2.3.6.Спасение дано по благодати, жертвы Его

Пс.3,[9]; 129,8 Прем.16,7 Ис.53,4-6 Иер.23,5.6; 33,15-17 Матф.1,[21] Деян.3,25.26; 4,12; 5,31; 13,38.39; 1Ин.1,7; 2,1.2; 3,5 Рим.3,23-25,, 2Кор.5,21; 8,9 Гал.4,4.5 Евр.9,26 

***

От Господа спасение. Над народом Твоим благословение Твое.(Пс.3,[9]).

Но Он взял на Себя наши немощи и понес наши болезни; а мы думали, что Он был поражаем, наказуем и уничижен Богом.

5 Но Он изъязвлен был за грехи наши и мучим за беззакония наши; наказание мира нашего было на Нем, и ранами Его мы исцелились.

6 Все мы блуждали, как овцы, совратились каждый на свою дорогу: и Господь возложил на Него грехи всех нас. (с.53,4-6).

потому что все согрешили и лишены славы Божией,

24 получая оправдание даром, по благодати Его, искуплением во Христе Иисусе,

25 которого Бог предложил в жертву умилостивления в Крови Его через веру, для показания правды Его в прощении грехов, соделанных прежде, (Рим.3,23-25).

Ибо не знавшего греха Он сделал для нас жертвою за грех, чтобы мы в Нем сделались праведными пред Богом. (2Кор.5,21)

иначе надлежало бы Ему многократно страдать от начала мира; Он же однажды, к концу веков, явился для уничтожения греха жертвою Своею.(Евр.9,26)

2.3.6. ხსნა ნაბოძებია მადლით ქრისტეს მსხვერპლის წყალობით

ფს. 3[9]; 129,8; სიბრ.16,7; ეს. 53,4-6; იერ. 23,5.6; 33,15-17; მათ. 1,[21]; საქ. 3,25.26; 4,12; 5,31; 13,38.39; 1ინ. 1,7; 2,1.2; 3,5; რომ. 3,23-25; 2კორ. 5,21; 8,9 გალ. 4,4.5; ებრ. 9,26

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 3

9. უფლისაგან არის ხსნა და ქენი კურთხევა შენს ერზე. სელა.

ფსალმუნი 129

8. და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან.

სიბრძნე სოლომონისა 16

7. რადგან მოქცეული გადარჩა არა იმით, რასაც შეჰყურებდა, არამედ შენით, ყოველთა მხსნელო.

ესაია 53

4. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული.

5. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. 

6. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება.

იერემია 23

5. აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს; მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.

6. მის დროს თავს დაიხსნის იუდა და იმედიანად იცხოვრებს ისრაელი; ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე.

იერემია 33

15. იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.

16. იმ ხანებში თავს დაიხსნის იუდა და საიმედოდ დამკვიდრდება იერუსალიმი და ეს იქნება მისი სახელი: უფალი ხსნაა ჩვენი.

17. რადგან ასე ამბობს უფალი: არ მოაკლდება მემკვიდრე დავითს, ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომარე.

მათე 1

21. და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. 

საქმე 3

25. თქვენა ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, ღმერთმა რომ აღუთქვა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: „შენი თესლით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი“.

26. თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თვითეული თქვენგანი.

საქმე 4

12. სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.

საქმე 5

31. თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს.

საქმე 13

38. მაშ, იცოდეთ, კაცნო, ძმანო, რომ მის მიერ გეუწყებათ ცოდვათა მიტევება.

39. ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე.

1იოანე 1

7. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს. 

1იოანე 2

1. შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი.

2. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.

1იოანე 3

5. თქვენ იცით, რომ იმიტომ გამოჩნდა იგი, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა.

რომაელთა 3

23. რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას.

24. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით,

25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,

2კორინთელთა 5

21. რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.

2კორინთელთა 8

9. რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.

გალატელთა 4

4. მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს. =2.12.7.

5. რათა გამოესყიდა რჯულიქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა.

ებრაელთა 9

26. თორემ მაშინ მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდან, ხოლო აწ ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაექარწყლებინა ცოდვა.

__თემაზე წერდნენ__

***

საფრანგეთის დიდი რევოლუციის დღეებში ერთი მოხუცი მამა მივიდა საპყრობილის ჭიშკართან იმ იმედით, რომ უკანასკნელად იხილავდა თავის სიკვდილმისჯილ შვილს, რომლის სახელიც იყო ლუაზეროლი. გაჩერდა ფორანი, რომელშიც უნდა ჩაესხატ და წაეყვანათ სიკვილმისჯილნი დასჯის ადგილას. ერთ-ერთი გამოზახებულთაგანი იყო ლუაზეროლი.

''აქ ვარ ლუაზეროლი!'' - გაისმა პასუხი, მაგრამ ხმა მოხუცისა იყო და არა ახალგაზრდა პატიმრისა, რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა თავის საკანში. განსჯის დრო არ იყო და მამა წაიყვანეს დასასჯელად შვილის მაგიერ. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ და შვილმა მხოლოდ მაშინ გაიგო, რა ძვირი გამოსასყიდი გაიღო მამამისმა, რათა ეხსნა მისი სიცოცხლე.

__იაკობ ლევენი__

***

გერმანიაში ეკლესიის სახურავზე მუშაობდა მეთუნუქე. უცებ ის გადავარდა. სიკვდილი გარდუვალი იყო, მაგრამ ამ დროს ეკლესიის გვერდით მწყემსი მიერეკებოდა ცხვრის ფარას. მეთუნუქე დაეცა ერთ კრავს, რის შედეგადაც კრავი მოკვდა, ხოლო კაცი უვნებელი გადარჩა. ამის შემდეგ ეკლესიის შენობის კედელზე გააკრეს კრავის სურათი წარწერით ''ეს არის კრავი ღვთისა''.

__იაკობ ლევენი__

*** 

ჯვარი საკურთხეველია ღმერთისა, იესო კი -კრავი ღმერთისა, რომელმაც იტვირთა ჩვენი ცოდვები და რომელიც შეფვარიგებს ღმერთთან ჩვენ, ცოდვილთ. 

ვიდრე იესოს ვერ ჰპოვებთ, ღმერთის რისხვასას ვერ გაექცევით, მაშინაც კი, როცა ამას ვერ ამჩნევთ ან უარყოფთ. მხოლოდ მას, ვინც იესოს მიეახლა, აქვს მშვიდობა ღმერთისა: ''სასჯელი სოფლისა ჩვენისა იდო მასზედ, რაისათვის ჩვენ მშვიდობა მივიღეთ''. 

__ვილჰელმ ბუში__