2.1.53 Давайте - призыв к действию

2.1.53 მოდით - მოქმედებისკენ მოწოდება

ბიბლიის მუხლები, სადაც ჩანს მოწოდება სიტყვით "მოდით" დაბ.37,27 ნეემ.5,10 ფს.2,3; 84,4; 94,1.6 ეს.2,3.5; 26,20; 56,12 იერ.4,5; 18,18; 48,2; 50,5; 51,10 ოს.6,1 იოვ.1,13 მიქ.4,2 მათ.21,38 მარ.12,7

.

დაბადება 37

27. მოდით, ისმაელიანებს მივყიდოთ; ხელს ნუ აღვმართავთ მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი სისხლი და ხორცი”. და გაუგონეს ძმებმა.

ნეემია 5

10. მეც, ჩემი ძმებიც და მსახურებიც სესხად ვაძლევდით მათ ვერცხლსა და მარცვლეულს; მოდით, ნუღარ მოვითხოვთ ამ ვალს,

ფსალმუნი 2

3. მოდით, დავგლიჯოთ მათი საკვრელნი და მოვიშოროთ მათი სადავენი.

ფსალმუნი 84

4. თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“.

ფსალმუნი 94

1. მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.

6. მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიხაროთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე.

ესაია 2

3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.

5. ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!

ესაია 26

20. წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს.

ესაია 56

12. ამბობენ "მოდით, ავიღოთ ღვინო და დავთვრეთ მაგარი სასმელით, ხვალინდელი დღე კი დღევანდელივით იქნება, და უფრო უკეთესიც!”

იერემია 4

5. აუწყეთ იუდაში და გამოაცხადეთ იერუსალიმში, საყვირს ჩაბერეთ ქვეყანაში, მთელი ძალით იყვირეთ და თქვით: მოდით, შევიკრიბოთ და გამაგრებულ ქალაქებში წავიდეთ.

იერემია 18

18. თქვეს: "მოდით, პირი შევკრათ იერემიას წინააღმდეგ, რადგან მღვდელს რჯული არ დაეკარგება, ბრძენს - რჩევა და წინასწარმეტყველს - სიტყვა; მოდით და ენით განვგმიროთ იგი, რომ ყური აღარ ვუგდოთ მის სიტყვებსო”.

იერემია 48

2. განქარდა მოაბის დიდება, ხეშბონში განიზრახეს ბოროტება მის წინააღმდეგ: მოდით და მოვსპოთ, რომ აღარ იარსებოს მისმა თესლმა! შენც დადუმდები, მადმენა, მახვილი მოგდევს უკან.

იერემია 50

5. სიონის გზას იკითხავენ, მისკენ მიმართავენ სახეებს და იტყვიან: მოდით და შევეკრათ უფალს საუკუნო აღთქმით, რომელიც აღარ იქნება დავიწყებული!

იერემია 51

10. უფალმა გამოამჟღავნა ჩვენი სიმართლე; მოდით და ვაუწყოთ სიონში საქმენი უფლისა, ჩვენი ღმერთისა.

ოსია 6

1. მოდით, დავუბრუნდეთ უფალს. მან დაგვაწყლულა და თავადვე განგვკურნავს, დაგვკრა და ჭრილობებსაც ის შეგვიხვევს.

იოველი 1

13. ძაძით შეიმოსეთ და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურებო! მოდით, ძაძებში გაათიეთ ღამე, ჩემი ღმერთის მსახურნო, რადგან შეწყდა თქვენი ღმერთის სახლში შესაწირი და საღვრელი.

მიქა 4

2. მრავალი ხალხი მოვა და იტყვის "მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა”.

მათე 21

38. მაგრამ მევენახეებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ეს მემკვიდრეა; მოდით, მოვკლათ და დავისაკუთრებთ მის სამკვიდრებელს!

მარკოზი 12

7. მევენახეებმა კი ერთმანეთს უთხრეს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.

.

გარდა ამისა, არის ბიბლიის მუხლები სხვა სიტყვებით, სადაც იგულისხმება მოწოდება "მოდით":

.

- "ადექით, წავიდეთ აქედან" იოან.14,31

- "ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები" რომ.13,12

- "მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით" რომ.13,13

- "ვიფხიზლოთ" 1თეს.5,8

- "ამიტომ გვეშინოდეს" ებრ.4,1

- "მაშ, ვეცადოთ იმ სიმშვიდეში შესვლას" ებრ.4,11

- "ამიტომ, გაბედულად მივეახლოთ" ებრ.4,16

- "ვესწრაფოთ სრულყოფას" ებრ.6,1

- "მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით ებრ.10,22

- "მტკიცედ მივყვეთ იმედის აღიარებას" ებრ.10,23

- "ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს" ებრ.10,24

- "მოთმინებით გავლიოთ" ებრ.12,1

- "მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ" ებრ.13,13

- "მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს" ებრ.13,15