3.43.12 Богатства земные

Лев.19,13 Вт.8,13.14; 24,14.15; 32.15; 3цар.3,11-13 Неем.9,25.26 Иов.31,24-28 Пс.36,8; 48,6.7.10.16; 51,7.8; 61,10; 72,12 Пр.3,27; 10,2.15; 11,26; 13,11; 18,11.23; 21,6; 22,16; 23,4.5; 27,24; 28,11; 32,8 Екк.4,8; 5,13.14 Ис.1,23 Иер.9,23; 17,11; 22,13; 48,7.36; 49,4 Иез.28,5 Ос.12,8 Мих.2,1-3; 6,12 Авак.2,6 Мал.3,5 Матф.6,24; 13,22; 19,22-24 Мар.4,19; 10,22.24 Лук.6,24; 8,14; 12,19.20; 19,21 Иак.2,6; 5,2-5; 2Кор.8,2 Флп.4,19; 1Тим.3,3; 6,10.17 Евр.11,26 Отк.3,17

3.43.12 სიმდიდრე მიწიერი, ამქვეყნიური

დახასიათებულია როგორც...

- წარმავალი ფს.36,8; 48,10 იგავ.23,4.5 ლუკ.12,20

- არ აქვს სულიერი ფასეულობა ფს.48,6.7

- არ მოაქვს კმაყოფილება ეკლ.4,8

- მავნე ეკლ.5,13.14

- დამმონებელი მათ.13,22 მარ.4,19 ლუკ.8,14

- ფუჭებადი იაკ.5,2.3

- მაცდური 1ტიმ.6,17

- სჯობს ზეციური ებრ.11,26

-

სწორი დამოკიდებულება მის მიმართ:

- არ გადიდგულება მოპოვებული სიმდიდრით რჯ.8,13.14

- პირველ ადგილზე არ დაყენება 3მფ.3,11-13

- არ დაიმედება მასზე იობ.31,24-28 ფს.51,7.8

- გულის არ მიდრეკა მისკენ ფს.61,10

- გაცემა სხვების საჭიროებისთვის იგავ.11,26; 2კორ.8,2

- არ არის სამუდამო იგავ.27,24

- არ სურვება იგავ.30,8

- წუხილი სხვისი ქონების იავარქმნაზე იერ.48,36

- გამდიდრება არა უკეთური გზით ოს.12,8

- გახსენება, რომ ღმერთი იძლევა მას ფლპ.4,19

-

არასწორი დამოკიდებულება:

- მუშაკთა საფასურის დაკავება ლევ.19,13 რჯ.24,14.15 იგავ.3,27 იერ.22,13 მალ.3,5 იაკ.5,4

- ღმერთის დავიწყება რჯ.32,15 ნეემ.9,25.26

- შური სხვისი სიმდიდრისადმი ფს.48,16

- არაკეთილსინდისიერად, მტაცებლობით, სიცრუით გამდიდრება იგავ.10,2; 13,11; 21,6 იერ.17,11 მიქ.2,1-3; 6,12

- მასზე დაიმედებული იგავ.10,15; 18,11 იერ.48,7 მარ.10,24 ლუკ.6,24

- ღარიბის არად ჩაგდება იგავ.18,23; 22,16 ეს.1,23 იაკ.2,6

- მდიდარს რომ ბრძენი ჰგონია თავი იგავ.28,11

- ქადილი იერ.9,23; 49,4 გმცხ.3,17

- გულის აღზევება სიმდიდრით ეზეკ.28,5

- ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებს აბაკ.2,6

- ყველაფრის არმიტოვება ღმერთის გულისთვის მათ.19,22-24 მარ.10,22

- განცხრომის მოყვარეობა ლუკ.12,19 იაკ.5,5

- სიმდიდრის უღმერთოდ გამოყენება, ღმერთისგან მონდობილის მიმართ არასწორი მნეობა ლუკ.19,21

-

სიმდიდრის საფრთხეები:

- ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც მათ.6,24

- ვერცხლისმოყვარეობა ბოროტს შობს 1ტიმ.3,3; 6,10

-

ღმერთმა დაუშვა:

- უღმერთოებს ჰქონდეთ სიმდიდრე ფს.72,12

-

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 19

13. არ შეავიწროო შენი მოყვასი და არ გაქურდო; მომსახურე კაცის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ.

