Неверующим убоятся Бога

1.2.5. ურწმუნოთ ეშინოდეთ მორწმუნის ღმერთის

იესო ნავეს ძე 4

24. რათა ყველა ხალხმა გაიგოს ამ ქვეყანაზე უფლის მარჯვენის ამბავი, რომ მაგარია იგი, რათა მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა. 

იესო ნავეს ძე 5

1. როცა გაიგეს იორდანეს დასავლეთი ნაპირის მეფეებმა და ზღვისპირეთის ქანაანელმა მეფეებმა, რომ ამოაშრო უფალმა იორდანეს წყალი ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე გაღმა გამოვიდოდნენ, შეუდრკათ გული და მხნეობა წაუხდათ ისრაელიანთა გამო.

იესო ნავეს ძე 9

24. მიუგეს იესოს და უთხრეს: გაგებული ჰქონდათ თქვენს მორჩილთ, რაც გამოუცხადა შენმა ღმერთმა მოსეს, თავის მორჩილს, რიამ თქვენ მოგცემდათ მთელს ამ ქვეყანას და გადააშენებდა ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს თქვენს წინაშე. დიდად შეგვეშინდა თქვენი და ამიტომაც მოვიქეცით ასე.

მსაჯულთა 5

4. როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვრებოდა, ღრუბლებიც კი წყლად იღვრებოდნენ.

1მეფეთა 4

6. მოესმათ ფილისტიმელებს გრიალი და თქვეს: ეს რა გრიალი დგას ებრაელთა ბანაკში? შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში.

7. შეეშინდათ ფილისტიმელებს, როცა ითქვა: ღმერთი მოვიდაო ბანაკში. თქვეს: ვაი ჩვენ, რადგან ასეთი რამე არც გუშინ, არც გუშინწინ არ მომხდარა.

8. ვაი ჩვენ, ვინ გვიხსნის ამ ძლიერი ღმერთებისგან! ეს ისინი არიან, ის ღმერთებია, ეგვიპტელები რომ გვემეს უდაბნოში ყოველგვარი საგვემელით.

1მეფეთა 7

10. როდესაც სამუელი აღუვლენდა უფალს აღსავლენს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად, იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე, შეაძრწუნა და იძლივნენ ისინი ისრაელიანთაგან.

1მეფეთა 11

7. ადგა და აკუწა ორივე ხარი და მოციქულების ხელით დაგზავნა მთელს ისრაელში, შეუთვალა: ვინც საულს და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვა მის ხარებს. უფლის შიში დაეცა ხალხს და გამოვიდნენ როგორც ერთი კაცი.

1მეფეთა 14

15. შიშის ზარმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი საყარაულო. თვით მარბიელიც კი შეძრწუნდა. იძრა მიწა და გარდამოვიდა ღვთის ზარი.

2ნეშტთა 17

10. უფლის დიდი შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და არ ებრძოდნენ იოშაფატს.

ფსალმუნნი 13

5. იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.

მარკოზი 4

41. ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?