3.51.32 Глотать, поглащать

3.51.32 შთანთქმა, ჩანთქმა, ჩაყლაპვა

გვხვდება სასწაულების აღწერისას:

- აარონის კვერთხი გამ.7,12

- მეწამული ზღვა გამ.15,12

- მიწა რიცხ.16,30-35

- დიდი თევზი იონ.1,17

.

სიმბოლირებს:

- ღვთის მსჯავრს ფს.20,9

- მტრის ჩანაფიქრს ფს.55,2

- აღდგომას ეს.25,8

- ტყვედ წაყვანა იერ.51,34.44

- დატყვევებას ოს.8,7.8

- ნაღველს 2კორ.2,7

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 7

12. და დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი, და გადაიქცნენ ისინი გველებად. და შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები.

გამოსვლა 15

12. შენ გაიწოდე მარჯვენა შენი: პირი უყო მათ მიწამ.

რიცხვნი 16

30. ხოლო თუ ახალს რასმე ჩაიდენს უფალი და გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნის, და ისინი ცოცხლად ჩავლენ შავეთში, მაშინ გაიგებთ, რომ მოიძულეს ამ ადამიანებმა უფალი.

31. და იყო, დაასრულა ყველა იმ სიტყვის თქმა და მიწა გამოეცალა მათ ფეხქვეშ.

32. და დააღო მიწამ პირი, და შთანთქა ისინი და მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი, და მთელი მათი ქონება.

33. და ჩაცვივდნენ ისინი და ყველაფერი, რაც მათ ეკუთვნოდათ, შავეთში, და დაფარა ისინი მიწამ, და დაიღუპნენ კრებულიდან.

34. და მთელი ისრაელი, რომელიც მათ ირგვლივ იყო, გაიქცა მათ ყვირილზე, რადგან თქვეს: “ვაითუ გვშთანთქას ჩვენც მიწამ!”

35. და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შთანთქა ეს ორას ორმოცდაათი კაცი, რომელთაც მიიტანეს საკმეველი.

ფსალმუნი 20

9. აგიზგიზებულ თონეს დაამსგავსებ მათ შენი გამოჩენის ჟამს; თავისი რისხვით ჩაყლაპავს უფალი, ცეცხლი შთანთქავს მათ.

ფსალმუნი 55

2. ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება მაღლით.

ესაია 25

8. სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს უფალი ღმერთი და მოსწმენდს ცრემლს ყველა სახიდან, მოაშორებს სირცხვილს თავის ხალხს მთელ ქვეყნიერებაზე, რადგან თქვა უფალმა.

იერემია 51

34. "შემჭამა, დამამსხვრია ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, ცარიელ ჭურჭლად მაქცია! გველეშაპივით გაივსო მუცელი ჩემი ნუგბარით და წამლეკა.

44. მე დავსჯი ბელს ბაბილონში, პირიდან ამოვგლეჯ გადაყლაპულს. აღარ იდინებენ მისკენ ერები; ბაბილონის გალავანიც დაეცემა.

ოსია 8

7. რადგან ქარი დათესეს და ქარიშხალს მოიმკიან. ყანა არის მაგრამ თავთავი არა აქვს, მარცვალს არ იძლევა; თუ მისცემს, უცხონი შთანთქავენ მას.

8. ჩაიყლაპა ისრაელი; უსარგებლო ჭურჭელივით გახდა ახლა ხალხთა შორის.

იონა 1

17. დიდი თევზი მოავლინა უფალმა, რომ გადაეყლაპა იონა. სამი დღე და სამი ღამე იყო იონა თევზის მუცელში.

2კორინთელთა 2

7. ასე, რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი.