2.2.97 Дуновение Божии

***

„ЖИЗНЬ – дуновение щедрости Божией на сотворённую Им природу.“ — Соня Шаталова

2.2.97 ღმერთის სუნთქვა

- ღმერთის სული შესაქმისას დაბ.1,2

- სიცოცხლის სუნთქვა კაცში დაბ.2,7

- ღვთის ძალის მოწმობა გამ.15,8

.

სიმბოლურად:

- ღვთის ნება იობ.37,10

- ღვთის მსჯავრი 2მფ.22,16 იობ.4,9; 15,30 ფს.17,15 სიბრძ.11,20.21 ეს.27,8; 30,33; 40,7; 57,13; 59,19

- ღვთის სიბრძნე ზირაქ.24,3

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და ღმერთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ.

დაბადება 2

7. გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.

გამოსვლა 15

8. შენი ნესტოების ქარის ქროლვით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ტალღები, შედედდნენ მორევნი ზღვის გულში.

2მეფეთა 22

16. შერისხა უფალმა, თავისი ნესტოების სუნთქვა მიაქცია და გამოჩნდნენ ზღვის დინებანი და გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძველნი.

იობი 4

9. ღმერთის სუნთქვაზე იღუპებიან და მისი რისხვის ქროლვით შთაინთქმებიან.

იობი 15

30. ბნელს ვერ გადაურჩება, ალი გაახმობს მის ყლორტებს და მისი პირის ამონასუნთქი განაშორებს მას ამ წუთისოფელს.

იობი 37

10. ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და მყარდება სიმრავლე წყლისა.

ფსალმუნი 17

15. წყლების ნაკადები გამოჩნდნენ და სამყაროს საძირკვლები გაშიშვლდნენ შენს მრისხანე დაძახილზე და შენი ნესტოების მონაბერის ქროლვაზე უფალო.

სიბრძნე სოლომონისა 11

20. და მათ გარეშეც, ერთი მობერვითაც შეიძლებოდა დამხობილიყვნენ მართლმსაჯულებისგან დევნილნი და შენი ძლიერი სულისგან დაფანტულნი, მაგრამ შენ ყოველივე ზომით, თვლითა და წონით განაწესე;

21. რადგან დიდი ძლიერება მარადის შენთანაა და ვინ აღუდგება წინ შენი მკლავის ძალას?

სიბრძნე ზირაქისა 24

3. მე გამოვედი უზენაესის პირიდან და ნისლივით დავფარე დედამიწა.

ესაია 27

8. მთელი სისავსით სჯიდა მას, როცა უარყოფდა, გადახვეწა თავისი ძლიერი ქროლვით, როგორც აღმოსავლეთის ქარიან დღეს.

ესაია 30

33. რადგან დიდიხნის მოწყობილია კოცონი, მეფისთვის გამზადდა, გაღრმავდა და გაფართოვდა. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა. უფლის სუნთქვა, როგორც გოგირდის ნიაღვარი, გააჩაღებს მას.

ესაია 40

7. ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როცა უფლის ქარი დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი.

ესაია 57

13. როცა შემომღაღადებ, მაშინ გიხსნას შენი კერპების კრებულმა. ყველას ერთიანად აიტაცებს ქარი, ქროლვა წაიღებს. ჩემი მოსავი კი ქვეყანას დაიმკვიდრებს და ჩემს წმიდა მთას დაეპატრონება.

ესაია 59

19. და შეეშინდებათ უფლის სახელისა დასავლეთში და მისი დიდებისა მზის აღმოსავლეთში. თუ მტერი მოვა ნიაღვარივით, უფლის ქარის ქროლვა გადენის მას.