მეორე რჯული 8

13. როცა გაგიმრავლდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, გაგიმრავლდება ვერცხლი და ოქრო, და ყოველივე გაგიმრავლდება;

14. ნუ გადიდგულდები და ნუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან;

მეორე რჯული 24

14. ნუ შეავიწროებ დაქირავებულ მუშას, ღარიბსა და გლახაკს, შენი მოძმე იქნება თუ ხიზანი, რომელიც შენს ქვეყანასა და კარიბჭეშია.

15. იმავე დღეს მიეცი თავისი ქირა, სანამ მზე ჩავა, რადგან ღარიბია იგი და მასზეა დანდობილი; თორემ შეღაღადებს შენზე უფალს და დაგედება ცოდვა.

მეორე რჯული 32

15. გასუქდა იეშურუნი და ტლინკების ყრა იწყო; გასივდა, გასქელდა, გათქვირდა და მიატოვა ღმერთი, მოიძულა შემოქმედი მისი, კლდე თავისი ხსნისა.

3მეფეთა 3

11. უთხრა მას ღმერთმა: "იმის გამო, რომ ეს მთხოვე და არა ხანგრძლივი სიცოცხლე, სიმდიდრე ან შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი მთხოვე სამართლის გასაკითხად!

12. აჰა, შენი სიტყვებისამებრ მოვიქეცი და მოგეცი ბრძენი და გამგები გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა და არც შენს შემდეგ გამოჩნდება.

13. რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრეს და დიდებას, ისე რომ მთელ შენს სიცოცხლეში, არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის.

ნეემია 9

25. დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები და ნოყიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, ამოკვეთილი ჭები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები და ნაყოფიერი ხეები მრავლად; ჭამეს, გაძღნენ, გასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ შენი დიდი სიკეთის წყალობით.

26. მაინც განგიდგნენ და აგიჯანყდნენ, ზურგს უკან მოისროლეს შენი რჯული, შენი წინასწარმეტყველნი კი, რომლებიც შენკენ მოსაბრუნებლად შეაგონებდნენ მათ, დახოცეს და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს.

იობი 31

24. ან თუ ოქროზე ვდებდი იმედს და ბაჯაღლო მაძლევდა გაბედულებას?

25. თუ მახარებდა ჩემი სიმდიდრის სიმრავლე ან ის, რომ ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელებმა?

26. თუ შემიხედავს გაბრწყინებული მზის ან მოლივლივე ბადრი მთვარისთვის,

27. და ფარულად ცდუნებულიყოს ჩემი გული და ხელით გამეგზავნოს მათთვის კოცნა;

28. ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან უზენაეს ღმერთს უარვყოფდი.

ფსალმუნი 36

8. ნამდვილად აჩრდილივითაა ადამიანი, ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.

ფსალმუნი 48

6. თავიანთ ქონებაზე, რომ არიან დაიმედებულნი და სიმდიდრით რომ ტრაბახობენ.

7. ვერ გამოიხსნის კაცს თავისი ძმა, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს;

10. ის ხედავს: ბრძენებიც იხოცებიან, ბრიყვიცა და უგუნურიც ერთად იღუპება, თავიანთ ქონებას კი სხვას უტოვებენ.

16. ნუ შეშინდები თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.

ფსალმუნი 51

7. აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და იმით მაგრდებოდა, როცა სხვებს ანადგურებდა.

8. მე კი _ ღმერთის სახლში ამწვანებულ ზეთისხილის ხესავით ვარ, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნი 61

10. ნუ დაამყარებთ იმედს მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; თუ გაგიმრავლდა სიმდიდრე, გულს ნუ მიიდრეკ მისკენ.

