2.1.52 Число 10 в Библии

2.1.52 რიცხვი "ათი" ბიბლიაში

წერილში იხსენიება ათი:

- ცხოვრების წლების მონაკვეთი დაბ.16,3 რუთ.1,4

- მართალი დაბ.18,32

- პირუტყვი დაბ.24,10; 32,15; 45,23 რიცხ.29,23; 3მფ.4,23

- წონა დაბ.24,22 რიცხ.11,32 ეზეკ.45,14

- დღე დაბ.24,55; 1მფ.25,37 იერ.42,7 დან.1,15 საქ.25,6

- ათისთავი გამ.18,21 რჯ.1,15

- გადასაფარებრლი გამ.26,1

- ზომა გამ.26,16; 36,21; 3მფ.6,26; 7,24; 2ნეშ.4,2 ეზეკ.40,11; 41,2; 42,4 ზაქ.5,2

- სვეტი გამ.27,12; 38,12

- კვარცხლბეკი გამ.27,12; 38,12; 3მფ.7,37

- მცნება გამ.34,28 რჯ.4,13; 10,4

- ქსოვილის ნაჭერი გამ.36,8

- ქალი ლევ.26,26

- ფულის ერთეული ლევ.27,5; 4მფ.5,5 მათ.18,24; 25,28 ლუკ.15,8; 19,13

- ქალაქი იესნ.15,57; 21,26; 1ნეშ.6,46

- ნაკვეთი იესნ.17,5

- მთავარი იესნ.22,14

- კაცი მსაჯ.6,27; 20,10 რუთ.4,2; 4მფ.25,25 ეზრ.8,24 ნეემ.11,1 იერ.41,8 ამ.5,3; 6,9 ზაქ.8,23

- ჭაბუკი 1მფ.25,4

- ხარჭა 2მფ.15,16; 20,3

- საჭურველმტვირთველი 2მფ.18,15

- წილი 2მფ.19,43

- საბანელი 3მფ.7,38

- ტომი 3მფ.11,31

- პური 1მფ.17,17; 3მფ.14,3

- სავაჭრო ხომალდი 3მფ.22,48

- ხელი ტანსაცმელი 4მფ.5,5

- ეტლი 4მფ.13,7

- მეფობის წლები 4მფ.15,17; 17,1; 2ნეშ.14,1

- საფეხური 4მფ.20,11 ეს.38,8 ეზეკ.40,49

- აუზი 2ნეშ.4,6

- სასანთლე 2ნეშ.4,7

- მაგიდა 2ნეშ.4,8

- შვილი ესთ.9,14

- უღელი ეს.5,10

- რქა დან.7,24 გმცხ.12,3

- მეფე დან.7,24 გმცხ.17,12

- ძნა ანგ.2,16

- კეთროვანი ლუკ.17,12

- დიადემა გმცხ.13,1

.

სიმბოლირებს:

- უკიდურესობას რიცხ.14,22

- საკმარისობას ნეემ.4,12

- მეტ ხარისხს დან.1,20

- სრულყოფილებას ლუკ.19,16.17

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 16

3. სარაიმ, აბრამის ცოლმა, ქანაანში მათი დამკვიდრების ათი წლის თავზე, ეგვიპტელი მხევალი ჰაგარი მისცა ცოლად თავის ქმარს.

დაბადება 18

32. თქვა აბრაჰამმა: "ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: "არც ათისთვის დავღუპავ”.

დაბადება 24

10. გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან, ხელში აიღო ყოველგვარი განძი თავისი ბატონის ქონებიდან, ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.

22. აქლემები რომ დარწყულდნენ, აიღო აბრაჰამის მსახურმა ნახევარი შეკელის წონა ოქროს რგოლი და ათი შეკელის წონა ორი სამაჯური

55. მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: "დარჩეს ყმაწვილქალი ჩვენთან ათიოდე დღით მაინც, მერე კი წაიყვანე”.

დაბადება 32

15. ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.

დაბადება 45

23. მამამისს კი ეგვიპტური დოვლათით დატვირთული ათი სახედარი, ათი ჭაკი ვირი ხორბლით და პურით დატვირთული გაუგზავნა, და საკვები - მამამისის სამგზავროდ.

გამოსვლა 18

21. ამასთან ერთად მოძებნე მთელ ერში უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი და ერთგულნი, რომელთაც სძულთ ანგარება და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუნიშნე ხალხს.

