1.7.13 Большой палец

Исх.29,10 Лев.8,23.24; 14,14.17.25.28 Суд.1,6.7 Дан.2,41.42

1.7.13 ცერა თითები

- მსხვერპლის სისხლის ცხება მორჩილების ნიშნად გამ.29,20

- ცხება, როგორც მიძღვნის აქტი ლევ.8,23.24

- განწმენდის აქტი ლევ.14,14.17.25.28

- ტყვეებისთვის მორჩილების ნიშნად დააჭრეს მსაჯ.1,6.7

- კერპის ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა დან.2,41.42

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 29

20. დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და სცხე აარონს ყურის ბიბილოზე, მის შვილებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, და ირგვლივ მოასხურე სისხლი სამსხვერპლოს.

ლევიანნი 8

23. დაკლა იგი მოსემ, აიღო მისი სისხლი და სცხო აარონს მარცხენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.

24. მოიყვანა აარონიანები და სცხო მათაც სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის ცერზე. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ მოსემ.

ლევიანნი 14

14. აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს მღვდელი გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.

17. დანარჩენ ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, მღვდელი სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლი სცხია.

25. დაკლავს დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.

28. სცხებს მღვდელი ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის გამოსასყიდის სისხლია.

მსაჯულნი 1

6. უკუიქცა ადონი-ბეზეკი, დაედევნენ, შეიპყრეს და ხელებზე და ფეხებზე ცერები დააჭრეს.

7. თქვა ადონი-ბეზეკმა: სამოცდაათი მეფე, ხელებზე და ფეხებზე ცერები რომ დავაჭერი, ჩემი სუფრის ქვეშ აგროვებდა ნამვსრევს. რასაც ჩავდიოდი, იგივე მომაგო ღმერთმა. წაიყვანეს იგი იერუსალიმში და იქ მოკვდა.

დანიელი 2

41. როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ - რკინისა. ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა.

42. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე.