2.3.49. О двух природах Иисуса Христа

Ис.53,2.3 Матф.8,[20],, 14,12.13.26.27,, 22,41-46 Лук.2,7,, 9,36,, 22,44 Ин.3,12,, 4,22,, 2Кор.8,9

2.3.49. იესო ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ

ეს.53,2.3 მათ.8,[20]; 14,13.26.27; 22,42-46 ლუკ.2,7; 9,36; 22,44 ინ.3,12; 4,22; 2კორ.8,9

ბიბლიის მუხლები

ესაია 53

2. ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ.

3. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით.

მათე 8

20. იესომ მიუგო: მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი. =2.3.49

მათე 14

13. ეს რომ გაიგო, იესო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა, მაგრამ შეიტყო ხალხმა და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალაქებიდან.

26. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენება არისო, და შიშით შეჰყვირეს.

27. მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.

მათე 22

42. რას იტყვით ქრისტესთვის? ვისი ძე არის იგი? ხოლო მათ მიუგეს: დავითისა.

43. უთხრა მათ იესომ: კი მაგრამ როგორღა უწოდებს მას სულით შთაგონებული დავითი უფალს, როდესაც ამბობს:

44. უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს.

45. ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?

46. ვერავინ შესძლო მისთვის სიტყვის მიგება: და იმ დღიდან ვეღარც კითხვას უბედავდა ვინმე.

ლუკა 2

7. და შობა ძე, თავისი პირმშო, ჩვრებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა, ვინაიდან ფუნდუკში ადგილი არ იყო მათთვის.

ლუკა 9

36. ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა. ხოლო ისინი დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში, რაც ეხილათ.

ლუკა 22

44. ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას.

იოანე 3

12. თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას?

იოანე 4

22. თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის.

2კორინთელთა 8

9. რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.

__თემაზე წერდნენ__

***

როგორც გავარვარებულ მახვილში წვის უნარს თან ახლავს გაკვეთის უნარიც, ხოლო გაკვეთისას - წვისა, და მაინც გავარვარებულ მახვილს ჩვენ ერთ ქმედებას ვუწოდებთ, თუმცა კი ვამტკიცებთ, კვეთა - ერთი რამაა, წვა კი - სულ სხვა მოქმედებააო, ანუ იმას, რომ პირველი რკინის ბუნებას ეკუთვნის, მეორე კი ცეცხლისასო, - აი, ამგვარადვე, როცა იესო ქრისტეს ღმერთკაცობრივ მოქმედებას ჩვენ ერთ მოქმედებას ვუწოდებთ, მაშინ ვგულისხმობთ მისი ორი ბუნების ორ ქმედებას: ერთი ქმედება ღვთაებრივია და ეკუთვნის მის ღვთაებრივ ბუნებას, მეორე კი - ადამიანური ქმედებაა, ეკუთვნის მის ადამიანურ ბუნებას და ექვემდებარება პირველს, ანუ საღმრთო ქმედებას.

__ წმ. იოანე დამასკელი __

***

ქრისტეში ადამიანური ბუნება სრულ ღმერთს შეუერთდა და ეზიარა, არა ისე როგორც წინასწარმეტყველი თუ სხვა ღმრთივსულიერი ადამიანთაგან, რომელნიც თვით ღმერთს კი არ უერთდებოდნენ და ეზიარებოდნენ, არამედ რაღაცას ღვთაებრივს; იესო ქრისტეში ადამიანური ბუნება არსისმიერად შეუერთდა და ეზიარა შემოქმედ ღმერთს, და ღმერთი ადამიანურ ბუნებაში ისეა, როგორც მზე - სხივებში.

__ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი __