2.10.10. Древний змий

Быт. 3,1.14 Ис. 27,1 Отк. 12,[9]; 20,2

2. 10. 10. დასაბამიერი გველი

დაბ. 3,1.14 ეს. 27,1 გმცხ. 12,[9]; 20,2

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 3

1. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?

14. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.

 

ესაია 27

1. იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს.

 

გამოცხადება 12

9. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.

 

გამოცხადება 20

2. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით.

 

__თემაზე წერდნენ__

***

მცნების დარღვევამდე ადამიანს ყოველი ჰმორჩილებდა, რადგან ღვთისგან ყველაფრის მთავრად იყო დადგენილი, რაიც მიწაზე და წყალშია. გველიც კი გაუშინაურდა, სხვა არსებებზე ხშირად უახლოვდებოდა და საამურ მოძრაობებით ესაუბრებოდა.

ამიტომაც ჩააგონა მისი მეშვეობით ჩვენს პირველმშობელთ ბოროტების მთავარმა - ეშმაკმა უბოროტესი რჩევა.

ცთომილების შემდეგ ადამიანმა, რომელმაც "უგუნებო პირუტყვებს ჰბაძა და მათ ემსგავსა" (ფს.48,13), თავის თავში უგუნური გულისთქმა მოაზროვნე გონებაზე გააბატონა, რამეთუ უფლის ნებას ეურჩა.

__ წმ. იოანე დამასკელი __

 

***

გველი მეტყველებდა და ეს იყო მისთვის დამახასიათებელი სისინი, რომელიც ადამს ესმოდა, ან მასში სატანა უბნობდა, ან გველმა, საკუთარი ნებით გამოითხოვა ღვთისგან მეტყველების უნარი, ან სატანამ გამოითხოვა დროებით გველისთვის ნიჭი მეტყველებისა.

__წმ. ეფრემ ასური __

 

***

დაბ.3,1 - გველი არის არასულიერი სიბრძნის სიმბოლო; იგი ყველაზე უფრო "მიწაზე მყოფი" ცხოველია, მიწაზე ის მთელი თავისი სხეულით დახოხავს - ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მიწას ერწყმის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გველი მიწისგან განუყრელია და იმდენად არა სიკეთის, არამედ ბოროტების შეცნობის სიმბოლოს წარმოადგენს. გველი სატანის განსახიერებაა.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__

 

***

დაბ.3,1 - "უთხრა გველმა... გითხრათ ღმერთმა?.." გველის მიზანია, ადამიანმა გააჩინოს ეჭვი იმისა, რომ ღმერთის ყოველი სიტყვა მართალია, ანუ ჭეშმარიტია. დედაკაცი აღმოჩნდა არჩევანის წინაშე, მან ღმერთისა და გველის ნათქვამ სიტყვათა შორის არჩევანი უნდა გააკეთოს: ის კი თავისუფალი ნებით იმას ირჩევს, რაც გველმა უთხრა.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__

 

***

3:1-24 ეს თავი, რომელიც ადამიანის ცოდვით დაცემას ეხება, ძველი აღთქმის თეოლოგიის ორ მნიშვნელოვან თემას წარმოგვიდგენს: 1) ღმერთი გამომსყიდველი პიროვნებაა და 2) ადამიანი ცოდვილია. ამ ორი დიდი ჭეშმარიტების გაცნობიერების გარეშე მკითხველი სრულად ვერასოდეს ჩაწვდება ბიბლიას.

3:1-5 დაბადების წიგნის ბოლოს იხ. `ჭეშმარიტება მოქმედებაში~ 1 ნაწილი.

3:1 გველს გამოცხ.12:9 სატანასთან აიგივებს, რომელიც ხორციელი სახით გამოჩნდა. გაურკვეველია, რატომ მოინდომა მან

მაინცდამაინც ამ კონკრეტულ არსებაში დამკვიდრება იმ ურიცხვ ცოცხალ არსებათაგან, რომლებიც შექმნა უფალმა. მოგვიანებით ძველი აღთქმა გველს არაწმინდა ცხოველთა შორის მოიხსენიებს (ლევ. 11). იგი, ეშმაკი, ცბიერი და გამჭრიახია. ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა? `ეს ყველაფერი საკმარისი როდია~, _ ურჩევდა მაცდური, _ შეგიძლიათ უფრო მეტიც მიიღოთ!~ კითხვა მოხერხებულად იქნა გაზვიადებული: არცერთი ხისგან?

3:2,3 დედაკაცის პასუხი თავდაპირველ უცოდველობას მოწმობს, მაგრამ გველმა მაინც შეძლო ხსენებულ საკითხზე ღრმად ჩაეფიქრებინა იგი.

3:4 ეს აშკარა ტყუილი ასე ითარგმნება: `მოკვდებით? არ მოკვდებით!~ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი ტყუილად გემუქრებათ სიკვდილით~.

3:5 ღმერთივით... შეიქნებით: ძალაუფლების წყურვილის ცდუნება შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი გაუნელებელი აღმოჩნდეს, როცა ადამიანის ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. ცოდნას განცდის მსგავსი~ გრძნობა მოაქვს. ამრიგად, გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრდება: `ღმერთი რაღაც კარგს გიმალავთ (თვითმმართველობა), რომ მასზე იყოთ დამოკიდებული~.

__ბიბლია კომენტარებით 2015__