გამოსვლა 26

1. "სავანე გრეხილი სელისგან, ათი ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი გადასაფარებლისგან გააკეთე და ზედ ქერუბები ამოქარგე.

16. თითოეული ბოძის სიგრძე - ათი, ხოლო სიგანე ერთნახევარი წყრთა იყოს.

გამოსვლა 27

12. ეზოს სიგანეზე დასავლეთით ორმოცდაათი წყრთის სიგრძის ფარდა ჰქონდეს; თავისი ათი სვეტითა და ათი კვარცხლბეკით.

გამოსვლა 34

28. და იყო მოსე უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე: პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია; და დაწერა დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი მცნება.

გამოსვლა 36

8. გააკეთა თითოეულმა ოსტატმა, კარვის საქმის შემსრულებელმა: გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერუბებიც ამოქარგეს ზედ.

21. თითოეული ძელის სიგრძე ათი წყრთა იყო, სიგანე - ერთნახევარი.

გამოსვლა 38

12. დასავლეთის მხრიდან - ორმოცდაათი წყრთა ფარდა; და დაამზადა მისთვის ათი სვეტი და ათი კვარცხლბეკი; ვერცხლის კაუჭები და სამაგრები სვეტებისთვის.

ლევიანნი 26

26. შეგიმუსრავთ პურის მარაგებს, ათი ქალი გამოაცხობს თქვენს პურს ერთ თონეში და წონით მოგცემენ თქვენს პურს; შეჭამთ და ვერ გაძღებით.

ლევიანნი 27

5. თუ ხუთი წლიდან ოც წლამდეა, შენი შეფასება მამაკაცისთვის ოცი შეკელი იყოს, ქალისთვის კი - ათი.

რიცხვნი 11

32. მთელ იმ დღე-ღამეს და მთელ მეორე დღეს აგროვებდა ხალხი მწყერს; ყველაზე ცოტას ამკრეფმაც კი ათი ხომერი აკრიფა. ბანაკის გარშემო დაილაგეს თავისთვის.

რიცხვნი 14

22. ვერცერთი იმ კაცთაგანი, რომელმაც იხილა ჩემი დიდება და ჩემი ნიშნები, ეგვიპტეში და უდაბნოში რომ მოვახდინე, ათჯერ რომ გამომცადეს და მაინც არ ისმინეს ჩემი ხმა,

რიცხვნი 29

23. მეოთხე დღეს: ათი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.

მეორე რჯული 1

15. ავიყვანე მთავარნი თქვენი ტომებიდან, ბრძენი და გამოცდილი კაცები და თავკაცებად დაგინიშნეთ ისინი: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამხედველებად, ტომების მიხედვით.

მეორე რჯული 4

13. გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, ათი მცნება, რომელიც გიბრძანათ აღსასრულებლად; დაწერა მცნებები ქვის ორ დაფაზე;

მეორე რჯული 10

4. და დაწერა მან დაფებზე, როგორც მანამდე ეწერა, ათი მცნება, რომლებიც მთაზე შეკრების დღეს, შუაგულ ცეცხლიდან გითხრათ უფალმა, და მომცა ისინი უფალმა.

იესო ნავეს ძე 15

57. კინი, გიბყა და თიმნა - ათი ქალაქი თავისი სოფლებით.

იესო ნავეს ძე 17

5. ათი ნაკვეთი ერგო მენაშეს, გარდა გილყადისა და ბაშანის ქვეყნისა, იორდანეს მეორე მხარეს.

იესო ნავეს ძე 21

26. სულ ათი ქალაქი ერგოთ თავ-თავისი საძოვრებით კეჰათის ძეთა დანარჩენ საგვარეულოებს.

იესო ნავეს ძე 22

14. და მასთან ერთად ათი მთავარი, თითო მთავარი თითო საგვარეულოდან, ისრაელის ყველა ტომიდან. საგვარეულოს თითოეული მთავარი ათასეულის მეთაური იყო.

მსაჯულნი 6

27. წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა როგორც უთხრა უფალმა; მაგრამ თავის მამისსახლისა და ქალაქის მკვიდრთა შიშის გამო, ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე, ამიტომ ღამით გააკეთა.

