4.13.14 Добровольные приношения

4.13.14 ნებაყოფლობითი შესაწირავები

- აღესრულება უფლის წინაშე ფს.118,108

- აუცილებელი რჯ.12,6

- წმინდა ეზრ.8,28

- უნაკლო ლევ.22,21

- ლევიანთათვის საკვებად ლევ.7,16

- ღვთის სახლისთვის ეზრ.2,68

- ხალხისთვის 2ნეშ.35,8

- შეწირულობის ზედამხედველი 2ნეშ.31,14

- აღასრულებს მთავარიც ეზეკ.46,12

- ყოველი შემოსავლიდან რჯ.16,17

- პირველნაყოფიდან იგავ.3,9

- აღთქმით რჯ.23,23

- ხალისით 2კორ.8,10-12

- არანაძალადევი ფილიმ.1,14

- გულის განწყობით გამ.35,29 ეზრ.1,6; 2კორ.9,6.7

- გაუხმაურებლად ამ.4,5

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 35

29. ყოველ კაცსა და ქალს, ვისაც გული უწევდა მისატანად, ყოველი იმ საქმისთვის, რომლის კეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით; მიჰქონდათ ისრაელის შვილებს ნებაყოფლობითი შესაწირი უფლისთვის.

ლევიანნი 7

16. თუ აღთქმით ან ნებითაა შეწირული მისი მსხვერპლი, მაშინ მისი შეწირვის დღეს შეიჭამოს, რაც მორჩება, მეორე დღესაც შეიძლება შეიჭამოს.

ლევიანნი 22

21. თუ ვინმე სამშვიდობო მსხვერპლს შესწირავს უფალს აღთქმის შესასრულებლად ან ძღვნად, მსხვილფეხა იქნება ეს თუ წვრილფეხა საქონელი: უნაკლო უნდა იყოს, რათა მიღებულ იქნას; არავითარი ნაკლი არ ჰქონდეს.

მეორე რჯული 12

6. იქ მიიტანეთ თქვენი სრულადდასაწველნი, მსხვერპლები, მეათედები, ხელთაგან აღსავლენი, აღთქმულები, საქონლისა და ფარის პირველმონაგებნი;

მეორე რჯული 16

17. თითოეულმა იქიდან უძღვნას უფალს, თავის ღმერთს, რაც მიცემული აქვს.

მეორე რჯული 23

23. დაიცავი შენი ბაგიდან გამომავალი სიტყვა და აღასრულე, როგორც აღუთქვი უფალს, შენს ღმერთს, რაც ნებაყოფლობით აღუთქვი შენი პირით.

2ნეშტთა 31

14. კორე იმნას ძე, ლევიანი, აღმოსავლეთის მხარის კარის მცველი, ღმერთისადმი ნებაყოფლობით შენაწირის ზედამხედველი, რათა გაეცა უფლისთვის შემოწირული და წმინდა ნივთები.

2ნეშტთა 35

8. მისი მთავრებიც ნებაყოფლობით გასცემდნენ ხალხისთვის, მღვდლებისა და ლევიანებისთვის. ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა, ღვთის სახლის წინამძღვრებმაც მისცეს მღვდლებს საპასექო მსხვერპლებისთვის ორი ათას ექვსასი კრავი და სამასი ხარი.

ეზრა 1

6. ყველა მათი მეზობელი ეხმარებოდა მათ ვერცხლის ჭურჭლით, ოქროთი, ქონებით, პირუტყვითა და ძვირფასეულობით, გარდა იმისა, რაც ნებაყოფლობით შესწირეს.

ეზრა 2

68. როდესაც მოვიდნენ საგვარეუ-ლოს თავკაცები უფლის სახლში, რომელიც იერუსალიმშია, ნებაყოფლობით შესწირეს ღვთის სახლს, რათა აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე,

ეზრა 8

28. ვუთხარი მათ: „თქვენ წმიდა ხართ უფლისთვის და ეს ჭურჭელიც წმიდაა, ხოლო ეს ვერცხლი და ოქრო ნებაყოფლობითი შესაწირია თქვენი მამების ღმერთისადმი.

ფსალმუნი 118

108. მიიღე ნებაყოფილობითი შესაწირი ჩემი პირისა - გთხოვ, უფალო და მასწავლე შენი სამართალი.

იგავნი 3

9. პატივი ეცი უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველნაყოფიდან;

ეზეკიელი 46

12. როცა მთავარი ნებაყოფლობით სრულადდასაწველ მსხვერპლს ან სამშვიდობო შესაწირს აღასრულებს, გაუხსნიან აღმოსავლეთით მიმართულ კარიბჭეს, აღავლენს თავის სრულადდასაწველ შესაწირსა და სამშვიდობო მსხვერპლს, როგორც შაბათ დღეს აკეთებს, გავა და დაკეტავენ კარიბჭეს მისი გასვლის შემდეგ.

ამოსი 4

5. სამადლობელ შესაწირს გაფუებული ცომისგან სწირავთ და ახმაურებთ თქვენს ნებაყოფლობით მსხვერპლებს, სახალხოდ ამზეურებთ, რადგან ასე გჩვევიათ, ძენო ისრაელისა! - ამბობს უფალი ღმერთი.

2კორინთელთა 8

10. ჩემს აზრს გეტყვით ამაზე: რადგან სასარგებლო იქნება არამხოლოდ აღასრულოთ ის, რაც შარშან პირველებმა წამოიწყეთ, არამედ ხალისიც იქონიოთ.

11. ახლა კი საქმე დაასრულეთ, რათა, რისი გაკეთებაც ხალისით გეწადათ, შეასრულოთ კიდეც, თქვენი შესაძლებლობისამებრ.

12. ვინაიდან, როცა წადილი არის, შენაწირი მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს.

2კორინთელთა 9

6. იმასაც გეტყვით, რომ ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, ის უხვად მოიმკის.

7. თითოეულმა გაიღოს ისე, როგორც გულით განეწყო, არც მწუხარებითა და არც ძალდატანებით; ვინაიდან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს;

ფილიმონი 1

14. მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ ვინდომე, რათა შენი კეთილი საქმე ნაძალადევი კი არა, ნებაყოფლობითი ყოფილიყო.