ფსალმუნი 72

12. აჰა, ბოროტნი ამა ქვეყნისა, უზრუნველნი არიან და დოვლათს იხვეჭენ;

იგავნი 3

27. ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, თუკი ძალუძს შენს ხელს ამის გაკეთება,

იგავნი 10

2. სარგებელი არ მოაქვს ბოროტებით მოხვეჭილ საგანძურს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.

15. მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია, ღარიბთა სიღატაკე კი მათი ნანგრევები.

იგავნი 11

26. მარცვლეულის დამჭერს ერი წყევლის, გამცემის თავზე კი კურთხევაა.

იგავნი 13

11. არაკეთილსინდისიერად შეძენილი ქონება დაილევა, შრომით შემგროვებელი კი ამრავლებს მას.

იგავნი 18

11. მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის თვალში.

23. ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.

იგავნი 21

6. მატყუარა ენით სიმდიდრის მოხვეჭა წარმავალი ორთქლია და სიკვდილის მახე.

იგავნი 22

16. ვინც თავისი დოვლათის გასამრავლებლად ღარიბს ავიწროებს და მდიდარს აძლევს, გაღატაკდება.

იგავნი 23

4. ძალღონეს ნუ შეალევ სიმდიდრის შეძენას, შეეშვი ამაზე ფიქრს.

5. მიაპყრობ თვალებს და აღარ არის; არწივივით ფრთებს შეისხამს და ცად აფრინდება.

იგავნი 27

24. ვინაიდან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი გადაეცემა თაობიდან თაობაში.

იგავნი 28

11. მდიდარს ბრძენი ჰგონია თავი, გონიერი ღატაკი კი გამოიცნობს მას.

იგავნი 30

8. ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე,

ეკლესიასტე 4

8. იყო კაცი მარტოხელა: არც ძე ჰყავდა, არც - ძმა, მის შრომას კი ბოლო არ უჩანდა და ვერც მისი თვალები ძღებოდა სიმდიდრით. "ვისთვის ვშრომობ და სიკეთეს რისთვისღა ვაკლებ ჩემს სულს?” - ესეც ამაოება და ავი საქმეა!

ეკლესიასტე 5

13. დიდი ბოროტება ვიხილე მზის ქვეშ: სიმდიდრე, თავის პატრონის მიერ შენახული - მისდა საუბედუროდ.

14. დაიკარგა ის სიმდიდრე ცუდი შემთხვევის გამო; აჰა, შვა მან ძე, ხელთ კი არაფერი აქვს მისთვის.

ესაია 1

23. შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.

იერემია 9

23. ასე ამბობს უფალი: „ნუ დაიქადებს ბრძენი თავისი სიბრძნით, ძლიერი – თავისი ძალით და მდიდარი – თავისი სიმდიდრით.

იერემია 17

11. კაკაბი იმ კვერცხებს რომ ჩეკს, რომლებიც თვითონ არ დაუდია, უმართლო გზით ქონების მომხვეჭელივითაა; მისი დღეების შუაძალზე დაკარგავს, დღეთა დასასრულს კი გაბრიყვებული დარჩება.

იერემია 22

13. ვაი იმას, ვინც სახლს უმართლობით იშენებს და უსამართლობით – ზედათვლებს! მოყვასს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ უხდის;

იერემია 48

7. იმის გამო, რომ შენი შრომისა და საგანძურის იმედი გქონდა, შენც შეგიპყრობენ და ქემოშსაც გადაასახლებენ თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად.

36. ამიტომ სტვირივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და კირ-ხერესის ხალხზე; რადგან დაეღუპათ უხვი მოსავალი.

იერემია 49

4. რას ტრაბახობ ხეობებით? რძისა და თაფლის მადინებელი შენი ხეობით, განდგომილო ასულო, დაიმედებული რომ ხარ შენს საგანძურზე: ვინ გამოვაო ჩემ წინააღმდეგო?

ეზეკიელი 28

5. შენი დიდი სიბრძნით ივაჭრე და ქონება გაიმრავლე; და აღზევდა შენი გული სიმდიდრით.

