2.13.22 Знание о знаках времени при втором пришествии

Иер.6,13.14; 3Езд.6,55-59 Матф.24,3-14 Мар.13,14-27 Лук.21,25.26 Иуд.1,18.19 Гал.4,24; 2Тим.3,1-3.5

2.13.22 მეორედ მოსვლის წინარე ნიშნების ცოდნის შესახებ

იერ.6,13.14; 3ეზრ.6,55-59 მათ.24,3-14 მარ.13,14-27 ლუკ.21,25.26 იუდ.1,18.19 გალ.4,24; 2ტიმ.3,1-3.5

ბიბლიის მუხლები

იერემია 6

13. რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია, წინასწარ მეტყველიდან მღვდელამდე ყველა ყალბის მქმნელია.

14. ზერელედ მკურნალობენ ჩემი ერის ჭრილობებს. ამბობენ მშვიდობააო, თუმცა არ არის მშვიდობა.

3ეზრა 6

55. ეს ყველაფერი ვთქვი შენს წინაშე უფალო, რადგან ჩვენთვის შექმენი ეს წუთისოფელი.

56. ხოლო დანარჩენ ხალხებს, ადამისგან წარმოშობილთ, უთხარი, რომ

არარანი არიან ისინი, და ნერწყვის მსგავსი არიან, ჭურჭლიდან გადმოცვენილ წვეთებს შეადარე მათი სიმრავლე.

57. ახლა კი, უფალო, სწორედ ეს ხალხები, არარაობად რომ არიან

შერაცხილნი, იწყებენ ჩვენზე მომძლავრებას და ჩვენ შთანთქმას.

58. ჩვენ კი, შენი ერი, პირმშოს, მხოლოდშობილს, შენს მოშურნეს რომ

გვიწოდებ, ჩავარდნილი ვართ მათ ხელში.

59. და თუ ჩვენთვის არის შექმნილი ეს წუთისოფელი, რატომ არ

ვფლობთ მემკვიდრეობას ამ წუთისოფელთან ერთად, როდემდის იქნება ასე? პასუხი ამ კითხვაზე არის ცალსახა. ბოლო ჟამამდე.

მათე 24

3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?

4. იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.

5. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ.

6. გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.

7. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ.

8. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია.

9. მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო.

10. მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს.

11. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს.

12. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული.

13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.

14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.

მარკოზი 13

14. როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.

15. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.

16. მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად.

17. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.

18. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში.

19. რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება.

20. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი.

21. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.

22. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.

23. ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ გაუწყეთ თქვენ.

24. და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს.

25. ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.

26. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით.

27. მაშინ მოავლინებს თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე.

ლუკა 21

25. და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა.

26. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი.

იუდა 1

18. ისინი გეუბნებოდნენ თქვენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკიცხავნი, თავიანთი უღვთო გულუსთქმებით მავალნი.

19. ესენი არიან განრიდებულნი, მშვინვიერნი სულის არამქონენი.

გალატელთა 4

24. და როგორც მაშინ, ხორციელად შობილი სდევნიდა სულით შობილს, ასევეა ახლაც.

2ტიმოთე 3

1. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება,

2. ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმინდურნი,

3. მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი სასტიკნი, კეთილის მოძულენი. გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი ვიდრე ღვთისა,

5. რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. ასეთებს ერიდე.

__თემაზე წერდნენ__

***

ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ მწამს ასე დამაჯერებლად, რომ კაცობრიობა უახლოვდება ბოლო ჟამს. პირველი იმიტომ, რომ როგორც ფიზიკოსი გეტყვით, ყინულის დნობა პოლუსებში სწორედ ამ ჟამზე მიუთითებს და სულ არ არის ეს მოვლენა დაკავშირებული სასათბურე აირებთან, რაზეც თანამედროვე მეცნიერება საუბრობს. შემდეგ: სიმართლის და სამართალის თითქმის ბოლომდე განადგურება ყველა ინსტანციაზე. სიცრუის და ბოროტი ძალების არნახული გაბატონება სრულიად დედამიწაზე. მომხვეჭელობა და ერმანეთისადმი უსიყვარულობა რამის კულმინაციურ დონეზე. მშვიდობის ინსცენირება, ასე ვთქვათ ომზე უარესი მშვიდობა. მართალთა წარმოუდგენელი დაკნინება, დაქუცმაცება და გაღარიბება. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ მსოფლიოში რაიმე შეიცვალოს უკეთესობისკენ, სანამ არ დამთავრდება სიბნელის ეპოქა. ამ ეპოქის მიზეზია ის, რაც ხდება. უკეთესობისკენ შეცვლა სიბნელის ეპოქაში, ესაა უფრო დიდი უსამართლობიდან და უიმედობიდან, უფრო მცირე უსამართლობაში და უიმედობაში გადასვლა, თორემ საბოლოო ანგარიშით, გინდა მდიდარი და გინდა ღარიბი - მთელი კაცობრიობა, სიბნელის ეპოქის ველში მოქცეული, ვერ ეღირსება ჭეშმარიტ ბედნიერებას ვერასდროს. ეს ყველაფერი ათასობით წლის წინ აქვთ ნათქვამი სინათლის შვილებს. იმიტომაც მოუტანეს მათ ადამიანებს ცოდნა, თუ როგორ უნდა დაეცვათ მათ თავი ბნელეთის ძალებისგან, რათა ისინი არ გაბატონებულიყვნენ, რათა მათ არ დაეპყროთ ადამიანთა ცნობიერება და არ ემართათ ისინი. სამწუხაროდ ადამიანთა ამ მოდგმამ უარყო ეს ცოდნა და საშინელი განაჩენიც გამოუტანა თავის თავს. წინასარმეტყველებმა წინასწარ გამოთქვეს ის მოსაზრება, თუ როგორი იქნებოდა ადამიანი მომავალში. თვით ტიმოთეშიც კი, რომ აღარ ვთქვათ ძველი აღთქმის ტექსტებზე, ლაპარაკია იმაზე, რაც დღეს ხელის გულივით ჩანს. იმის მიუხედავად, რომ მას ეთქვა: აი ახლა დამკვიდრდება ქრისტიანობა და ადამიანი იქნება მოსიყვრულე კეთილი და ა. შ. ის ამბობს საპირისპიროს. კარგავდა რა ადამიანი შორეული წარსულიდან მოყოლებული თანდათან ღვთიურ ცოდნას და სიბრძნეს, წინასწარმეტყველებისთვის ნათელი ხდებოდა თუ როგორი სახის ადამიანი იბატონებდა დედამიწაზე.

__ მურმან ჯოხაძე __