მსაჯულნი 20

10. ისრაელის ყოველი ტომის ასეულიდან ათი კაცი გამოვარჩიოთ, ათასეულიდან - ასი, ათიათასიდან - ათასი; საგზლით მოამარაგონ ისინი, ვინც ბენიამინის გიბყაზე გაილაშქრებს, რათა დასაჯოს იგი იმ სამარცხვინო საქმის გამო, რომელიც ჩაიდინა ისრაელში!”

რუთი 1

4. შეირთეს მათ მოაბელი ცოლები - ერთს ყორფა ერქვა, მეორეს - რუთი და თითქმის ათი წელი ცხოვრობდნენ იქ.

რუთი 4

2. მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა მათ: "დასხედით აქ”. ისინიც დასხდნენ.

1მეფეთა 17

17. უთხრა იესემ დავითს, თავის ძეს: "წაიღე ეს ერთი ეფა მოხალული მარცვლეული და ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.

1მეფეთა 25

4. გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა: "ქარმელში ადით, ნაბალთან მიდით და ჩემი სახელით მოიკითხეთ.

37. დაჰკრა უფალმა ნაბალს ათი დღის შემდეგ და მოკვდა იგი.

2მეფეთა 15

16. გავიდა მეფე და გაჰყვა მთელი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა სასახლის მისახედად.

2მეფეთა 18

15. გარშემოერტყა აბესალომს ათი ჭაბუკი, იოაბის საჭურველთმტვირთველები, და განგმირეს აბესალომი.

2მეფეთა 19

43. მიუგეს ისრაელის კაცებმა იუდას კაცებს: "ათი წილი გვერგება მეფეში და დავითიც თქვენზე მეტად გვეკუთვნის. რად დაგვამცირეთ? განა პირველმა ჩვენ არა ვთქვით სიტყვა ჩვენი მეფის დასაბრუნებლად?” მაგრამ ისრაელზე უფრო მკაცრად ლაპარაკობდა იუდა.

2მეფეთა 20

3. როცა დაუბრუნდა დავითი თავის სახლს იერუსალიმში, გამოიყვანა მეფემ ათი ხარჭა, რომლებიც სასახლის მისახედად ჰყავდა დატოვებული, სახლში ჩაკეტა და მცველები დაუყენა. არჩენდა, მაგრამ აღარ შესულა მათთან. სიკვდილამდე გამოკეტილნი იყვნენ ისინი და ქვრივებივით ცხოვრობდნენ.

3მეფეთა 4

23. ათი ბაგაზე და ოცი საძოვარზე გამოკვებილი ხარი. ასი ცხვარი, გარდა ირმებისა, ქურციკებისა, შვლებისა და გამოკვებილი ფრინველებისა.

3მეფეთა 6

26. სიმაღლე ერთი ქერუბისა ათი წყრთა იყო და ასეთივე იყო მეორე ქერუბიც.

3მეფეთა 7

24. ირგვლივ, კიდის ქვემოთ, კიტრის ჩუქურთმები ჰქონდა შემოვლებული, ათ-ათი თითო წყრთაზე და ორ რიგად ევლებოდა ზღვას. კიტრები, ზღვასთან ერთად იყო ჩამოსხმული.

37. ასეთი სახის ათი კვარცხლბეკი გააკეთა: ყველა ერთიანად იყო ჩამოსხმული, ერთი ზომა ჰქონდა, ერთი სახე.

38. გააკეთა სპილენძის ათი საბანელი: ორმოც ბათს იტევდა თითოეული საბანელი, ოთხი წყრთა იყო თითოეული მათგანი; იმ ათი საბანელიდან თითოეული ერთ კვარცხლბეკზე იდგა.

3მეფეთა 11

31. უთხრა იერობყამს: "აიღე შენთვის ათი ნაჭერი, რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემ ათ ტომს.

3მეფეთა 14

3. აიღე ათი პური და კვერები, ქილა თაფლი და მიდი მასთან; ის გეტყვის, რაც დაემართება ყრმას”.

3მეფეთა 22

48. ათი სავაჭრო ხომალდი ააგო იოშაფატმა, ოფირიდან ოქროს შემოსაზიდად, მაგრამ ვერ ჩააღწიეს, რადგან დაიმსხვრნენ ყეციონ-გებერში.

4მეფეთა 5

5. თქვა არამის მეფემ: "ახლავე გაემგზავრე, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან”. წავიდა და წაიღო ათი ტალანტი ვერცხლი, ექვსი ათასი შეკელი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი.