ოსია 12

8. თქვა ეფრემმა: „თუმცა გავმდიდრდი და ქონება შევიძინე, მთელ ჩემს ნაშრომში ვერ მიპოვნიან ურჯულოებას, რომელშიც შემიცოდავს”.

მიქა 2

1. ვაი უმართლობისა და სიავის განმზრახველთ თავიანთ სარეცლებზე, გათენებისთანავე რომ მოჰყავთ სისრულეში, რადგან მათ ხელთ არის ძალა.

2. მოუნდებათ მიწა - ართმევენ, მოუნდებათ სახლები - იტაცებენ; ძალადობენ ადამიანსა და მის სახლზე, კაცსა და მის სამკვიდრებელზე.

3. ამიტომ ასე ამბობს უფალი: "აჰა, ისეთი სიავის მოწევას ვაპირებ თქვენი მამების სახლებზე, რომლიდანაც ქედს ვერ დაიძვრენთ და მედიდურად ვეღარ ივლით, რადგან უბედურების ჟამი იქნება.

მიქა 6

12. რადგან დატაცებულით აივსნენ ქალაქის მდიდარნი! ცრუობენ მასში მცხოვრებნი და მათი ენა საცდურია მათ პირში.

აბაკუმი 2

6. განა ყველანი საარაკოდ არ გახდიან მას? შაირებითა და ქარაგმებით ილაპარაკებენ მის წინააღმდეგ. იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებსო! როდემდე? და მძიმე ვალდებულებებით იმძიმებსო თავს.

მალაქია 3

5. მოვალ თქვენთან განსასჯელად და მაშინვე გამოვალ მოწმედ ჯადოქართა და მრუშთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა და დაქირავებულთათვის საზღაურის დამკავებელთა წინააღმდეგ, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებთა და მათ წინააღმდეგ, ვისაც არა აქვს ჩემი შიში! – ამბობს ცაბაოთ უფალი.

მათე 6

24. არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.

მათე 13

22. ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქნება.

მათე 19

22. ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა.

23. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა!

24. კვლავაც გეტყვით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.

მარკოზი 4

19. მაგრამ ქვეყნიერების საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი შედიან მათში, აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება იგი.

მარკოზი 10

22. მაგრამ შეწუხდა იგი ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.

24. მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: “შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!

ლუკა 6

24. მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე ღებულობთ თქვენს ნუგეშისცემას.

ლუკა 8

14. ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი.

ლუკა 12

19. და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.

20. მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?

ლუკა 19

21. შემეშინდა, რადგან მკაცრი კაცი ხარ – იღებ, რაც არ დაგიდევს, და იმკი, რაც არ დაგითესავს.

იაკობი 2

6. თქვენ კი უპატიოდ ჰყავით ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?

იაკობი 5

2. თქვენი სიმდიდრე დალპა, თქ­ვენი სამოსელი კი ჩრჩილმა შეჭამა.

3. თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ და ცეცხლივით შეჭამს თქვენს ხორცს. მოგროვებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისთვის.

4. აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი.

5. განცხრომას ეძლეოდით ამ ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის დაისუქეთ გულები.

2კორინთელთა 8

2. რადგან, მიუხედავად დიდი შეჭირვებით გამოცდისა, მათი სიხარულის სიუხვე და მათი სიღატაკის სიღრმე უხვად გამოიხატა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრეში.

ფილიპელთა 4

19. ჩემი ღმერთი კი ყოველ თქვენს საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ აღავსებს, დიდებაში, ქრისტე იესოში.

1ტიმოთე 3

3. არ იყოს ლოთი, მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, მშვიდობიანი, არ იყოს ვერცხლის მოყვარე,

1ტიმოთე 6

10. რადგან ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი აწვნიეს.

17. მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ - ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,

ებრაელთა 11

26. ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.

გამოცხადება 3

17. რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.

-----------------------

სურათზე:

იესო მოუწოდებს მდიდარ ჭაბუკს, დაურიგოს თავისი ქონება არასმქონეებს და მერე გაჰყვეს ქრისტეს, რის შემდეგაც ჭაბუკი დამწუხრებული შორდება მას