1.6.8. Мудрый пусть исполнит Божью волю.

Исх.31,6,, 35,[10],, 36,1.4

и вот, Я даю ему помощником Аголиава, сына Ахисамахова, из колена Данова, и в сердце всякого мудрого вложу мудрость, дабы они сделали все, что Я повелел тебе: (Исх.31,6);

И всякий из вас мудрый сердцем пусть придет и сделает все, что повелел Господь (Исход35,10).

1 И стал работать Веселеил и Аголиав и все мудрые сердцем, которым Господь дал мудрость и разумение, чтоб уметь сделать всякую работу, потребную для святилища, как повелел Господь.

4 Тогда пришли все мудрые сердцем, производйвшие всякие работы святилища, казый от своей работы, какою кто занимался. (Исх.36,1. 4).

1.6.8. ბრძენმა აღასრულოს ღვთის ნება

გამ.28,3; 31,[6]; 35,[10].34.35; 36,1.4.8; 3მფ.3,12-14 იგავ.2,1-6.10.11 იაკ.1,2-5.18-25

 

ბიბლიის მუხლები

 

გამოსვლა 28

3. უთხარი ყველა გულბრძენ კაცს, რომელიც მე ავავსე სიბრძნის სულით, გაუწყონ შესამოსელი აარონს, რომ ჩემს მღვდლად იკურთხოს იგი.

 

გამოსვლა 31

6. აჰა, მივუჩინე მას ოჰოლიაბ ახისამაქის ძე დანის ტომიდან და სიბრძნე ჩავუდევი ყოველ ბრძენკაცს გულში, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე.

 

გამოსვლა 35

10. ყოველი გულბრძენი, ვინც კი არის თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა:

34. გულში ჩაუდო სხვათა დამოძღვრის უნარი, მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის შტოდან.

35. აუვსო გული სიბრძნით, რომ აკეთონ ხარატის მქსოველის ყოველგვარი საქმე, ქარგონ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილზე და ბისონზე, აკეთონ მქსოველის, ყოველგვარი ხელოვანის საქმე. 

 

გამოსვლა 36

1. შეუდგნენ საქმეს ბეცალიელი, ოჰოლიაბი და ყველა გულბრძენი კაცი, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება საწმიდარისთვის საჭირო საგნების გასაკეთებლად უფლის ბრძანებისამებრ.

4. მოვიდა ყველა ბრძენკაცი, საწმიდარის ყოველგვარი საქმის მკეთებელი, თავ-თავისი საქმის მცოდნენი, ვის რისი გაკეთებაც შეეძლო,

8. გააკეთა ყველა გულბრძენმა კაცმა, რაც სავანისთვის ჰქონდათ გასაკეთებელი: გრეხილი სელის და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერურიმებიც ამოქარგეს ზედ.

 

3მეფეთა 3

12. აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი.

13. რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესაც, დიდებასაც, ისე რომ, ვიდრე ცოცხალ ხარ, არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი.

14. თუ ივლი ჩემს გზაზე, დაიცავ ჩემს წესებსა და ჩემს ბრძანებებს, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი.

 

იგავნი 2

1. შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე,

2. ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს,

3. რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე.

4. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.

5. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას.

6. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,

10. თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს,

11. გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,

 

იაკობი 1

2. ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. 

3. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას; 

4. მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე. 

5. ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.

18. მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.

19. მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.

20. რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს.

21. ამიტომ განიშორეთ ყოველგვარი მწიკლოვანება, ყოველგვარი ბოროტება და თვინიერებით შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია იხსნას თქვენი სული.

22. მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად.

23. რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, იმ კაცსა ჰგავს, თავის ბუნებრივ სახეს რომ უმზერს სარკეში.

24. დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი.

25. მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.