3.47.8.Для непрснувшегося духом жизнь - сон

3.47.8. სულით გამოუღვიძებლისთვის ცხოვრება სიზმარია

__თემაზე წერდნენ__

***

და შენ აქეთიქით აწყდები მემთვრალესავით და სულის მიწყივ ცვლად ზვირთებს შორის უმწეოდ დაბორიალობ წყვდიადში... ოჰ, რომ შეგვეძლოს შევიცნოთ და გავიცხადოთ, რა იწვევს სულში ამ სიმძი!ილს, ან რა გვთრგუნავს აგრე მუდმივად. ახლა არავინ აღარ იცის, რა სურს, მაგრამ ყველა ცდილობს გამოიცვალოს ადგილი და მძიმე ტვირთი ჩამოიხსნას მხრებიდან. ზოგი თავისი სასახლიდან გარბის, გარბის იმიტომ, რომ მოწყენილია, მაგრამ მალე კვლავ უბრუნდება საკუთარ კერას, რადგანაც გარეთ უკეთ როდი გრძნობს თავს, ვიდრე შინ. ან კიდევ ისე მიერეკება ცხენებს, ისე მიეჩქარება მამულში, თითქოს სახლს ცეცხლი უკიდია და უნდა მიუსწროს და გადაარჩინოსო, მაგრამ მიღწევს თუ არა მამულის საზღვარს, მთქნარებას იწყებს... ყველა თავის თავს გაურბის, მაგრამ ჩვენს თავს ვერსად წაუვალთ.

__ ლუკრეციუსი __

***

ათეისტები უნდა ამტკიცებდნენ მხოლოდ იმას, რაც ეჭვმიუტანლად ცხადია, მაგრამ განა ასევე ცხადია სულის მატერიალურობა?

__ ბლეზ პასკალი __

***

სიცოცხლე სიზმარი არ არის! სიზმარია იგი მხოლოდ იმისთვის, რომლის სულიც მის გამაფხიზლებელ ხმას არ იღებს.

__ ფოსტერსლებენი __

***

ადამიანს თავისი თავი ყველაზე დიდ საოცრებად ესახება ბუნების ქმნილებათა შორის, რადგანაც ვერ გაუგია, რა არის სხეული და მით უმეტეს სული, სხეულისა და სულის შერწყმაზე, მათ ურთიერთკავშირზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

__ გოეთე __