3.16.10. Проси, что Мне дать тебе, - говорить Господь

3.16.10. მთხოვე, რა გინდა, - ამბობს უფალი

ღმერთს სურს წარმოვთქვათ მის წინაშე ჩვენი სათხოვრები დაბ.15,1-6; 2ნეშ.1,7 ფს.20,2 მათ.7,11 ლუკ.11,13 ეფ.3,20 ფლპ.4,6; 1ტიმ.2,4

.

ქრისტე მოელის და ითხოვს ვისურვოთ, რა გვინდა, რომ გაგვიკეთოს მათ.8,2.3; 15,22-28; 20,32 მარ.7,26-29; 10,36 ლუკ.18,41 იოან.1,38

.

ღვთის მსახურებიც მისი წყალობის იმედით შუამდგომლობენ ღმერთთან ადამიანებს მათ მიერ ნასურვების მისაღებად 3მფ.10,13; 4მფ.2,9; 4,2.13-16

.

მივაქციოთ ყურადღება

- რომ ჩვენი სათხოვარი უნდა იყოს ღმერთისთვის სათნო 3მფ.3,5-13

- ჩვენც უნდა გავიღოთ მსხვერპლი დაბ.15,7-9; 3მფ.10,10

- ვითხოვოთ რწმენით, მომეტებული წადილით, გაბედულებით მათ.7,11; 15,28; 20,30.31 მარ.7,26-29 ლუკ.11,13 ეფ.3,20

- თაყვანისცემით მათ.8,2

- მადლიერებით ფლპ.4,6

.

არ ვითხოვოთ უგუნურებით ის, რაც არ ვიცით, არც ვინმეს დაღუპვა, არამედ ვიცოდეთ ღვთის ნება მათ.20,21; 26,53.54 მარ.10,37; 1ტიმ.2,4

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15

1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ აბრამმა ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა: "ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ ფარი შენი. ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური!”

2. უთხრა აბრამმა: "უფალო ღმერთო! რა უნდა მომცე? უშვილოდ გადავდივარ და დამასკოელი ელიეზერია ჩემი სახლის განმგებელი”.

3. თქვა აბრამმა: "შთამომავალი არ მომეცი და ჩემს სახლში შობილი მსახური გამიხდება მემკვიდრე”.

4. და იყო აბრამის მიმართ უფლის სიტყვა: "არ გახდება იგი შენი მემკვიდრე; არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე”.

5. გაიყვანა გარეთ და უთხრა: "ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა”. მერე უთხრა: "შენი შთამომავლობაც ამდენი იქნება”.

6. და ერწმუნა იგი უფალს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ.

7. კვლავ უთხრა: "მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რათა დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა”.

8. უპასუხა: "უფალო ღმერთო! როგორ უნდა მივხვდე, რომ მე დავიმკვიდრებ?”

9. უთხრა: "სამწლიანი დეკეული, სამწლიანი დედალი თხა, სამწლიანი ვერძი, გვრიტი და მტრედის ხუნდი მომიყვანე”.

3მეფეთა 3

5. გამოეცხადა გაბაონში უფალი სოლომონს სიზმრად ღამით და უთხრა ღმერთმა: მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე.

6. უთხრა სოლომონმა: დიდად სწყალობდი შენს მორჩილს, მამაჩემს დავითს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლით და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენს წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი წყალობა და მიეცი ვაჟი, რომელიც ზის დღეს მის ტახტზე.

7. ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მორჩილი, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა.

8. შენს რჩეულ ხალხშია შენი მორჩილი, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არც აღირიცხება სიმრავლის გამო.

9. მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გული, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან; რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?

10. მოეწონა უფალს სოლომონის სათხოვარი.

11. უთხრა მას ღმერთმა: იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხავად.

12. აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი.

13. რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესაც, დიდებასაც, ისე რომ, ვიდრე ცოცხალ ხარ, არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი.

3მეფეთა 10

10. და მისცა მან მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო, ფრიად მრავალი კეთილსურნელება და ძვირფასი ქვა; არასოდეს შემოზიდულა ქვეყანაში ამდენი კეთილსურნელება, რამდენიც შებას დედოფალმა უძღვნა მეფე სოლომონს.

