რადგან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როცა ეკლესიად იკრიბებით, დაყოფანია თქვენს შორის, რაც ნაწილობრივ მჯერა.

19. თუმცა აზრთა სხვადასხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის გამოცდილნი.

2კორინთელთა 5

18. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა.

19. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.

20. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,

ფილიპელთა 2

3. ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს.

4. მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს.

5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,

1ტიმოთე 6

8. თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.

9. ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.

10. რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.

11.შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;

__თემაზე წერდნენ__

***

ვიღაცამ თქვა: "ლოტმა მიიღო ბალახი თავისი ჯოგისთვის, მაშინ როცა აბრამი ეძიებდა მადლს თავისი შთამომავლობისთვის" (დაბ.13,15.16).

__ მაკდონალდის კომენტარები __