2.15.7 Что посеем, то пожнем

<<Твои плоды>> Очередная осень наступила

И закружила желтая листва, Она плодами щедро одарила, Но только тех, кто ожидал плода.

Кто по весне посеял свое семя,

Сегодня пожинает во сто крат,

А кто в пустую тратил свое время,

Глядит сегодня на соседский виноград.Мы жнём сегодня то,кто что посеял,

Из тыквеных семян, мы тыкву жнём.

Кто ж сеял в свою почву осуждение,

Тот вынужден принять подобный плод. Ты посмотри на грядку своей почвы,

Какие ты увидишь там плоды?

Букет цветов? а может букет боли?

То что найдешь, знай,сеял это ты.

(Из инета)

2.15.7 რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით

იობ.4,8; 15,31 იგავ.1,31; 6,14.19; 11,18 ოს.8,7; 10,12.13 ლუკ.16,25 რომ.2,6-10; 1კორ.6,9; 2კორ.9,6 გალ.6,[7]

ბიბლიის მუხლები

იობი 4

8. როგორც მინახავს, სიავის მხვნელნი და სიცრუის მთესველნი მასვე მოიმკიან.

იობი 15

31. ამაოდ ნუ ერწმუნება გზადაკრგული, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური.

იგავნი 1

31. იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან.

იგავნი 6

14. ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს.

19. ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი.

იგავნი 11

18. ბოროტეული ყალბ საქმეებს სჩადის, სიმართლის მთესველი კი ჯილდოს ღებულობს.

ოსია 8

7. რადგან ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან; თავთავები არა აქვს, მარცვალს ვერ გაიკეთებს მცენარე; თუ გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ.

ოსია 10

12. თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ თქვენთვის ყამირი, დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს გაწვიმებდეთ.

13. თქვენ ხნავდით ბოროტს და იმკიდით უსამართლობას; ჭამდით სიცრუის ნაყოფს, რადგან ესავდით თქვენს გზას, თქვენი მეომრების სიმრავლეს.

ლუკა 16

25. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.

რომაელთა 2

6. რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს:

7. მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას - საუკუნო სიცოცხლეს;

8. ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა - რისხვასა და გულისწყრომას.

9. ჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანზე, ვინც ბოროტს სჩადის - ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენსაც.

10. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა სიკეთის ყოველ მქნელს - იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც.

1კორინთელთა 6

9. განა არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს? თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,

2კორინთელთა 9

6. იმასაც გეტყვით, რომ ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, ის უხვად მოიმკის.

გალატელთა 6

7. ნუ ცდუნდებით, ღმერთი დასაცინი არ ხდება, ვინაიდან, რასაც თესავს კაცი, იმას იმკის!

__თემაზე წერდნენ__

***

რა მწუხარებაც უნდა გეწვიოს, ნურავის დაადანაშაულებ მასში, გარდა საკუთარი თავისა და თქვი: “ეს ჩემი ცოდვების გამო შემემთხვა.”

__ წმ. აბბა ორი __

***

ვინც ლამობს ქვეყნად ბოროტებით თავი გაირთოს,

ნუ აქვს იმედი, განკითხვის დღეს თავი არიდოს!

ღმერთმა შეუნდო, ვინც ვერ შეძლო სიკეთის თესვა,

მაგრამ ავისმქმნელ არამზადას ის არ დაინდობს.

__ ომარ ხაიამი __

***

არაფერს შეუძლია უბედურება შემამთხვიოს, თუ არა საკუთარ ჩემს თავს; ბოროტი ჩემშივეა და ჩემითვე; და თუ მე ვიტანჯები, ეგ ჩემი საკუთარი თავის ბრალია.

__ ბერსანდენ დე სენ-პიერი __

***

ჩვენი მტერნიც და ჩვენი მოყვარენიც თვითონ ჩვენი საქმენი არიან.

__ მინდრაჟი __

***

ერთი ხაბაზი ყიდულობდა ხოლმე კარაქს ერთსადაიმავე ფერმერისგან. ერთხელ ისე მოხდა, რომ კარაქის წონა მნიშვნელოვნად დაბალი იყო ჩვეულებრივზე. ხაბაზმა გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსთვის.

