2.1.35 Пока опереться на опор

***

Стихи 13-14. Эти стихи описывают (1) образовавшуюся сушь (ст. 13). Это означает, что вся вода на земле иссякла, свидетелем чего в первый день первого месяца (какой радостный был первый день нового года!) стал сам Ной. Он открыл кровлю ковчега, но не всю, а лишь настолько, чтобы осмотреть землю вокруг него, и ему открылась утешительная картина, ибо вот, обсохла поверхность земли. Отметьте:

[1] великая милость – увидеть вокруг себя твердую почву. Ной прочувствовал это сильнее нас, так как восстановленные милости воздействуют на нас сильнее, чем милости продолжительные.

[2] Божественная сила, которая в то время обновила лицо земли, может обновить лицо страдающей, бедствующей души и бедствующей, преследуемой Церкви. Он может явить сушь даже там, где она была утеряна и забыта (Пс 17:17).

(2) Земля высохла (ст. 14) и стала пригодной для обитания. Обратите внимание: хотя Ной увидел сушь в первый день первого месяца, тем не менее Бог не разрешал ему выйти из ковчега до двадцать седьмого дня второго месяца. Возможно, Ной, несколько устав от своего заточения, с самого начала хотел покинуть ковчег, но Бог из милости к нему велел оставаться в нем еще какое-то время. Отметьте: Бог больше принимает во внимание полезность для нас, а не наши желания, так как Он лучше нас знает, что нам полезнее, как долго должно длиться наше заключение, а мы должны оставаться лишенными желанных милостей. Мы бы вышли из ковчега до того, как земля высохла; и, возможно, если бы дверь была закрыта, были готовы открыть кровлю и выбраться каким-либо другим путем. Мы должны удовлетвориться тем, что Бог лучше знает, когда явить нам милости – когда милость созрела и мы готовы для нее.

– Комментарии Мэтью Генри__

***

314 дней – с начала потопа до того дня, когда Ной открыл кровлю ковчега (ср. 7:11 и 8:13).

371 день с начала потопа до того дня, когда земля высохла (ср. 7:11 и 8:14). Тогда Бог повелел Ною выйти из ковчега (ст. 16).

– Комментарии МакДональда__

***

(8:13-14). Подчеркнуто звучит здесь «тема покоя».

– Комментарии Далласской семинарии__

2.1.35 საყრდენს დაყრდნობამდე

ნოე, კიდობნით ერთწლიანი მოგზაურობით დაღლილიც კი, არ სულსწრაფობს, ბოლომდე ემორჩილება ღმერთს, არ გადმოდის მიწაზე, რადგან მისთვის ნამდვილი საყრდენი ღმერთია და მის ბრძანებას ელოდება თვეზე მეტი დაბ.8,13-16 ფს.17,16.17 სიბრ.10,4 ეს.33,16

 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 8

13. ნოეს დაბადებიდან ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი დედამიწაზე. ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და დაინახა, რომ გამშრალიყო დედამიწის ზედაპირი.

14 მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა.

15. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს:

16. გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები.

ფსალმუნი 17

16. და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე.

17. გამომიწოდა სიმაღლიდან, ამომიყვანა. მრავალ წყალთაგან გამომიხსნა.

სიბრძნე სოლომონისა 10

4. მის გამო წარღვნილი მიწა კვლავ სიბრძნემ იხსნა, როცა ხის ნაგლეჯით გადაარჩინა მართალი.

ესაია 33

16. სიმაღლეებში დაბინავდება იგი; უმტკიცესი კლდეა მისი საყრდენი, თავისი პური მიეცემა და თავისი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.8,13-14. ეს მუხლები აღწერენ წარმოქმნილ ხმელეთს. ნოემ დაინახა დამამშვიდებელი სურათი.

[1] დიდი წყალობაა შენს ირგვლივ საყრდენი ნიადაგი იხილო. ნოემ ეს ჩვენზე მეტად შეიგრძნო, რადგან აღდგენილი წყალობანი უფრო ძლიერ ზემოქმედებენ, ვიდრე გახანგრძლივებულნი.

[2] ღვთაებრივ ძალას, რომელმაც იმ დროს განაახლა მიწის პირი, შეუძლია განაახლოს განსაცდელში მყოფის სული. მას შეუძლია გააჩინოს ფეხმოსაკიდი იქ, სადაც ის დაიკარგა ან დავიწყებულ იქნა (ფს.17:17).

დაბ.8,14 მიწა გამოშრა და გახდა ვარგისი საცხოვრებლად. მიაქციეთ ყურადღება: თუმცა ნოემ დაინახა ეს პირველი თვის პირველ დღეს, ღმერთმა არ მისცა ნება კიდობნიდან გამოსვლის მეორე თვის ოცდამეშვიდე დღემდე. შესაძლოა, ნოე, დაიღალა თავისი პყრობილობისგან, მაშინვე სურდა კიდობნის დატოვება, მაგრამ ღმერთმა მისდამი მოწყალებისამებრ უბრძანა დარჩენა ამ დროის განმავლობაში. მოინიშნეთ: ღმერთი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ჩვენთვის სასარგებლოს და არა ჩვენს სურვილს, რადგან მან ჩვენზე უკეთ უწყის, რა არის ჩვენთვის სასარგებლო, რამდენ ხანს უნდა ვიყოთ შეკავებულნი, რა დრომდე უნდა ვიყვნეთ სასურველ წყალობებს მოკლებულნი. ჩვენ ალბათ გამოვიდოდით კიდობნიდან, ვიდრე მიწა გაშრებოდა, მაგრამ უმჯობესია დაველოდოთ, რადგან უკეთესად იცის ღმერთმა, როდის მოიღოს წყალობა ჩვენზე.

__ მეთიუ ჰენრის კომენტარები __

***

დაბ.8,13 წარღვნის დაწყებიდან 314 დღე იყო გასული, როცა ახადა ნოემ სახურავი კიდობანს. შდრ. დაბ.7:11 "ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს იჩქეფეს უფსკრულის დიდმა წყაროებმა და გაიხსნენ ცის სარკმელნი."

დაბ.8,14 იმ დღემდე კი, როცა მიწა გამოშრა გავიდა 371 დღე.

დაბ.8,15.16 მაშინ უთხრა ღმერთმა გამოსულიყო კიდობნიდან.

__ მაკდონალდის კომენტარი __

***

დაბ.8:13-14 აქ აშკარადაა ხაზგასმული «სიმშვიდის თემა».

__დალასის სემინარიის კომენტარი__