4მეფეთა 13

7. მხოლოდ ორმოცდაათი მხედარი, ათი ეტლი და ათი ათასი ქვეითი შერჩა იეჰოახაზს, რადგან გაანადგურა ისინი არამის მეფემ და მიწის მტვერივით გათელა.

4მეფეთა 15

17. იუდას მეფის, ყაზარიას, ოცდამეცხრამეტე წელს გამეფდა მენახემ გადის ძე ისრაელზე; ათი წელი იმეფა სამარიაში.

4მეფეთა 17

1. ახაზის, იუდას მეფის მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყ ელას ძე სამარიაში ისრაელზე და ათი წელი იმეფა.

4მეფეთა 20

11. შეღაღადა ესაია წინასწარმეტყველმა უფალს და ათი საფეხურით უკან დააბრუნა ჩრდილი ახაზის გაკეთებულ მზის საათზე, როცა მასზე დაბლა ჩამოდიოდა.

4მეფეთა 25

25. მეშვიდე თვეს მოვიდა იშმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფის შთამომავალი, ათი კაცი ახლდა თან, განგმირა გედალიაჰუ და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, მიცფაში რომ იყვნენ მასთან ერთად.

1ნეშტთა 6

46. კეჰათის დანარჩენ ძეებს, მენაშეს ნახევარტომიდან, ათი ქალაქი მისცეს წილისყრით.

2ნეშტთა 4

2. გაუკეთა ჩამოსხმული ზღვა, ათი წყრთა კიდიდან კიდემდე, გარშემო მომრგვალებული, რომელსაც სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა და ოცდაათი წყრთა გარშემოწერილობა;

6. ათი მცირე აუზი გააკეთა; ხუთი - მარჯვნივ და ხუთი კი მარცხნივ მოათავსა, რათა მათში ამოევლოთ სრულადდასაწველად გამზადებული, მღვდელმსახურნი კი ზღვაში განიბანებოდნენ.

7. ოქროს ათი სასანთლე გააკეთა დადგენილი წესით და ტაძარში მოათავსა, ხუთ-ხუთი მარჯვნივ და მარცხნივ.

8. ათი მაგიდა გააკეთა და დადგა ტაძარში, ხუთი მარჯვნივ, ხუთიც - მარცხნივ; ასევე ოქროს ასი ფიალა გააკეთა.

2ნეშტთა 14

1. განისვენა აბიამ თავის მამებთან და დაკრძალეს იგი დავითის ქალაქში. მის ნაცვლად კი ასა, მისი ძე გამეფდა. ათი წლით მოისვენა ქვეყანამ მის დღეებში.

ეზრა 8

24. გამოვყავი თორმეტი მთავარი მღვდელი: შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან;

ნეემია 4

12. მოვიდნენ მათ გარშემო მცხოვრები იუდაელები და ათჯერ მაინც გვეუბნებოდნენ: "მოგვიბრუნდებიან და ყოველი მხრიდან თავს დაგვესხმიან”.

ნეემია 11

1. ერისმთავარნი იერუსალიმში დამკვიდრდნენ, დანარჩენმა ხალხმა კი წილი ჰყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში, წმიდა ქალაქში დასამკვიდრებლად მოეყვანათ, დანარჩენი ცხრა კი - სხვა ქალაქებში.

ესთერი 9

14. და ბრძანა მეფემ, რომ ასე გაკეთებულიყო! გაიცა ბრძანება შუშანში და ძელებზე ჩამოკიდეს ჰამანის ათი ვაჟი.

ესაია 5

10. რამეთუ ათი უღელი ხარის სათოხნი ვენახი ერთ ბათს მოიწევს და ხომერი თესლი - ეფას”.

ესაია 38

8. "აჰა, უკან დავაბრუნებ მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია ახაზიას საფეხურებზე, ათი საფეხურით უკან დავაბრუნებ”. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, უკვე ჩავლილი რომ ჰქონდა.

იერემია 41

8. ათი კაცი იმყოფებოდა მათ შორის, რომლებმაც ისმაელს უთხრეს: "ნუ მოგვკლავთ, რადგან მინდორში საიდუმლოდ გვაქვს შენახული ხორბალი და ქერი, ზეთი და თაფლიო”; აღარ დახოცა ისინი მათ ძმებთან ერთად.

იერემია 42

7. ათი დღის თავზე იყო უფლის სიტყვა იერემიასადმი.