“თქვენ ალბათ გაქვთ სასწორი”, - უთხრა ფერმერს მოსამართლემ.

“მაქვს ბატონო, ოღონდ გირების გარეშე!”

“აბა როგორ საზღვრავთ კარაქის წონას?”

“ძალიან უბრალოდ: როცა ხაბაზმა ჩემგან კარაქის აღება დაიწყო, მე ვყიდულობდი მისგან პურს; ყოველთვის ვამოწმებდი კარაქის წონას ხაბაზის მიერ გამომცხვარ ფუნტის წონის ფუნთუშით, ამიტომ, თუ კარაქის წონა აღმოჩნდა ჩვეულებრივზე დაბალი, დე ხაბაზმა თავისი თავი დაიდანაშაულოს!”

ასეთია საერთოდ ყოველგვარი ცოდვა! გარდაუვალია დღე, როცა “ჩვენი ცოდვა მოგვნახავს ჩვენ”, - ან ამ ცხოვრებაში ან იქ. და მაშინ მატყუარა აღმოჩნდება “მოტყუებული”. მართალი სამსჯავროს კანონი, თქმა არ უნდა, რომ სწორია. აუცილებლად დადგება საათი, როცა მოვიმკით იმას, რაც დავთესეთ.

__ იაკობ ლევენი __

***

"მამიკო, - უთხრა მომაკვდავმა გოგონამ, - რამდენი ფული დახარჯე ჩემი გულისთვის მთელი წლის მანძილზე?"

მამა ამქვეყნიური კაცი იყო, ცოტას ფიქრობდა ღმერთზე და სრულიად დანთქმულიყო ქვეყნიურ საქმეებში. ახლა, თავისი ერთადერთი შვილის მოახლოებული სიკვდილის წინაშე იგი ძლიერ მოტეხილიყო.

“ოჰ, ჩემო შვილიკო. ნუ მელაპარაკები ამაზე! რა საჭიროა დანახარჯის თვლა! მე დავხარჯავდი ასჯერ მეტს, ოღონდაც კი გნახო შენ ცოცხალი! . . ”

გოგონა კი არ ცხრებოდა: “მამიკო, მითხარი მე მინდა ვიცოდე”.

“მაშ თუ ასეა, - დათანხმდა ბოლოს მამა, - გეტყვი დაახლოებით”. და მან დაასახელა საგრძნობლად დიდი თანხა.

ჩამოწვა სიჩუმე. გოგონას აზროვნება რაღაცამ გაიტაცა, როგორც ჩანდა. ბოლოს, მისუსტებულმა ხმამ, ამოთქვა, რომელიც მალე სამუდამოდ უნდა გამქრალიყო:

“მამიკო! აღმითქვი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ შენ ყოველწლიურად დახარჯავ ასეთივე თანხას სხვა ბავშვებზე, რომლებიც ცხოვრობენ უფრო ღარიბად, ვიდრე მე ვცხოვრობდი და რომელთაც არა ჰყავთ ასეთი კეთილი მამიკო, როგორც მე მყავხარ . . . გააკეთებ ამას, მამიკო? . . ”

მამა ააღელვა თავისი პატარის სიტყვებმა და მტკიცედ აღუთქვა, რომ აასრულებდა მის სურვილს.

იცით რა მოხდა ამით? ქვეყნიური, სრულიად უგულისყუროდ აქამდე მცხოვრები კაცი სრულიად გამოიცვალა. იყო მდიდარი და დარჩა უშვილოდ. გოგონას სიტყვებმა აიძულეს დაფიქრებულიყო მასზე, რასაც ავალდებულებდა მისი სიმდიდრე. მან ააშენა სახლი, ჯერ ერთი, შემდეგ რამდენიმე, რომლებშიც მრავალმა ობოლმა ჰპოვა თავშესაფარი. თვით იგი უკეთესად და ბედნიერად გრძნობდა თავს იმით, რომ იქცა იესო ქრისტეს მოწაფედ. ეს კი მოხდა მისი მომაკვდავი გოგონას ჩაგონებით!

დათესეთ კეთილი აზრები და მოიმკით კეთილ საქმეებს.

__ იაკობ ლევენი __