3.3.3 Молясь не говорите лишнего

3.3.3 ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს

იობ.11,2 იგავ.10,19 ეკლ.5,2.3 ზირ.7,14 ეს.1,15 მათ.6,[7]; 23,5

ბიბლიის მუხლები

იობი 11

2. განა ბევრ სიტყვას პასუხი არ გაეცემა? განა მჭევრმეტყველება კაცს ამართლებს?

იგავნი 10

19. ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია.

ეკლესიასტე 5

2. ნუ იჩქარებ შენი ბაგით და შენი გული ნუ ისწრაფებს სიტყვის წარმოთქმას ღმერთის წინაშე, რამეთუ ღმერთი ცაშია, შენ კი დედამიწაზე ხარ _ ამიტომ მცირე იყოს ნათქვამი შენი.

3. როგორც სიზმარი მოჰყვება მრავალ საზრუნავს, ისე უგუნურის ხმა - მრავალსიტყვაობას.

ზირაქი 7

14. ნუ მრავალსიტყვაობ მოხუცთა საკრებულოში და ნუ გაიმეორებ სიტყვას ვედრების დროს.

ესაია 1

15. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!

მათე 6

7. ლოცვის დროს კი ნუ მოჰყვებით ამაო სიტყვების გამეორებას, როგორც წარმართები იქცევიან, რადგან ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო იქნებიან შესმენილნი.

8. ნუ იქნებით მათი მსგავსები, რადგან თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე თხოვდეთ.

მათე 23

5. და მთელ თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად; აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს.