4.18.17 Обличайте мир в злих делах, да не полюбит вас

4.18.17 ამხილეთ ქვეყნიერება ბოროტ საქმეებში, დაე ნუ შეგიყვარებთ თქვენ

- ცოდვილ ქვეყნიერებას სძულს მამხილებელი და მტრად მიიჩნევს 3მფ.21,20; 22,8 იგავ.9,7; 15,12 იერ.20,8 საქ.5,33; 7,54; 1იოან.3,13; 4,5.6

- არ იცის, რომ დაბრმავებულია და სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილი შეიყვარა იგავ.8,36 გალ.4,16

- განიკითხავს უფალი მალ.3,5

- ამხელდა მაცხოვარი და აკი სძულდათ კიდეც იგი ლუკ.11,39-54 იოან.7,6.[7]; 8,37.44

- მოგვიწოდებს ვიყოთ მამხილებელნი და ნუ იტყვის ქვეყნიერება ჩვენზე კარგს ლუკ.6,26 იოან.15,18-20; 17,14 ეფ.5,11

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 21

20. უთხრა აქაბმა ელიას: მაინც მომაგენი, ჩემო მტერო! მიუგო: მოგაგენი, რადგან თავი გაწირე, რომ ბოროტად მოქცეულიყავი უფლის თვალში.

3მეფეთა 22

8. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქა იმლას ძეა. თქვა იოშაფატმა: ნუ ამბობს ასე მეფე.

იგავნი 8

36. ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.

იგავნი 9

7. ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას;

იგავნი 15

12. ქარაფშუტას არ უყვარს თავისი მამხილებელი, იგი ბრძენკაცებთან არ წავა.

იერემია 20

8. როგორც კი ავლაპარაკდები, ჩივილი აღმომხდება ძარცვა-გლეჯის გამო. ამიტომაც გადამექცა უფლის სიტყვა ყოველდღიურ დაცინვად და დამცირებად.

მალაქია 3

5. მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ ცრუმოფიცართაა მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი.

ლუკა 6

26. ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე, რადგან ასევე ექცეოდნენ ცრუ წინასწარმეტყველებს მათი მამები.

ლუკა 11

39. მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით.

45. მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა მას: მოძღვარო, მაგას რომ ამბობ, ხომ ჩვენც გვაგინებ?

53. ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა,

54. რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის.

იოანე 7,6.7

[როდესაც ურწმუნო ძმებმა უთხრეს იესოს გამოცხადებოდა წუთისოფელს, უთხრა] ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი მუდამ მზადაა. წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია.

იოანე 8,37.44

ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში . . . თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა.

იოანე 15

18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ.

19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას.

20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ.

იოანე 17

14. მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი.

საქმეები 5

33. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, გულზე სკდებოდნენ და უნდოდათ ბოლო მოეღოთ მათთვის.

საქმეები 7

54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე.

1იოანე 3

13. ნუ გიკვირთ, ძმანო, თუ ქვეყანას სძულხართ.

1იოანე 4

5. ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ.

6. ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას.

გალატელთა 4

16. მერედა, ნუთუ მტრად გექეცით იმის შედეგად, რომ ჭეშმარიტებას გიქადაგებთ?

ეფესელთა 5

11. ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ,

__თემაზე წერდნენ__

***

ადამიანის მისწრაფება, რომ ყველას ყურადღების შუაგულში იყოს, მისთვის დამღუპველია, რადგან სულს ისე არაფერი კლავს, როგორც სურვილი, რომ ყველას მოვწონდეთ.

__ გორკი __

***

ხედავდე ბოროტს და წაუყრუო – იგივეა ითანამშრომლო მასთან.

__ იაკობ ლევენი __