ეზეკიელი 40

11. გაზომა კარიბჭის შესასვლელის სიგანე - ათი წყრთა, შესასვლელის სიგრძე - ცამეტი წყრთა;

49. დერეფნის სიგრძე ოცი წყრთა იყო, სიგანე - თერთმეტი წყრთა; ათი საფეხურით ადიან მასზე. იქვე საყრდენები იყო, ერთი - ერთი მხრიდან, მეორე - მეორე მხრიდან.

ეზეკიელი 41

2. შესასვლელის სიგანე - ათი წყრთა; შესასვლელის გვერდები - ხუთი წყრთა ერთ მხარეს, ხუთი წყრთა - მეორე მხარეს; გაზომა მისი სიგრძე და ორმოცი წყრთა იყო, სიგანე - ოცი წყრთა.

ეზეკიელი 42

4. სენაკთა წინ გასასვლელი ათი წყრთის სიგანით ეზოს შიგნით, გზა - ერთი წყრთა; შესასვლელები ჩრდილოეთიდან ჰქონდა.

ეზეკიელი 45

14. ზეთის დადგენილი წილია: ზეთის საწყაო ქორია ხომერიდან; ქორი ხომერის მეათედია, რადგან ათი ქორია ხომერში.

დანიელი 1

15. ათი დღის თავზე დაინახა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანსაღები იყვნენ, ვიდრე ყმაწვილები, მეფის რჩეულ ულუფას რომ ჭამდნენ.

20. ყოველგვარ სიბრძნესა და გონიერებაში, რაც მეფემ გამოჰკითხა მათ, აღმოჩნდა, რომ ისინი სამეფოს ყველა მოგვსა და ჯადოქარზე ათჯერ მეტად გონიერნი იყვნენ.

დანიელი 7

24. ათი რქა კი იმ სამეფოდან აღმდგარი ათი მეფეა. მათ შემდეგ სხვა გამოვა, განსხვავებული იქნება პირველთაგან და სამ მეფეს დაამხობს.

ამოსი 5

3. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ათასის გამომყვან ქალაქს ასიღა შერჩა, ასის გამომყვანს, ათიღა შერჩა ისრაელის სახლიდან.

ამოსი 6

9. და იქნება: ათი კაციც რომ დარჩნენ ერთი გვარიდან, ისინიც დაიხოცებიან.

ანგია 2

16. იყო დრო, მოდიოდნენ ოცძნიან ზვინთან და ათი იყო, მოდიოდნენ ორმოცდაათ საწყაულიან ქვევრთან ღვინის ამოსახაპად და ოცი ხვდებოდათ.

ზაქარია 5

2. მკითხა: რას ხედავ? მივუგე: აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთაა, სიგანით - ათი წყრთა.

ზაქარია 8

23. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ დღეებში ათი კაცი ყველა ერისა და ენისგან მოეჭიდება იუდას კაცის სამოსელის კიდეს და იტყვიან: წამოვალთ თქვენთან, რადგან გავიგეთ, რომ თქვენთანაა ღმერთი.

მათე 18

24. ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.

მათე 25

28. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.

ლუკა 15

8. ანდა დედაკაცს, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს ლამპარს, სახლს არ გამოგვის და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის?

ლუკა 17

12. ერთ სოფელში რომ შედიოდა ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც შორიახლოს გაჩერდნენ.

ლუკა 19

13. მოუხმო თავის ათ მონას, მისცა ათი მინა და უთხრა, ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო.

16. მოვიდა პირველი და უთხრა: ბატონო, შენმა მინამ ათი მინა მოიგო.

17. უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფებაო.

საქეები 25

6. ათი თუ რვა დღე დაჰყო მათ შორის და დაბრუნდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა მსაჯულის ადგილზე და პავლეს მოყვანა ბრძანა.

გამოცხადება 12

3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში - აჰა, დიდი წითელი გველეშაპი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და თავებზე შვიდი დიადემა ედგა.

გამოცხადება 13

1. და დავინახე ზღვიდან ამომავალი მხეცი, შვიდი თავი და ათი რქა რომ ჰქონდა; რქებზე ათი დიადემა ედგა, თავებზე კი - საგმობი სახელები.

გამოცხადება 17

12. ათი რქა, რომლებიც იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას როგორც მეფეები, ერთი საათით.