2.14.20. Надеяться не на богатства, а на Бога

1Тим.6,17

2.14.20. სიმდიდრეზე ნუ დადებ იმედს, არამედ ღმერთს მიენდე

იობ.31,24-28 იაკ.1,9-11; 1ტიმ.6,[17]

.

- სიმდიდრეს ღმერთი გაძლევს, ნუ დაივიწყებ და განადიდე იგი რჯ.6,10-12 ეკლ.5,18 დან.5,23 ოს.13,6

.

- სიმდიდრის შეძენის ძალაც უფლისგან გაქვს რჯ.8,16-18

.

- იყავი გულმოწყალე სხვების მიმართ, რათა გქონდეს საუნჯე ცაში მათ.19,21; 27,57-60 მარ.10,21

.

- გახსოვდეს: სიმდიდრით როდი ცოცხლობს კაცი ლუკ.12,15-21

.

- სიმდიდრე ნუ გაგაბრიყვებს ფს.72,7

.

- სამუდამო არ არის იგავ.27,24

.

- ფულის მოყვარულობა ამაოებაა ეკლ.5,9-11 ზირაქ.31,5-8

.

- დამარხული სიმდიდრე მტანჯველი ბოროტებაა ეკლ.5,12.13

.

- ნუ იზრუნებ დაგროვებაზე, თვალს მიაპყრობ და გამქრალია, ან სხვას რჩება იგავ.23,4.5 ეკლ.6,2

.

- მოიდრიკე ღვთის წინაშე და მიიღებ მისი გულუხვობიდან 2ნეშ.32,25-29 იერ.17,7.8

.

- გამდიდრებულმა არ უარყო, არ თქვა, ვინ არის უფალიო იგავ.30,9

.

- სიმდიდრის მოიმედე დაეცემა იგავ.11,28 ეზეკ.16,49

.

- მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში მათ.19-21-24 მარ.10,21-25

.

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 6

10. და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამო ეფიცებოდა აბრაამს, ისაკს და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდი და მშვენიერი ქალაქებითურთ, რომლებიც შენ არ აგიშენებია,

11. ყოველნაირი დოვლათით ავსებული სახლებითურთ, რომლებიც შენ არ აგივსია, ამოთხრილი ჭებითურთ, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც შენ არ გაგიშენებია, და შენც შეჭამ და გაძღები,

12. ფრთხილად იყავი, რომ არ დაგავიწყდეს უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.

მეორე რჯული 8

16. გკვებავდა უდაბნოში მანანით, რაც არ იცოდა თქვენმა მამა-პაპამ, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე შენივე სიკეთისთვის სამომავლოდ;

17. რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და მკლავის ღონემ შემძინაო ეს დოვლათი.

18. გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან ის გაძლევს სიმდიდრის შეძენის ძალას, რომ დღევანდელივით შეასრულოს აღთქმა, რომელიც ფიცით დაუდო შენს მამა-პაპას.

2ნეშტთა 32

25. არ მიაგო იეხიზკიაჰუმ სანაცვლო მისთვის გაწეულ სიკეთეს, რადგან გადიდგულდა. და იყო ღვთის რისხვა მასზე, იუდაზე და იერუსალიმზე.

26. მოდრკა იეხიზკიაჰუ თავის დიდგულობაში და მასთან ერთად იერუსალიმის ყველა მკვიდრი, და აღარ დასტყდომიათ ღვთის რისხვა იეხიზკიაჰუს დღეებში.

27. დიდზე დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა იეხიზკიაჰუს. საგანძურები გაიჩინა ვერცხლისთვის, ოქროსთვის, ძვირფასი ქვებისთვის, ნელსაცხებლებისთვის, ფარებისთვის და ყოველი სასურველი ნივთისთვის,

28. ბეღლები მიწის ნაყოფთათვის, პურისთვის, ღვინისთვის და ზეთისთვის, გომურები ყოველგვარი პირუტყვისთვის, და ფარეხები ცხვრის ფარისთვის.

29. აიშენა თავისთვის ქალაქებიც. ცხვარ-ძროხის ჯოგები მრავლად ჰყავდა, რადგან ღმერთმა მას დიდძალი დოვლათი მისცა.

იობი 31

24. თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს!

25. თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელმა!

26. თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა

27. იდუმალ მოცთუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისთვის!

28. ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი.

ფსალმუნი 72

7. სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.

იგავნი 11

28. თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი ფოთლებივით გაიშლებიან.

იგავნი 23

4. გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი.

5. თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება.

იგავნი 27

24. რადგან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი გადაეცემა თაობიდან თაობას.

იგავნი 30

9. რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.

ეკლესიასტე 5

9. ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება, და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით. ესეც ამაოებაა.

10. ბევრ დოვლათს ბევრი მჭამელი ჰყავს; რაღა დარჩება პატრონს მისას? მხოლოდ ყურება.

11. ტკბილია ძილი მშრომელი კაცის, გინდ ცოტა ჭამოს, გინდ ბევრი; ხოლო სიმაძღრე ძილს უფრთხობს მდიდარს.

12. არის, მიხილავს მტანჯველი ბოროტება ამ მზისქვეშეთში: პატრონის საზიანოდ დამარხული სიმდიდრე.

13. დაიკარგება ეს სიმდიდრე უბედური შემთხვევის გამო და შვილი მისი ხელცარიელი დარჩება;

18. კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის შნოსაც, რომ მოიხმაროს, მიიღოს წილი და გაიხაროს თავისი შრომით; ეს ყველაფერი ღვთის წყალობაა.

ეკლესიასტე 6

2. მისცემს კაცს ღმერთი ქონებას, სიმდიდრეს და დიდებას, და აჰა, ყველაფერი აქვს, რაც კი ინატრა, მაგრამ ღმერთი არ მოახმარებს და სხვა, უცხო ვინმე, მოიხმარს. ამაოება არის ეს და უბედურება.

ზირაქი 31

5. ოქროს მოყვარული ვერ გამართლდება და ფულის მადევარს მისივე წყალობით აერევა გზა-კვალი.

6. მრავალნი დაეცნენ ოქროს გულისთვის და მათსავე თვალწინ მოხდა მათი დამხობა.

7. იგი შებრკოლების ძელია მისით აღტაცებულთათვის და ყოველი უგუნური შეიპყრობა მისით.

8. ბედნიერია მდიდარი, რომელიც უმწიკვლო აღმოჩნდა და რომელიც უკან არ გამოდგომია ოქროს.

იერემია 17

7. კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.

8. იქნება იგი წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი.

ეზეკიელი 16

49. აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ.

დანიელი 5

23. შენ თავი აღაზევე ზეციერი მეუფის წინააღმდეგ; მოგართვეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით ღვინოს; ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ; ის ღმერთი კი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე.

ოსია 13

6. როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე.

მათე 19

21. იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

22. ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.

23. ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში.

24. ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.

მათე 27

57. მწუხრის ჟამს მოვიდა მდიდარი არიმათიელი კაცი, სახელად იოსები, რომელიც აგრეთვე იესოს მოწაფე იყო.

58. მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი; და მაშინ ბრძანა პილატემ, მიეცათ მისთვის.

59. წამოიღო მისი გვამი იოსებმა, და შეახვია წმიდა ტილოში.

60. და დაასვენა იგი ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა; დიდი ლოდი მიაყუდა სამარხის კარს და წავიდა.

მარკოზი 10

21. იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

22. ხოლო ის შეაკრთო ამ სიტყვამ და დამწუხრებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.

23. მიმოიხედა იესომ და თავის მოწაფეებს უთხრა: რარიგ ძნელია მდიდრისათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.

24. მოწაფეებს გაუკვირდათ ეს სიტყვები, ხოლო მან ხელახლა მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრის მოყვარულთათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.

25. აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.

ლუკა 12

15. და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით და ეკრძალეთ ანგარებას, ვინაიდან კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი ცოცხლობს იგი.

16. და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა;

17. საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი?

18. და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს.

19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.

20. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?

21. ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის.

იაკობი 1

9. დე, თავმდაბალი ძმა იქადოდეს თვისი სიმაღლით,

10. ხოლო მდიდარი - თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა იგი.

11. რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე.

1ტიმოთე 6

17. მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;