3.27.7. В трудности призывaющиe Господа, a зaтeм зaбывaющиe

Исх. 9, 27.28.33.34

.

И послал фараон,и

призвал Моисея и

Аарона ,и сказал им:на

этот раз я

согрешил ;Господь

праведен,а я и народ

мой виновны.

Помолитесь

Господу ;пусть

перестанут громы Божии

и град ;и отпущу вас,и

не буду более

удерживать .

И вышел Моисей от

фараона из города,и

простер руки свои к

Господу ;и прекратились

гром и град,и дождь

перестал литься на

землю .

И увидел фараон,что

перестал дождь и град и

гром ,и продолжал

грешить,и отягчил

сердце свое сам и рабы

его. (Исх. 9, 27.28.33.34).

3.27.7. გასაჭირში უხმობენ უფალს, მერე კი ივიწყებენ

გამ.8,8-15; 9,27-30.33.[34] ლუკ.17,12-17

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 8

8. იხმო ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: შეევედრეთ უფალს, რომ მოგვაცილოს გომბეშოები მე და ჩემს ხალხს. მაშინ გავუშვებ თქვენს ხალხსაც და შესწირონ მსხვერპლი უფალს.

9. უთხრა მოსემ ფარაონს: მიბრძანე, როდის შევევედრო შენთვის და შენს მორჩილთათვის, შენი ხალხისთვის, რომ მოგაშოროს გომბეშოები შენ და შენს სახლებს, და მხოლოდ ნილოსში დარჩნენ?

10. უთხრა: ხვალ. უთხრა მოსემ: შენი სიტყვისამებრ იყოს! რათა იცოდე, რომ ვერავინ შეედრება ჩვენს უფალ ღმერთს.

11. მოგცილდებიან გომბეშოები შენ და შენს სახლებს, შენს მორჩილთ და შენს ხალხს; მხოლოდ ნილოსში დარჩებიან.

12. გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. შეჰღაღადა უფალს მოსემ გომბეშოების გამო, ფარაონისთვის რომ ჰყავდა მისეული.

13. აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და ამოწყდნენ გომბეშოები სახლებში, ეზოებში და მინდვრებში.

14. გროვებად დაყარეს და აქოთდა ქვეყანა.

15. დაინახა ფარაონმა, სული რომ მოითქვა ქვეყანამ და გაისასტიკა გული: არ მოუსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.

გამოსვლა 9

27. დაიბარა ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: ახლა კი ვხედავ, რომ შემიცოდავს; მართალია უფალი - დავაშავეთ მე და ჩემმა ხალხმა.

28. შეევედრეთ უფალს, შეწყდეს ღვთის გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ; მეტს აღარ დაყოვნდებით.

29. უთხრა მოსემ: როგორც კი გავალთ ქალაქიდან, ხელს გავიწვდი უფლისკენ და შეწყდება გრგვინვა და გადიღებს სეტყვაც, ვინძლო მიხვდე, რომ უფლისაა ეს ქვეყანა.

30. მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მორჩილნი.

33. გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქის გარეთ და გაიწოდა ხელი უფლისაკენ. შეწყდა გრგვინვა და სეტყვა და წვიმის წვეთიც აღარ დაცემულა მიწაზე.

34. დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა, გრგვინვაც და სეტყვაც, და კვლავ შესცოდა. გაიქვავეს გული მან და მისმა მორჩილებმა.

ლუკა 17

12. ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ

13. და შეღაღადეს: იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!

14. ისინი რომ დაინახა, უთხრა: წადით და ეჩვენეთ მღვდლებს. და წავიდნენ თუ არა, განიწმინდნენ.

15. ხოლო ერთი მათგანი, რომელმაც დაინახა, რომ განიკურნა, მობრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს.

16. იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა; და იყო იგი სამარიელი.

17. მიუგო იესომ და უთხრა: განა ათივე არ განიწმინდა? სადღა არიან ცხრანი?