3.46.36 Не заботьтесь в испытании, что сказать; ибо дано будет

3.46.36 განსაცდელისას ნუ იზრუნებთ, სათქმელს ღვთის სული მოგცემთ

- ღვთის შვილებს არ ესაჭიროებათ წინასწარი რეპეტირება რა და როგორ თქვან განსაცდელის ჟამს თავის სამართლებლად და დასაცავად იერ.1,8.9 მათ.10,19.20 მარ.13,11 ლუკ.12,11.12; 21,12-15 საქ.4,7.8

ბიბლიის მუხლები

იერემია 1

8. ნუ შეუშინდები მათ სახეებს, რადგან შენთან ვარ და დაგიფარავ!” - ამბობს უფალი.

9. გამოიწოდა ხელი უფალმა, შეეხო ჩემს ბაგეს და მითხრა: "აი, ბაგეებში ჩაგიდე ჩემი სიტყვები.

მათე 10

19. ხოლო როცა გადაგცემენ, ნუ იდარდებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, რადგან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ.

20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.

მარკოზი 13

11. როცა წაგიყვანენ გადასაცემად, წინასწარ ნუ იდარდებთ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.

ლუკა 12

11. სინაგოგებში რომ შეგიყვანენ მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იდარდებთ, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ.

12. რადგან სულიწმიდა გასწავლით იმ დროს, რაც უნდა ილაპარაკოთ”.

ლუკა 21

12. მაგრამ სანამ ეს ყოველივე მოხდება ხელს დაგადებენ ჩემი სახელის გამო და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს გადაგცემენ, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ.

13. ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად.

14. ჩაიდეთ გულებში, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი.

15. რადგან მე მოგცემთ ბაგესა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.

საქმეები 4

7. შუაში ჩაიყენეს ისინი და ჰკითხეს: "რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?”

8. მაშინ აღივსო პეტრე სულიწმიდით და უთხრა მათ: "ხალხის მთავარნო და უხუცესნო,

__თემაზე წერდნენ__

***

და შენ ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადნის სიტყვანი პირსა კაცისასა, რამეთუ იტყვის თვით უფალი: მე მიუგო სიტყვაი თქვენ წილ.

__ იაკობ ცურტაველი __