1.8.99 Нахор

Быт.11,22-29; 22,20.23; 24,10.15.24.47; 29,5; 31,53; 1Пар.1,26 Лук.3,34

1.8.99 ნახორი

ერთი ნახორი იყო სერუგის ძე დაბ.11,22.23; 1ნეშ.1,26

- თერახის მამა დაბ.11,24; 1ნეშ.1,26

- სხვა შთამომავლობა დაბ.11,25

- ქრისტეს წინაპარი ლუკ.3,34

-

მეორე ნახორი იყო თერახის ძე და აბრაამის ძმა დაბ.11,26.27

- მისი ცოლი იყო მილქა დაბ.11,28

- მისი შთამომავლობა დაბ.22,20.23; 29,5

- მისი ქალაქი შუამდინარეთში დაბ.24,10

- მისი ძის, ბეთუელის ასული რებეკა ცოლად შეირთო ისააკმა დაბ.24,15.24.47

- იაკობი იფიცებს აბრაამის და ნახორის ღმერთს დაბ.31,53

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 11

22. ოცდაათი წლის იყო სერუგი, როცა ნახორი შეეძინა.

23. იცოცხლა სერუგმა ნახორის დაბადების შემდეგ ორასი წელი და შვა ძენი და ასულნი.

24. ოცდაცხრა წლის იყო ნახორი, როცა თერახი შეეძინა.

25. იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.

26. იცოცხლა თერახმა სამოცდაათი წელი და შვა აბრამი, ნახორი და ხარანი.

27. ეს არის თერახის შთამომავლობა: და შვა თერახმა აბრამი, ნახორი და ხარანი. ხარანს შეეძინა ლოტი.

29. ცოლები შეირთეს აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს - მილქა, ხარანის ასული, რომელიც მილქასა და ისქას მამა იყო.

დაბადება 22

20. ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაჰამს: "მილქამაც შვა ძენი ნახორისათვის, შენი ძმისათვის:

23. ბეთუელი გახდა რებეკას მამა. ეს რვა ვაჟი უშვა მილქამ ნახორს, აბრაჰამის ძმას.

დაბადება 24

10. გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან, ხელში აიღო ყოველგვარი განძი თავისი ბატონის ქონებიდან, ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.

15. ჯერ ლაპარაკიც არ დაემთავრებინა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა გამოჩნდა, ბეთუელის, მილქასი და აბრაჰამის ძმის, ნახორის ძის ქალიშვილი.

24. უპასუხა: "ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა”.

47. ვკითხე, ვისი ასული ხარ-მეთქი? მითხრა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები.

დაბადება 29

5. ჰკითხა: "ლაბანს თუ იცნობთ, ნახორის ძეს?” უპასუხეს: "ვიცნობთ”.

დაბადება 31

53. აბრაჰამის ღმერთმა, ნახორის ღმერთმა და მათი მამის ღმერთმა განგვსაჯოს”. და დაიფიცა იაკობმა მამამისის, ისაკის შიში.

1ნეშტთა 1

26. სერუგი, ნახორი, თერახი,

ლუკა 3

34. იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თერახისა, ნახორისა,