13. ყველაფერი უბოძა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს, რაც კი ინება და ითხოვა, გარდა იმისა, რაც მეფე სოლომონმა თვითონ აჩუქა თავისი გულუხვობით; და დაუბრუნდა იგი თავის ქვეყანას თავის მსახურებთან ერთად.

4მეფეთა 2

9. როგორც კი გადალახეს, უთხრა ელიამ ელისეს: "მთხოვე, რაც გინდა, სანამ ავიტაცები შენგან”. მიუგო ელისემ: "გთხოვ, სული, რომელიც შენზეა, ორმაგად იყოს ჩემზე”.

4მეფეთა 4

2. უთხრა ელისემ: "რა გაგიკეთო? მითხარი, რა გაქვს სახლში?” უპასუხა: "ერთი დოქი ზეთის მეტი არაფერი აქვს სახლში შენს მხევალს”.

13. უთხრა მსახურს: "უთხარი: აჰა, ასე მოწიწებით ზრუნავ ჩვენზე, რა გავაკეთო შენთვის? ხომ არ ველაპარაკო მეფეს ან მხედართმთავარს შენზე?” მიუგო ქალმა: "არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ”.

14. ჰკითხა გეხაზს: "რაღა გავაკეთო მისთვის?” მიუგო გეხაზმა: "ძე არ ჰყავს, ხოლო ქმარი მოხუცებულია”.

15. უთხრა ელისემ: "დაუძახე”. მოუხმო და დადგა კართან ქალი.

16. უთხრა: "გაისად ამ დროს, ძეს ჩაიკონებ”. მიუგო ქალმა: "ნუ, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მოატყუებ შენს მხევალს”.

2ნეშტთა 1

7. იმ ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე?

ფსალმუნი 20

2. შენ შეუსრულე მას სასურველი მისი გულისა და სათხოვარი მისი ბაგეებისა არ უკუაგდე.

მათე 7

11. ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილი საბოძვარი მისცეთ თქვენს შვილებს, რაოდენ უფრო მეტ სიკეთეს მისცემს მამა თქვენი ზეციერი მის მიმართ მთხოვნელთ?

მათე 8

2. და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

3. გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისგან.

მათე 15

22. და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: "შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია”.

23. მას კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს: "გაუშვი იგი, რადგან ზურგში მოგვყვირის”.

24. მან კი უთხრა პასუხად: "მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან ვარ მოვლინებული”.

25. მივიდა, თაყვანი სცა და უთხრა: "მიშველე, უფალო!”

26. ხოლო მან მიუგო: "არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.

27. უთხრა დედაკაცმა: "დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა”.

28. მაშინ მიუგო იესომ პასუხად: "ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს”. და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი.

მათე 20

21. მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ დაჯდეს.

30. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას; როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ; ამბობდნენ: "შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისა!”

31. უწყრებოდა მათ ხალხი და აჩუმებდა. ისინი კი უფრო მეტად აყვირდნენ: "შეგვიწყალე, უფალო, ძეო დავითისა!”

32. იესო შეჩერდა, მიიხმო ისინი და უთხრა: რას მოითხოვთ ჩემგან?

მათე 26

53. ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამაჩემს და ახლავე გამომიგზავნოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც?

54. მაშინ როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ეს უნდა მოხდეს?”

მარკოზი 7

26. წარმართი იყო ეს დედაკაცი, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი; და ემუდარებოდა, ეშმაკი განედევნა მისი ასულისგან.

27, იესომ უთხრა: "მაცალე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.

28. მან კი მიუგო: "მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ შვილების ნამცეცებს”.

29. უთხრა: "ამ სიტყვის გამო, წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისგან”.

მარკოზი 10

36. იესომ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ?

37. მათ უთხრეს: "ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი მარჯვნივ დაგიჯდეს, ხოლო მეორე - მარცხნივ, შენს დიდებაში”.

ლუკა 11

13. ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?

ლუკა 18

41. "რა გინდა, რომ გაგიკეთო?” მან უთხრა: "უფალო, თვალი რომ ამეხილოს”.

იოანე 1

38. იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან და ჰკითხა მათ: "რა გინდათ?” ხოლო მათ უპასუხეს: "რაბი, სად ცხოვრობ?”

ეფესელთა 3

20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -

ფილიპელთა 4

6. ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.

1ტიმოთე 2

4. რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას.

-------------------------

ელ გრეკო "ქრისტე კურნავს ბრმას"