3.52.13 Данные для покаяния и не использованные годы

***

7:11 – 8,24 Сам потоп описывается не так подробно, как события, которые последуют за ним. Потоп кара, и Библия не останавливается на механизме ее осуществления, а лишь констатирует факт.

– Женевская Библия__

 

***

Стихи 11-12. Дата этого великого события; она здесь тщательно описывается для большей точности истории.

Это случилось в шестисотый год жизни Ноевой. Согласно подсчетам, это 1656 год от сотворения мира. Годы старого мира знаменуют не царствование исполинов, а жизнь патриархов, так как для Бога святые более важны, чем цари. В вечной памяти будет праведник. К тому времени Ной был очень старым человеком, даже по тем временам.

– Комментарии Мэтью Генри__

3.52.13 მონანიებისთვის მოცემული და გამოუყენებელი წლები

დაბ.5,32; 6,7.8; 7,6.11 მათ.24,38.39; 1თეს.5,3

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 5

32 (მცხეთური ხელნაწერი)

და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა. და შვნა ნოე სამნი ძენი: სემ, ქამ და იაფეთ.

32 (საპატრიარქოს გამოცემაში შეცდომაა)

ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი.

32 (ახალი გადამოშავებული 2015)

ნოე ხუთასი წლის იყო, როცა სამი ვაჟი - სემი, ქამი და იაფეთი - შეეძინა.

 

დაბადება 6

7. თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე.

8. მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.

 

დაბადება 7

6. ექვსასი წლისა იყო ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად.

11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.

 

მათე 24

38. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში,

39. და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

 

1თესალონიკელთა 5

3. ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.7,6 ვიცით, რომ მუქარის შემოთვლისა და ღვთის წინასწარმეტყველების დროს ნოე იყო ხუთასი წლის, ხოლო როცა წარღვნა მოხდა - ექვსასი წლის. მაშასადამე, ამასობაში ასი წელი გავიდა, მაგრამ ეს ასი წელი არ გამოუყენებია ხალხს სინანულისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მიერ კიდობნის აგება ასე ძალუმად შეაგონებდა მათ. უფრო ზუსტად ნოეს ასაკი წარღვნის დაწყებისას მითითებულია მე-11 მუხლში.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.1__

 

***

დაბ.7:11 – 8,24 თვით წარღვნა არაა აღწერილი დაზუსტებით, როგორც მოვლენა, რაც ხდებოდა. წარღვნა სასჯელია, და ბიბლია არ ჩერდება მისი აღსრულების მექანიზმზე, მხოლოდ კონსტანტირებს ფაქტს.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

 

***

დაბ.7,11. ამ დიდი მოვლენის თარიღი; მოცემულია ისტორიული სიზუსტისთვის.

ეს მოხდა ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს. გამოთვლების თანახმად, ეს იყო 1656 წელი შესაქმიდან. ძველი ქვეყნიერების წლები ითვლება არა ბუმბერაზების მეფობის მიხედვით, არამედ პატრიარქების ცხოვრების წლებით, რადგანაც ღმერთისთვის წმიდანები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეფენი. მარადიულად იქნება ხსენება მართლისა.

__ მეთიუ ჰენრი __