3.28.1. Молитвы к св. Георгию

3.28.1. ლოცვები წმ. გიორგის მიმართ

- მესამე საუკუნის მაცხოვრის რწმენისთვის თავდადებლმა კაბადოკიელმა დიდმოწამემ სარწმუნოებრივი ავტორიტეტი ძველი ქართული წარმართული მთვარის ღვთაების თეთრი გიორგის გამო მოიპოვა და შემორჩა დღევანდლამდე, რასაც ქართული ეკლესია არათუ არ ებრძოდა, მიზანმიმართულად ანაცვლებდა ძველ კულტს ახლით. არ ანგრევდა ყოველ გორაკზე ნაშენ წარმართულ ნაგებობებს ღვთის ხალხის მსგავსად, როგორც ამას ვხედავთ წმ. წერილში რიცხ.33,52

- კახეთში დღემდეა მოღწეული ეკლესია თეთრი გიორგის სახელზე, სადაც უცვლელი სახითაა შემორჩენილი წარმართული ტრადიციები. ეკლესია თავად უწყობს ხელს - ფრაზას "სნეულთა მკურნალი" კაბადოკიელი მთავარმოწამის ტროპარშიც ვხვდებით და თეთრი გიორგის აშკარა მიმდევრების რწმენაშიც. საქმე იმაშია, რომ წმ. გიორგი საკუთარ უფალზე აღმატებულად თავს არ მიიჩნევდა სიცოცხლეში, როგორც მისი შუამდგომლობის მოსურნენი ევედრებიან და უსათუოდ პირადად გამოითხოვდა წყალობას უფლისგან, სხვა ღვთისკაცთა მსგავსად ფს.3,5.6; 16,1-3; 140,1.2; 141,2.3

- წმ.გიორგი ყველაზე დიდი ავტორიტეტია გარდასულ წმიდათა შორის, მაგრამ იმავდროულად ვიცით წმ.წერილიდან, რომ უნდოა კაცის გული და არ ვუწყით თუ გარდაცვლილთაგან ვის ენდობა უფალი იერ.17,9

- ახლა ვნახოთ მისთვის ყველაზე უფრო სანდო წმიდანებზე რას ამბობს უფალი: რაც უნდა ავტორიტეტულნი იყვნენ, მათ თურმე არ შეუძლიათ არავისი ხსნა! ეზეკ.14,13-20

- ჩვენი შუამდგომელი (მეოხი) არის სული წმიდა რომ.8,26

ბიბლიის მუხლები

 

რიცხვთა 33

52. აჰყარეთ თქვენს წინაშე ქვეყნის მკვიდრნი, გაანადგურეთ ყველა მათი გამოსახულება და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი და მოუშალეთ ყველა გორაკი.

ფსალმუნი 3

5. ჩემი ხმით მოვუხმობ უფალს და ის მიპასუხებს თავის წმიდა მთიდან. სელა.

6. ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი.

ფსალმუნი 16

1. ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.

2. შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ სწორად.

3. შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას. 

ფსალმუნი 140

1. ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემსკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.

2. წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე, ხელთა აღპყრობა - შესაწირავად მწუხრის ჟამისა.

ფსალმუნი 141

2. ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები.

3. გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაკებ.

იერემია 17

9. უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას? 

ეზეკიელი 14

13. ადამის ძევ! თუ ქვეყანა შესცოდავს ჩემს წინაშე და განმიდგება, ხელს მოვუღერებ და პურის კვერთხს გადავუმტვრევ, მოვუვლენ შიმშილს და გავუწყვეტ კაცსა და საქონელს.

14. ეს სამი კაცი რომ აღმოჩნდეს მათ გარემოში - ნოე, დანიელი და იობი, თავიანთი სიმართლით გადაირჩენდნენ თავს, ამბობს უფალი ღმერთი.

15. თუ სასტიკ მხეცებს მივუშვებდი ქვეყანაზე და გაატიალებდნენ, ისე გაუდაბურდებოდა, რომ მხეცების შიშით ვერავინ გაივლიდა იქ,

16. ეს სამი კაციც (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდა თავის ვაჟებს და ასულებს; მხოლოდ საკუთარ თავს გადაარჩენდა, ქვეყანა კი გაუდაბურდებოდა.

17. თუ მახვილს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და ვეტყოდი: მახვილო, ჩაიარე-მეთქი ქვეყანაში! და გავუწყვეტდი კაცსა და საქონელს,

18. ეს სამი კაციც (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდა თავის ვაჟებს და ასულებს, მხოლოდ თვითონ გადარჩებოდნენ.

19. თუ ჟამს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და სისხლით გადმოვანთხევდი მასზე ჩემს რისხვას კაცისა და საქონლის ამოსაწყვეტად,

20. ვერც ნოე, ვერც დანიელი და ვერც იობი (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდნენ ვაჟსა და ასულს, მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ თავიანთი სიმართლით.

რომაელთა 8

26. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით.

თემაზე წერდნენ

 ქართველი ერი წმიდა გიორგის ყველაზე მეტად თაყვანსა სცემს. არც

ღმერთისა და იესო ქრისტეს, არც ერთი წმიდანის

სახელობაზე არ მოიპოვება იმდენი ტაძარი საქართველოში,

რამდენიც წმიდა გიორგის სახელობაზეა აშენებული. ჯერ

კიდევ XIV ― XV ს. გერმანელი მოგზაური ჰანს შლიტბერგერი

წერდა, რომ ქართველები წმიდა გიორგის მეტის-მეტად

თაყვანსა სცემენო. ხოლო ვახუშტის აღნიშნული აქვს, რომ

საქართველოში "არ არიან ბორცუნი და მაღალნი გორანი,

რომელსა ზედა არ იყოს შენნი ეკლესიანი წმიდის

გიორგისანი"-ო120. ამას გარდა ყურადღების ღირსია ის

გარემოება, რომ თითქმის ყველა უმთავრესი ეკლესიები და

დღეობები საქართველოში წმიდა გიორგის სახელობაზეა121.

ხალხში გავრცელებულია კიდევ რწმენა, რომ საქართველოში

იმდენი წმიდა გიორგის ეკლესიაა და იმდენი წმიდა გიორგია,

რამდენიც წელიწადში დღეებია; ერთი სიტყვით, ვახუშტის

ზემომოყვანილი ცნობა, რომ მთა არ მოიპოვება

საქართველოში, სადაც მის მწვერვალზე წმიდა გიორგის

ეკლესია არ იყოსო, ძალიან გაზვიადებული არ არის და

ჭეშმარიტებას უახლოვდება.

ერთი სიტყვით, როგორც სახალხო თქმულებების შესწავლა,

ისე დღეობებისა და ხატობის დაკვირვება ცხადად ამტკიცებს,

რომ ქართველი ერის სარწმუნოებრივ წარმოდგენაში

უფროსობითა და ძლიერებით პირველი ადგილი წმიდა

გიორგის უკავია, მეორე ― ღმერთს-შემოქმედს, მესამე ―

ელიას.

ხევსურებისა და ფშავლების ხევის-ბერები ლოცვის დროს

წმიდა გიორგის პირდაპირ ღმერთად იხსენიებენ: "ღმერთო

იხინჭის წმინდა გიორგივ", ასე დაიწყებენ ხოლმე ლოცვას

ისინი ქადაგების კურთხევის დროს122; სვანებიც გიორგის

ღმერთის მსგავსად თაყვანსა სცემენ და ღმერთზე ძლიერად

მიაჩნიათ.

(ივანე ჯავახიშვილი)

***

წმინდა გიორგის აღმატებული თაყვანისცემის მაგალითია მისი შემოქმედ ღმერთზე მაღლა დაყენებაც. რაც, რა თქმა უნდა, ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგება და მისი გამოძახილი წარმართულ საქართველოში უნდა ვეძიოთ.

ქართული ტომები ოდითგანვე განსაკუთრებულ თაყვანისცემას მებრძოლ ღვთაებებისადმი იჩენდნენ: ლაშარის ჯვარი, კოპალა, იახსარი, გიორგი ნაღვარმშვენიერი და, რა თქმა უნდა, ქართული რასის მისტერიათგან შობილი: თეთრი გიორგი.

__ უცნობი ავტორი __

 

*** თეთრი გიორგი, თავის მხრივ, ქართველთ ასტრალურ პანთეონში მთავარ, მამრული საწყისის განმასახიერებელ მთვარის კულტთან იყო დაკავშირებული. ესე იგი, ქართულ წარმართობაში ძირითად თაყვანისცემის ობიექტად მამრობითი ძალის ღვთაება გვევლინება. 

მიუხედავად იმისა, რომ მთვარის კულტის (თეთრი გიორგის) ადგილზე წმ. გიორგის კულტი დამკვიდრდა და იგი ყველა ღმერთზე პოპულარული გახდა, საერთოდ ციურ მნათობთა კულტი და განსაკუთრებით მთვარისადმი რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისდამი თაყვანისცემის ზოგიერთი ელემენტი დღემდეა შემორჩენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

მაგალითად, სვანეთში მისი გამოსახულებით მოხატულია ზოგიერთი ქრისტიანული ეკლესია. როგორიცაა ჩუკულის (ქვემო სვანეთი) მთავარანგელოზის ეკლესიის გუმბათი, რომელიც მე-11 საუკუნეშია აშენებული, გაყოფილია ორ ნაწილად და მასში ერთ მხარეს მთვარეა გამოსახული, რომლის წრის ცენტრში მამაკაცის სახეა ჩახატული, ხოლო მეორე მხარეს მზე, ქალის სახის გამოსახულებით.

აქ ერთდროულადაა წარმოდგენილი ქრისტიანული და წარმართული რელიგიური რწმენის ამსახველი სურათები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად ქრისტიანობის საკმაო სიმტკიცისა, წარმართული კულტები მაინც ვერ იქნა სრულად დაძლეული. როგორც ჩანს, ქრისტიანობა ვერ მოერია ბევრ წარმართულ კულტს და ამიტომ ტრანსფორმირებული სახით ისინი თავისად გაიხადა.

__ უცნობი ავტორი __